მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
polievqte |
Jun 6 2008, 12:18 AM
პოსტი
#2
|
POLIEVQTE ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 2-June 08 მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:) წევრი № 4,982 |
გამოთქმული აზრი , რომ ქვეყანას მართლმსაჯულება არ სჭირდება გონივრულობას არის მოკლებული. რადგან სახელმწიფოს ისევე სჭირდება მართლმსაჯულება , როგორც აღვირი ცხენს. ეკლესია მაგ ინიციატივით სახელმწიფოს წინააღმდეგ არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რადგან თავად ქრისტე ამბობს "მიაგეთ კეისარსა კეისრისა, ხოლო ღმერთსა ღვთისა", აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, როგორც სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს, ასევე ეკლესიის მიერ დადგენილ წესებს.
-------------------- ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
|
XAFRAN |
Jun 7 2008, 02:54 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
გამოთქმული აზრი , რომ ქვეყანას მართლმსაჯულება არ სჭირდება გონივრულობას არის მოკლებული. რადგან სახელმწიფოს ისევე სჭირდება მართლმსაჯულება , როგორც აღვირი ცხენს. ეკლესია მაგ ინიციატივით სახელმწიფოს წინააღმდეგ არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რადგან თავად ქრისტე ამბობს "მიაგეთ კეისარსა კეისრისა, ხოლო ღმერთსა ღვთისა", აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, როგორც სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს, ასევე ეკლესიის მიერ დადგენილ წესებს. მიაგეთ კეისარს კეისრისა მარა იქნებ კეისარი ჩვენგან ღვთის უარყოფას ითხოვს? დაფიქრდით, თქვენ ხართ სახელმწიფოს მოქალაქე, ამავე დროს მართმადიდებელი ქრისტიანი, ხართ საზოგადოების წევრი, საზოგადოების შეხედულებებისადა მიხედვით სახელმწიფო ახორციელებს მართლმსაჯულებას, თქვენ როგორც მსაჯული ( მსაჯული რადგან ისევ ვიმეორებ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხარ და მისი მეშვეობით მყარდება - დასჯის მეთოდით - წესრიგი) მზად ხარ დასაჯო ვინმე თუნდაც საკუთარი რელიგია შემწყნარებლობას ქადაგებდეს. და თუ მსაჯულის სამოსი მიუღებელია ქრისტიანისთვის მაშ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება მართლმსაჯულების მიმართ. როგორ მოიქცევით როცა გაგქურდავენ....... გაგიჩდებათ სურვილი დაისაჯოს დამნაშავე? -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
polievqte |
Jun 7 2008, 03:23 PM
პოსტი
#4
|
POLIEVQTE ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 2-June 08 მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:) წევრი № 4,982 |
მიაგეთ კეისარს კეისრისა მარა იქნებ კეისარი ჩვენგან ღვთის უარყოფას ითხოვს? დაფიქრდით, თქვენ ხართ სახელმწიფოს მოქალაქე, ამავე დროს მართმადიდებელი ქრისტიანი, ხართ საზოგადოების წევრი, საზოგადოების შეხედულებებისადა მიხედვით სახელმწიფო ახორციელებს მართლმსაჯულებას, თქვენ როგორც მსაჯული ( მსაჯული რადგან ისევ ვიმეორებ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხარ და მისი მეშვეობით მყარდება - დასჯის მეთოდით - წესრიგი) მზად ხარ დასაჯო ვინმე თუნდაც საკუთარი რელიგია შემწყნარებლობას ქადაგებდეს. და თუ მსაჯულის სამოსი მიუღებელია ქრისტიანისთვის მაშ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება მართლმსაჯულების მიმართ. როგორ მოიქცევით როცა გაგქურდავენ....... გაგიჩდებათ სურვილი დაისაჯოს დამნაშავე? თქვენი აზრით მართლმსაჯულების განხორციელება ღვთის უარყოფას გულისხმობს? სამყაროს შექმნის პირველ ხანებში არც კანონები არსებობდა და არც ჩვეულებები, რადგან მაშინ ადამიანის ბუნება უბიწო იყო და შესაბამისად არც რაიმე სამართლებრივი აქტები იყო საჭირო, მაგრამ მას შემდეგ ათასწლეულები გავიდა და რაც დრო გადიოდა ადამიანის ბუნება უფრო და უფრო ეცემოდა. დღეს კი სახეზე ასეთი მდგომარეობა გვაქვს , რომ ბევრი ადამიანი სწორედ სასჯელის შიშით არ სჩადის დანაშაულს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. რაც შეეხება შემწყნარებლობის საკითხს, მართალია ჩემი რელიგია(ქრისტიანობა) ქადაგებს შემწყნარებლობას, მაგრამ ამავე დროს იგი არ ქადაგებს საყოველთაო ქცევის თავისუფლებას. ღმერთი მოწყალე და კაცთმოყვარეა, მაგრამ ასევე მისი თვისებაა მართლმსაჯულება. სხვა საკითხია , როცა ქვეყანას დაბალი დონის სასამართლო ხელისუფლება აქვს, მაგრამ გავა დრო და დადებითისკენ შეიცვლება სამართლებრივი კულტურის ხარისხი არა მარტო სასამართლოში, არამედ მთლიანად საზოგადოებაშიც. -------------------- ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
|
XAFRAN |
Jun 8 2008, 01:06 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
რაც შეეხება შემწყნარებლობის საკითხს, მართალია ჩემი რელიგია(ქრისტიანობა) ქადაგებს შემწყნარებლობას, მაგრამ ამავე დროს იგი არ ქადაგებს საყოველთაო ქცევის თავისუფლებას. ღმერთი მოწყალე და კაცთმოყვარეა, მაგრამ ასევე მისი თვისებაა მართლმსაჯულება. დიახ ღვთის საქმეა მართლმსაჯულება და არა ჩვენი. დიახ მართლმსაჯულების განხორციელება ღვთის უარყოფას გულისხმობს. არავის აქვს არავის დასჯის უფლება. და კიდევ იმის არ მჯერა რომ სასჯელი გამოსწორებას ისახავს მიზნად. -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
polievqte |
Jun 14 2008, 12:09 AM
პოსტი
#6
|
POLIEVQTE ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 2-June 08 მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:) წევრი № 4,982 |
დიახ ღვთის საქმეა მართლმსაჯულება და არა ჩვენი. დიახ მართლმსაჯულების განხორციელება ღვთის უარყოფას გულისხმობს. არავის აქვს არავის დასჯის უფლება. და კიდევ იმის არ მჯერა რომ სასჯელი გამოსწორებას ისახავს მიზნად. შეიძლება მართლმსაჯულების განხორციელება ერთი შეხედვით ჩანდეს, როგორც ადამიანის მიერ ღმერთის საქმეში ჩარევა, მაგრამ ჯერჯერობით დანაშაულის წინააღმდეგ სხვა უფრო უკეთესი და ეფექტური იარაღი არ გამოუგონიათ და ალბათ ვერც გამოიგონებენ. სასჯელის მიზანს რაც შეეხება, ეს ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს, ადამიანის რესოციალიზაცია(გამოსწორება). მეორე საკითხია ამ მიზნის განხორციალება რა გზებითა და მეთოდებით სრულდება. აუცილებელია ყველა ციხეში იყოს ბიბლიოთეკა, რათა პატიმარს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება; ჰქონდეს შესაძლებლობა მოუსმინოს მუსიკას, რომ მიიღოს სულიერი საზრდო; ასევე აუცილებელია, რომ ყოველ კვირას ჩატარდეს ციხის ტაძარში საღმრთო ლიტურგია, რომ პატიმარმა მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოებებში(აღსარება, ზიარება, ზეთისცხება და ა.შ.); სასურველი იქნებოდა, რომ ციხეში შექმნილიყო პატიმართათვის სამხატვრო სალონი, სადაც ისინი თავიანთი ნიჭის რეალიზაციას შეძლებდნენ ხატწერის, ფერწერის, მინანქრის თუ სხვა ფორმით; პატიმართა რესოციალიზაციის თვალსაზრისით კარგი იქნებოდა თუ მათ დაენიშნებოდათ ერთი რეგენტი, რომელიც მათ შეასწავლიდა ქართულ გალობასა და სიმღერას. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გარეშე მართლაც ძნელი იქნება ცხოველივით გამოკეტილი შენი მოქალაქე გამოსწორებული დაუბრუნო საზოგადოებას. -------------------- ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
|
XAFRAN |
Jun 16 2008, 02:22 AM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
შეიძლება მართლმსაჯულების განხორციელება ერთი შეხედვით ჩანდეს, როგორც ადამიანის მიერ ღმერთის საქმეში ჩარევა, მაგრამ ჯერჯერობით დანაშაულის წინააღმდეგ სხვა უფრო უკეთესი და ეფექტური იარაღი არ გამოუგონიათ და ალბათ ვერც გამოიგონებენ. ერთი შეხედვით კი არა ასეა. ჩარევაა. შეილება რწმენადაკარგულ ქვეყანას( ან ქვეყნის ნაწილს) ჭირდება მართლმსაჯულება წესრიგისათვის, მაგრამ არა მორწმუნეს ჭეშმარიტების გზაზე. საქმეც ამაშია რომ ეს ქვეყანა და არცერთი სხვა მორწმუნეებს არ უპყრიათ ხელთ. და დაე იყოს ასე. და ნუ ვეცდებით ჩვენი შეხედულებებისადა მიხედვით მოვაწყოთ საკუთარი სამშობლო. დავუთმოთ ეს სამყარო ათეისტებს ან მათ მაგვართ. ( მე თანახმა ვარ) თქვენ? -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი