ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
KAIROS |
Jun 16 2007, 01:30 PM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რაც დრო გადის უფრო გენატრება, უფრო გაკლია და უფრო გტკივა შენი პატარა, შორი და გატანჯული სამშობლო...
ერთადერთი ვინც შეძლებს ემიგრანტების ნამდვილ და სულიერ გაერთიანებას უნდა იყოს და იქნება ეკლესია, ამიტომ ვისაუბროთ ამაზე, რა ხდება ქართულ ეკლესიებში დასავლეთ ევროპის ეპარქიის ფარგლების შიგნით, საინტერესოა რამდენი ემიგრანტია ფორუმზე? მაშ ასე, დავდოთ ინფორმაციები ქართულ მრევლზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შესახებ რაც ვიცით, მისამართები, ვებ.საიტები, გაზეთები, მოკლედ რასაც იპოვით ემიგრაციაზე: ჩემს მცირე გამოცდილებიდან გეტყვით,რომ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში (რუსეთის სიტუაცია იცით და აქ არ დავწერ, აქ მხოლოდ დასავლეთ ევროპაზე ვისაუბრებ) ყინული დაძრულია: სკანდინავიაში- ცოტა ქართველია, მაგრამ საკმაოდ გაერთიანებულებია და მალე ალბათ სათვისტომოს დაარსებენ, ძალიან კარგი სიტუაციაა კოპენჰაგენში და სტოკჰოლმშიც, ოსლოს არ ვიცნობ.... ინგლისში- აქ საკმაოდ ბევრი ქართველია და აქვთ სამრევლოც "ლონდონის წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო " და ყავთ მოძღვარიც. ესეც ცნობილ ჟურნალ "თანამემამულეს" ვებ-გვერდია, თავისი გერბიც აქვთ და ჩემი აზრით პირველია ემიგრანტულ გამოცემებში გავრცელების მხრივ მაინც http://www.tanamemamule.eu/ გერმანია- ყველას კარგად მოეხსენება მიუნჰენის შესანიშნავი სამრევლო ( ვებ საიტსაც დავდებ მალე), ძალიან კარგი სიტუაციაა იქ და უამრავი მეგობარი მყავს იქ ბერლინში ქართველები რუსულ ტაძარში დადიან... საფრანგეთი-როგორც ვიცი ამათაც ყავთ ქართველი მოძღვარი, პარიზში თავად შევხვდი მრევლის ნაწილს, ახლა ლიონიც აქტიურობს და დიდი იმედია რომ იქაც მოხერხდება რამე. ბელგია- აქაც ყავთ ქართველი მოძღვარი ( სამწუხაროდ პირადად არ ვყოფილვარ) იტალია- ჩრდილო იტალიის ქართველობა ძირითადში მილანში იკრიბება, ცენტრალური იტალიის ქართველობა კი ან პერუჯის, ან ფლორენციის ან თავად მარადიული ქალაქის რუსულ ეკლესიებშია, რომში ხანდახან პარაკლისებიც კი ტარდება ქართველი მოძღვრის მიერ, ბარშიც არის ქართველი მოძღვარი, სადაც უამრავი ქართველი იკრიბება. ესპანეთი-ქართველი მოძღვარი ბარსელონაშია, მადრიდშიც ჩადის, იქაურ სიტუაციას კარგად არ ვიცნობ. ავსტრია- აქაც ყავთ ქართველო მოძღვარი, ვგონებ დეკანოზი ლაზარეა, მიუნჰენიდან გადასული. ჩეხეთი- აქაც არიან ქართველები და არის სათვისტომოც, თუმცა როგორც თავადაც ვნახე, ჯერ სამრევლოს დაარსება და მოძღვრის მიწვევა ადრეა, იმედია მალე ესეც მოხერხდება საბერძნეთი- ათენში არის ქართველი მოძღვარი, ქართველები აქაც რუსულ ეკლესიაში იკრიებებიან, ასევე ხდება თესალონიკშიც. ირლანდია- ეს ერთერთი ჩემთვის ყველაზე მშობლიური მრევლია, ძალიან საყვარელი ხალხი და არაჩვეულბრივი სიტუაცია, ყავთ 15 წევრიანი ქართული გუნდი, დღეს ქართული ტაძარიც ფუნციონირებს და მოძღვარიც ყავთ, ეს დუბლინში, თუმცა გავიგო რომ მოძღვარი ჩადის ქორქშიც და გოლვეიშიც. აშშ - ამ. შეერთებულ შტატები დიდია, და დღეს მხოლოდ ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე ვისაუბროთ, როგორც ერთერთ ყველაზე კარგ ჩამოყალიბებულ ქართულ მრევლზე, ეს კი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ვებ.საიტია http://www.mrevli.org/ მივხედოთ ამ საქმეს! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Bodbeli |
Jun 14 2008, 03:09 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 142 რეგისტრ.: 15-April 08 წევრი № 4,565 |
ციტატა წმინდა ნინოს ეკლესიაც ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის კი ნამდვილად მასეა, ჩემი ნიუორკში ყოფნების დროს ვესწრებოდი წირვებს, და მართლაც მასეა. თუმცა უნეტარეს ჰერმანესთან ერთად მოიხსენიებენ საქართველოს პატრიარქს და, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩვენს პრეზიდენტს და მთლიანად მთავრობასაც. argiraki, ხომ არ იცი, რამე სიახლე თუ არის ნიუორკში ქართულ ეკლესიის აშენების შესახებ, მაშინ აქტიურად იყო საუბარი ამაზე. მითუმეტეს ახლა მიწის ფასი ძალზედ დაბალია ამერიკაში და ეს სრულიად შესაძლებელია. |
argiraki |
Jun 16 2008, 07:22 AM
პოსტი
#43
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 31-May 08 წევრი № 4,951 |
ციტატა(Bodbeli @ Jun 14 2) argiraki, ხომ არ იცი, რამე სიახლე თუ არის ნიუორკში ქართულ ეკლესიის აშენების შესახებ, მაშინ აქტიურად იყო საუბარი ამაზე. მითუმეტეს ახლა მიწის ფასი ძალზედ დაბალია ამერიკაში და ეს სრულიად შესაძლებელია. Bodbeli გილოცავთ ყველას ს უ ლ თ მ ო ფ ე ნ ო ბ ა ს!!!! შეგეწიოთ მისი მადლი და ძალა!!!! გეთანხმები ნამდვილად ასეა ვიხსენიებთ უნატარეს ჰერმანეს,უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,სინოდს , მთელ საქართველოს მართ.ეკლესიას,მთელ საქართველოს,საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს,პრეზიდენტს,მთავრო ბას ,ერთი სიტყვით ყველას! მამა ალექსანდრე არის დიდებული მოძღვარი,კეთილი,თბილი პიროვნება.ისეთი როგორიც უნდა იყოს სულიერი მამა!!დიდება უფალს!! რომ ეს ბედნიერება გვაქვს, აქ მყოფ ქართველებს! გვყავს კარგი პროფესიონალი მგალობლები,კარგი რეგენტი!! სულ10-12 მგალობელია ხან მეტი ...წირვა ტარდება ყოველ კვირას 10 საათზე ...ასევე შუა კვირაშიც თუ დღესასწაულია...რაც შეეხება შენობას ეს საკითხი ჯერ ისევ მოსაგვარებელია,ვერ გადაგვიწყვეტია სად ჯობია..ბრუკლინში,ქვინსში თუ მანჰეტენზე? კარგ უბანში, იქ სადაც ადვილია მისვლა ყველასათვის და მოსახერხებელია,ძვირია და ვერ ვწვდებით,არ არის საკმარისი თანხა...... .იქ სადაც იაფია შედარებით , არ მოგვწონს ან კიდევ შორია და ა. შ. ჯ,ერ ჯერობით,გაჩერებულები ვართ.გვინდა რომ ცოტა კიდევ მოვითმინოთ და მერე იქნებ გამოჩნდეს რამე ნორმალური.იყოს ნება ღვთისა..არადა უკვე ისე მომრავლდა მრევლი, რომ ვეღარ ვეტევით და უკვე აუცილებლობას წარმოადგენს, საკუთარ შენობა ან კიდევ მიწის საკმაოდ დიდი ფართობი,ისეთი რომ მანაქანების სადგომიც გვქონდეს და ყველაფერი ის რაც გვესაჭიროება.ისე წესით წელს უნდა გადაწყდეს, თუ არის უფლის ნება,თუ არა და უნდა ვილოცოთ, ჩვენ ლოცვის მეტი რა შეგვიძლია?!.ერთი სიტყვით თავს აღარ მოგაწყენთ !გფარავდეთ ღმერთი! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი