ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
KAIROS |
Jun 16 2007, 01:30 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რაც დრო გადის უფრო გენატრება, უფრო გაკლია და უფრო გტკივა შენი პატარა, შორი და გატანჯული სამშობლო...
ერთადერთი ვინც შეძლებს ემიგრანტების ნამდვილ და სულიერ გაერთიანებას უნდა იყოს და იქნება ეკლესია, ამიტომ ვისაუბროთ ამაზე, რა ხდება ქართულ ეკლესიებში დასავლეთ ევროპის ეპარქიის ფარგლების შიგნით, საინტერესოა რამდენი ემიგრანტია ფორუმზე? მაშ ასე, დავდოთ ინფორმაციები ქართულ მრევლზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შესახებ რაც ვიცით, მისამართები, ვებ.საიტები, გაზეთები, მოკლედ რასაც იპოვით ემიგრაციაზე: ჩემს მცირე გამოცდილებიდან გეტყვით,რომ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში (რუსეთის სიტუაცია იცით და აქ არ დავწერ, აქ მხოლოდ დასავლეთ ევროპაზე ვისაუბრებ) ყინული დაძრულია: სკანდინავიაში- ცოტა ქართველია, მაგრამ საკმაოდ გაერთიანებულებია და მალე ალბათ სათვისტომოს დაარსებენ, ძალიან კარგი სიტუაციაა კოპენჰაგენში და სტოკჰოლმშიც, ოსლოს არ ვიცნობ.... ინგლისში- აქ საკმაოდ ბევრი ქართველია და აქვთ სამრევლოც "ლონდონის წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო " და ყავთ მოძღვარიც. ესეც ცნობილ ჟურნალ "თანამემამულეს" ვებ-გვერდია, თავისი გერბიც აქვთ და ჩემი აზრით პირველია ემიგრანტულ გამოცემებში გავრცელების მხრივ მაინც http://www.tanamemamule.eu/ გერმანია- ყველას კარგად მოეხსენება მიუნჰენის შესანიშნავი სამრევლო ( ვებ საიტსაც დავდებ მალე), ძალიან კარგი სიტუაციაა იქ და უამრავი მეგობარი მყავს იქ ბერლინში ქართველები რუსულ ტაძარში დადიან... საფრანგეთი-როგორც ვიცი ამათაც ყავთ ქართველი მოძღვარი, პარიზში თავად შევხვდი მრევლის ნაწილს, ახლა ლიონიც აქტიურობს და დიდი იმედია რომ იქაც მოხერხდება რამე. ბელგია- აქაც ყავთ ქართველი მოძღვარი ( სამწუხაროდ პირადად არ ვყოფილვარ) იტალია- ჩრდილო იტალიის ქართველობა ძირითადში მილანში იკრიბება, ცენტრალური იტალიის ქართველობა კი ან პერუჯის, ან ფლორენციის ან თავად მარადიული ქალაქის რუსულ ეკლესიებშია, რომში ხანდახან პარაკლისებიც კი ტარდება ქართველი მოძღვრის მიერ, ბარშიც არის ქართველი მოძღვარი, სადაც უამრავი ქართველი იკრიბება. ესპანეთი-ქართველი მოძღვარი ბარსელონაშია, მადრიდშიც ჩადის, იქაურ სიტუაციას კარგად არ ვიცნობ. ავსტრია- აქაც ყავთ ქართველო მოძღვარი, ვგონებ დეკანოზი ლაზარეა, მიუნჰენიდან გადასული. ჩეხეთი- აქაც არიან ქართველები და არის სათვისტომოც, თუმცა როგორც თავადაც ვნახე, ჯერ სამრევლოს დაარსება და მოძღვრის მიწვევა ადრეა, იმედია მალე ესეც მოხერხდება საბერძნეთი- ათენში არის ქართველი მოძღვარი, ქართველები აქაც რუსულ ეკლესიაში იკრიებებიან, ასევე ხდება თესალონიკშიც. ირლანდია- ეს ერთერთი ჩემთვის ყველაზე მშობლიური მრევლია, ძალიან საყვარელი ხალხი და არაჩვეულბრივი სიტუაცია, ყავთ 15 წევრიანი ქართული გუნდი, დღეს ქართული ტაძარიც ფუნციონირებს და მოძღვარიც ყავთ, ეს დუბლინში, თუმცა გავიგო რომ მოძღვარი ჩადის ქორქშიც და გოლვეიშიც. აშშ - ამ. შეერთებულ შტატები დიდია, და დღეს მხოლოდ ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე ვისაუბროთ, როგორც ერთერთ ყველაზე კარგ ჩამოყალიბებულ ქართულ მრევლზე, ეს კი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ვებ.საიტია http://www.mrevli.org/ მივხედოთ ამ საქმეს! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
soko soko |
Jun 15 2008, 02:57 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 14-June 08 წევრი № 5,086 |
დიდი ბოდიში კაიროსის მინდა გამოვეხმაურო.
ემჩნევა რომ კარგად იცნობ იმ წერილს, რომელიც საფრენგეთში მოღვაწე მღვდელმა და მის ირგვლივ მყოფმა ნასწავლმა პიროვნებებმა გამოაქვეყნეს. (SAQMES ვგულისხმობ). ძალიან მკაცრად ამხელს საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს ის კაცი და საკმაო არგუმენტებიც მოაქვს. (აბა ასეთ მხილებას კარგად შესწავლა და დიდი კადნიერება სჭირდება). ნუ ჩავუღრმავდებით და თითზე ნუ დავიხვევთ იმას რაც ძალზედ უხეშად აქვს ნათქვამი "სერგიანობასა" და ამდაგვარ სასტიკ მხილებაში. იცით რა მინდა ვთქვა. უკვე 6 წელა აღმსარებელ-მაზიარებელი ვარ და მეტ-ნაკლებად ვიცნობ ეკლესიას და არაერთხელ მომისმენია ეკლესიის მსახურების მხილება თუ ლანძღვა-გინება. (რაც ძალიან სამწუხაროა) მაგრამ ნუთუ არ შეიძლება დაფიქრება იმაზედ, რომ იქნება მართლა ამდაგვარად იქცევიან, მართლა აბრკოლებენ ადამიანებს, მართლაა განსაკვეთი მღვდლების დაჯილდოვება, და თუნდაც ის "სიმონიის" ცოდვა??? არ შეიძლება ადამიანს ასე უცებ გამოუტანო განაჩენი (სქიზმაა). მართალი არამგონია იყოს რომ ბრძანებ - ზიზღითა დაწერილი ეს წერილიო. კაცს გული რომ შესტკივა იმიტომ წერს მამხილებელ წერილს, თორემ საერთოდ დაიკიდებდა ან კიდევ ლანძღვა გინების წერილებს გამოაქვეყნებდა. ბევრი სიმართლე წერია იმ წერილში, ბევრიც არა, მაგრამ იმას ნამდვილად ვიტყვი რომ აშკარად იმჩნევა გაბრაზება და აღშფოთება. ის კაცი უსაზღვროდ განათლებული და რეალისტი სჩანს. ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ არ იქნებოდა იმის თქმა მართებული რა, მათ ხელი ვკრათ ანუ "სქიზმაა" ვუწოდოთ. და თუ დაბნეულია და გზას აცდენილი, ვინმე მივიდა და ჯკუა დაარიგა? მოეფერა? გულში ჩაიკრა? ილოცა მისტვის? განიმარტა მისი შეცდომის მიზეზები? რასაც ეკლესია გვასწავლის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ლაპარაკი გვიყვარს და საქმე კი ... (ბოდიშს გიხდით ჩემი ასეთი ცხარე პოსტის დატოვებისათვის). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი