ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
ზურა |
Jan 4 2007, 06:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
მშვიდობა თქვენდა,
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებდა და განსაკუთრებით ჩვენი მაცხოვარის, უფალ იესო ქრისტეს შობის მოახლოებას! თემის სათაური ალბათ ზუსტად შეესაბამება იმ გრძნიბებს, რისი გადმოცემაც მსურს გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის მადლი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - გელათის მონასტერი. ვარსკვლავმრიცხველთა თაყვანისცემა - ათონი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - სუზდალი XVI ს. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტინის ბრძანება აეღწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო, კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თვითოეული თავის ქვეყანაში. ________________________ ქრისტეს შობის ხატი - სერბეთი იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდებოდა ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. ________________________________________ ახალშობილის თაყვანის ცემა (ქრისტეს შობა) - გერმანია XVს მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. ________________________________________________ ქრისტეს შობა - ფრესკა უბისის ეკლესიაში იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წამოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით ___________________________________________ Нараджэнне Хрыстова - ბელორუსია 1746 უთხრა მათ ანგელოზმა: ''ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: ''იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგეზე მწოლარეს'' __________________________________ ქრისტეს შობის ხატი - ბულგარეთი -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
მხევალი ნინო |
Jan 8 2007, 04:31 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქ რ ი ს ტ ე შ ო ბ ა
`ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით, ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! ხოლო ჩვენ კი დავეცით~. `ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს, უცნაური რამეა, ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა. დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა, ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა. მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?! ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა, ცრემლის დამდენი ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი. ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა. მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა, მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა! და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად, მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი იმედებს. ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს, ჭეშმარიტად! კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს, თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავასვა, ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა. შერცხვენილი, წარწყმედილი ეგდოს, ქვეყნად ეთრიოს, ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს. რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვლად, ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! ქრისტე აღსდგა! ნამდვილად!~ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი