ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:39 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
გველის წიწილა გველია
ხოლო ვირისა-ვირია, კუნელზე ყურძენს არ ჰკრეფენ, არცრა გასაკვირია ძაან მაგარია ესეც სიტყვა ეული სიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ვარმით ნაკვები, სნეული, გულ-გაგმირული, ბეჩავი, თავს მანდილ-ჩამოხეული! ასე წვა-დაგვით გაზრდილმა, რას ვიფიქრებდი, იხარა... წვერს მარგალიტი მოისხა, ტანი ზურმუხტით იფარა; მთელს ქვეყანაზე სხვივსა ჰფენს, როგორც ცამ გამოიდარა. დაბრძანდა ოქროს ტახტზედა, ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი: ისაა ქვეყნის ნუგეში, იმას შეჰხარის სოფელი; მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი, მისი კეთილის-მყოფელი. ვიცინი... იმას, ქვეყანას, ან რა საქმე აქვს ჩემთანა? მიხარის, ჩემმა გაზრდილმა რომ ბინა ჰპოვა ერთანა, - ერთმა საწყალმა სიტყვამა, ბოროტ კაცთაგან წყეულმა, ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა, თავს მანდილ-ჩამოხეულმა... დაგვიანებული პასუხი აკაკის „ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო.” აკაკი - დიდხან ვიფიქრე ძალიან, თუ რა პასუხი გამეცა, შენთვის, მხცოვანო პოეტო, დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა. როს დავაპირე სიტყვის თქმა, უცებ თავზარი დამეცა: სიტყვა, მოსული სათქმელად, ენიდან მომწყდა, გამექცა. დავღონებულვარ ძალიან, თითქოს სახლ-კარი დამექცა. რადა? რა ღმერთი გამიწყრა მარგალიტების მფლობელსა. რომ თავის უშნო ენითა ვერას ვაგონებ მშობელსა?! ბულბულისათვის გალობა დაუწუნია რომელსა? მარგალიტების მფლობელი ენასა ხმარობს ღონედა, და როცა მარგალიტს სთესავს ან თუ ააგებს ყორედა, მაინც ის არი, რაც არი, ჭორები მოაშორეთა! იქნებ მე, ჩემმა ენამა, სამშობლო დავაღონეთა? ფრთები შევკვეცეთ ოცნებას, დავამხეთ, დავამონეთა? უვარგისობის მიზეზი ფშავლობა არის სწორედა. მოძღვნილი არი მთის მიერ ჩამოტანილი ქარისა, რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი, ამ ჰანგს ბუნება ბარისა?! აქაც ხომ ქართველები ვართ, ყვავილი აქაც ჰყვავისა, ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა. და ენა მთისა სიმტკიცით მსგავსია კლდისა სალისა; იქნებ, აკლია, არ ვიცი, ამ ლომს სინაზე ქალისა? ამისთვის დასაგმობია და წასაღები წყალისა?! კაცი მეტყველი, მგრძნობელი, ცხოვლად ამხელი თვალისა, ამგვარის ამბის მოწამე, შემდრკე, დავმუნჯდე ლამისა. მაინც წინ მივალ, მაინცა, არ მეშინიან შარისა, გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა. მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართველის გვარისა. მოთაყვანე ვარ ყოვლისა იმათ ტკბილის და მწარისა. სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ, დამხშობი მზის და მთვარისა, სამშობლოს დამამხობელი და გამომჯრელი კარისა… სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ, მუდამ მთქმელი ვარ ამისა, ნუ შეგაშინაბსთ, არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი