![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
abo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ნუ კარგი, რადგან აქ ფორუმზე ამის საჭიროებას ვგრძნობ, ეზეკიელის წინასწარმეტყველებასაც შევეხოთ
1.1.ოცდამეათე წელს , მეოთხე თვის მეხუთე დღეს როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი, მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები. წინასწარმეტყველების უკეთ შესწავლისათვის არ იქნება ურიგო შევეხოთ შემდეგ თავებს 2.1 მითხრა: ადამის ძევ! დადექი ფეხზე, უნდა გელაპარაკო. .............................................................................. 2.3 მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან,რომლებიც მიჯანყდებიან მე;მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე. 2.4 ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან მათთან გგზავნი, რომ უთხრა : ასე ამბობს უფალი ღმერთი. 2.5 გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. ............................................................. 3.7 ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი ................................................. 3.11 წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ;უთხარი , ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ ................................................ 3.18როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი შენკი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაშიდა მის სისხლს შენ მოგკითხავ. 3.19 თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან,ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი. 3.20 როცა მართალი თავის სიმართლიდან მიიქცევა და უკეთურობას ჩაიდენს, საფრთხეს დაუდებ წინ და მოკვდება; შენ თუ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ. 3.21 შენ თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა, და ისიც არ შეცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი. ახლა ვიმსჯელოთ, მოსალოდნელ საფრთხეზე უნდა ჩავდუმდეთ თუ უნდა ვილაპარაკოთ? აქ არცერთი არა ვართ წინასწარმეტყველი, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეულად ჩვენც გვეხება. შემდეგ მივყვეთ თანდათან და გავარჩიოთ შემდეგი თავებიც, რათქმაუნდა როგორაც შევძლებთ. პატივისცემით აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
![]() ![]() |
abo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
მაშ გავაგრძელოთ საუბარი იმ უკეთურებაზე რაც ისრაელის სახლმა ჩაიდინა უფლის წინაშე და რაც ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ეზეკიელმა.
16.2ადამის ძევ გააგებინე იერუსალიმს მისი სისაძაგლეები .............. 16.4შენი დაბადებისას , იმ დღეს როცა დაიბადე, ჭიპლარიარ მოუჭრიათ შენთვისდა წყალში არგანბანილხარ, რომ განწმენდილიყავი, მარილით არ გახეხილხარდა ჩვრებში არ გახვეულხარ. 16.5 არავინ მოგხვდა რომ ამ საქმეთაგან ერთი მაინც გაეკეთებინოს შენთვის სამადლოდ, ტრამალზე ეგდე შენი დაბადების დღეს , რადგან საძულველი იყავი. 16.6ჩაგიარე და დაგინახე შენსავე სისხლში ამოთხვრილი, გითხარი შენ სისხლში იცოცხლე-მეთქი! 16.7 მინდვრის მცენარესავით გაგამრავლე : გაიზარდე და გამაღლდი,მშვენებათა მშვენებაში შეხვედი,მკერდი დაგაჩდა და თმა მოგეზარდა, მაგრამ შიშველ ტიტველი იყავი. 16.8 ჩაგიარე და დაგინახე, აჰა სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი და ჩემი გახდი. 16.9წყალში გაგბანე,სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე. .................. 16.11 სამკაულებით მოგრთე,ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი. ............................... 16.15დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა, გაუფინე შენი ბოზობა ყოველ გამვლელს, ყველასი გახდი. 16.16 აიღე შენი სამოსელთაგან და შეამკე საკერპო, და მათზე დაიწყე ბოზობა, როგორც არ მომხდარა და არც მოხდება. 16.17 აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან. ................... 16.20 წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შემძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა! ............. 16.22 ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი. ................... 16.25 ყოველ გზაჯვარედინზე გამართე გორაკი და შეელახე შენი მშვენება, ფეხებს უწევდი ყოველ გამვლელს და გაახშირე შენი ბოზობა. ნუ ამის შემდეგ ცოტა მოსაწყენიც ხდება ამ ქალის გათახსირებული ქმედებები რომ ის იქეთ აბამდა და ასაჩუქრებდა საყვარლებს. ჯობს წაიკითხოთ ვისაც არ წაუკითხავს. 16.44აჰა ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო. 16. 45 დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულე დიაცის; და ხარ შენიდებისა, რომელთაც მოიძულეს თავიანთი ქმრები და შვილები; დედათქვენი -ხეთელია, მამათქვენი ამორეველი. 16.46 შენი უფროსი და სამარიელია, და თავის ასულებთან ერთად შენს მარცხნივ ცხოვრობს, შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვროვს , სოდომია თავის ასულებთან ერთად. 16.47 მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეებში. 16. 48 ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, და შენ დას და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ! -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 12:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი