ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
kato_Bato |
Nov 26 2006, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით... თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები.. მაშ ასე: (სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ) შეკითხვა: _ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს? პასუხი: _ეჟვანს... დავითიანი: "სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"... _ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში? _კაცს თავისი შვილი ყელზე აბია... _რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა? _იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო... "_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..." _დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა? _რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ... _რა ახსენდება ყივჩაღს? _ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში... _რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი? _იმიტომ რომ იგი მამალი იყო _პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის... _"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში... _გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია... _გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა. _ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია... _მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი? _ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს... ჯერჯერობით ეს იყოს) დანარჩენი მერე) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თამარი |
Jan 8 2007, 09:18 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
"სასკოლო მარგალიტები":
თავისუფალი თემა ”როგორ გავატარე ზაფხული”. ”მთელი ზაფხულის განმავლობაში ვკითხულობდი წიგნებს, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებს და ახალი გატალკვესებული გონებით დავუბრუნდი ჩემს ახლადგარემონტებულ სკოლას”. ”მდინარეზე დავდიოდი, ვიპარავდი თხილს და საპირფარეშოს თავზე ვჭამდი”. ექსკურსია მძღოლმა ჩვენი ღირშესანიშნაობები დაგვითვალიერა”. ერთ დღეს წავედი სათევზაოდ და ჩავიბარე ხუთი თევზი. სამწუხაროდ, ისინი მეორე დღეს მეზობლის ქათმებმა შემიჭამეს”. დავდიოდი ყოველდღე ტყეში ფეხბურთის სათამაშოდ”. ”შემოდგომა”. ”დადგა შემოდგომა, ხეებს ფოთლები გასცვივდა. მარადმწვანე ბალახებიც აღარსად ჩანდნენ” ”ასე გავატარე შემოდგომა. მართლია, შემოდგომა ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ მე მაინც დავამთავრე”. თავისუფალი თემა ”რომელ ყვავილად გადაქცევას ვინატრებდი” ”მე მირჩევნია ვარდად გადავიქცე, რადგან ეკლებით თავსაც დავიცავ და კარგი სუნიც მექნება” ”ალბათ, ვარდად გადაქცევას ვინატრებდი, რადგან ვარდების რევოლუციის გამო ეს ყვავილი ძალიან შემოვიდა მოდაში”. ”თუ მაინცდამაინც რაიმე ყვავილად უნდა ვიქცე, ჯობია, ისევ ლენცოფა ვიყო, რადგან შხამიანსა და მყრალს არავინ მომწყვეტს და ვიქნები ჩემთვის მშვიდად”. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი