IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეზეკიელ წინასწარმეტყველი და ისრაელი.
abo
პოსტი Jun 15 2008, 03:10 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ნუ კარგი, რადგან აქ ფორუმზე ამის საჭიროებას ვგრძნობ, ეზეკიელის წინასწარმეტყველებასაც შევეხოთ

1.1.ოცდამეათე წელს , მეოთხე თვის მეხუთე დღეს როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი, მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.

წინასწარმეტყველების უკეთ შესწავლისათვის არ იქნება ურიგო შევეხოთ შემდეგ თავებს

2.1 მითხრა: ადამის ძევ! დადექი ფეხზე, უნდა გელაპარაკო.
..............................................................................
2.3 მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან,რომლებიც მიჯანყდებიან მე;მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე.
2.4 ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან მათთან გგზავნი, რომ უთხრა : ასე ამბობს უფალი ღმერთი.
2.5 გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
.............................................................
3.7 ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი
.................................................
3.11 წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ;უთხარი , ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ
................................................
3.18როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი შენკი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაშიდა მის სისხლს შენ მოგკითხავ.
3.19 თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან,ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.
3.20 როცა მართალი თავის სიმართლიდან მიიქცევა და უკეთურობას ჩაიდენს, საფრთხეს დაუდებ წინ და მოკვდება; შენ თუ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
3.21 შენ თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა, და ისიც არ შეცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.

ახლა ვიმსჯელოთ, მოსალოდნელ საფრთხეზე უნდა ჩავდუმდეთ თუ უნდა ვილაპარაკოთ? აქ არცერთი არა ვართ წინასწარმეტყველი, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეულად ჩვენც გვეხება. შემდეგ მივყვეთ თანდათან და გავარჩიოთ შემდეგი თავებიც, რათქმაუნდა როგორაც შევძლებთ.
პატივისცემით აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
abo
პოსტი Jun 15 2008, 07:31 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მაშ კარგი გავაგრძელოთ .

5.5 ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის იერუსალიმი; ხალხების შუაგულში დავსვი იგი და ქვეყნებია მის გარშემო.
5.6 ეურჩა ჩემს წესებს გარშემო ქვეყნებზე უარესად, რადგან შეიძულეს ჩემი წესები და არ გაყვნენ ჩემს მცნებებს.
5.7. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თქვენს გარშემო ხალხზე უფრო ბობოქრობთ, არ მიჰყვებით ჩემ ცნებებს და ჩემს წესებს არ ასრულებთ, არ ასრულებთ თქვენს გარეშემო ხალხის წესებსაც კი.
5.8 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა მე თავად წამოვალ შენზე და აღვასრულებ შენს წიაღში სამართალს ხალხის თვალწინ.
5.9 ისეთ რამეს გაგიკეთებ შენს სისაძაგლის გამო, რაც არასდროს გამიკეთებია და რის მსგავსსაც არასოდეს გავაკეთებ.
.............
5.12 შენი მესამედი ჭირისგან დაიხოცება და შიმშილით გაწყდება სენ შორის; მესამედი მახვილით დაეცემა შენს გარშემო, მესამედს ყველა ქარის მიმართ გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
....................
5.15 იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი ვლაპარაკობ ამას.
....................
ამის შემდეგ მოდის უფლიდან ისრაელის სახლის აოხრება , გაუბედურდება ქალაქები საკერპოები დაემხობა მზის სვეტები, აღიგავება მათი ნამოქმედარი.... ასევე გრძელდება მე-6 თავში ბოლომდე.
.........................
7. 1 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
7.2 შენ ადამის ძევ! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა აღსასრული! მოადგა აღსასრული ამქვეყნის ოთხივე კუთხეს!
......................
7.4 არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენსწინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწეები შენთან იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
.......................
7.12 დადგა ჟამი, მოაღწია დღემ, მყიდველს ნუ გაუხარდება, გამყიდველი ნუ იწუხებს, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერაცხულია.
...............
7.14 დააყვირებენ საყვირს და ყველაფერი მზად იქნება, მაგრამ საომრად არავინ წავა, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერაცხულია ჩემგან.
.........................
7. 16 თავს უშველიან დანარჩომნი და იქნებიან მთებში ველის მტრედებივით; ყველა თავის უკეთურებაზე აკვნესდება.
.......................
7.19თავიანთ ვერცხლს გარეთ გადაყრიან და ოქრო სიბინძურედ იქცევა; ოქრო ვერცხლ ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღებენ და შიგანს ვერ ამოივსებენ, რადგან მათი უკეთურების საბრთხე იყო.

ხომ არ გეცნობათ ამ წინასწარმეტყველების ეს ბოლო ორი პუნქტი?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 12:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი