ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თემო |
Jun 16 2008, 01:25 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება N369 2008 წლის 4 ივნისი ქ. თბილისი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუზეუმების, ეკლესიების რესტავრაცია-მშენებლობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ 1. საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუზეუმების, ეკლესიების რესტავრაცია-მშენებლობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ 6 000 მ3 სამასალე მერქნის გამოყოფა სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადიგენის სატყეო უბანში. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განახორციელოს პირველი პუნქტით განსაზღვრული სამასალე მერქნის ჭრა და უზრუნველყოს მოჭრილი მერქნის გადაცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის. 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული საქველმოქმედო ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელებისათვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციის შერჩევა «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი