ფორუმის საქველმოქმედო ფონდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმის საქველმოქმედო ფონდი |
ნათია |
May 3 2007, 08:19 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ფორუმელებო ყოველ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული რომელიმე ტალანტი, ნიჭი ან ნიჭები. მოგეხსენებათ, ჩვენი მიწიერი ცხოვრების უმთავრესი შინაარსი არის მსახურება, მსახურება ღვთისა და მოყვასის მიმართ, როგორც ყოველდღიურ, პრაქტიკულ, ისე სულიერ ცხოვრებაში. ამიტომ საამისოდ ღმერთი მსახურებისათვის გვჩუქნის სხვადასხვა ნიჭებს, რომელთაც წმ. პავლე მოციქული ჩამოთვლის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (12,7-8), - ნიჭი ქადაგებისა, ნიჭი დამოძღვრა-შეგონებისა, ნიჭი გაჩუქებისა და ქველ-მოქმედებისა და სხვა. ამრიგად, გაჩუქების, ქველმოქმედების ნიჭი ღვთივბოძებული, მადლმოსილი ნიჭია. რადგან ჩვენი ფორუმი მართლმადიდებლურია ურიგო არ იქნებოდა თუ ქველმოქმედებას მივყოფთ ხელს. ანუ შევქმნათ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი და ყოველთვიურად ვისაც რა შესაძლებლობა გვექნება ფინანსურად თუ სულიერად დავეხმაროთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და მოხუცებს, თვეში ერთხელ მოვინახულოთ. ეს ჩვენი ფორუმის სახელიც იქნება და ჩვენი კეთილი საქმეც ღვთის წინაშე. მარტო ტაძრების მოლოცვა არაა კეთილი საქმე, საქმითაც უნდა ვქმნათ სიკეთე. ვფიქრობ ეს კარგი იდეა იქნება. თუ უფლის ნებაა განვახორციელებთ და შევძლებთ ყველაფერს თუ ერთმანეთს დავუდგებდით გვერდით. ფორუმელებო შეერთდით უფალმა გაგვაძლიეროს და შეგვაძლებინოს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
.ნინო |
Jun 15 2008, 11:27 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ამ ეტაპზე მხოლოდ ლოცვით შეგვიძლია დავეხმაროთ... სხვაში ჩვენ უძლუნი ვართ.
-------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი