IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე
დეკ. ირაკლი
პოსტი Jun 16 2008, 04:49 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ჩემზე განათლებული ხალხი პოსტავს აქ და მათ დაწერონ ძველი აღთქმისეულ ფარისევლებზე და მწიგნობრებზე.
მერე გავარკვიოთ ეს სექტა იყო მხოლოდ თუ ცხოვრების წესი?
არიან თუ არა ისინი დღეს?
როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში?
უფლის წინაშე?
დაპოსტეთ შეურაცხყოფების გარეშე.
ქრისტესმიერი სიყვარულით:
მღვდელი ირაკლი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
დათიკო
პოსტი Jun 16 2008, 07:32 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მათე
თავი 23
1. მაშინ იესო ეუბნებოდა ხალხს და თავის მოწაფეებს

2. და უთხრა: მოსეს დასაჯდომელზე დასხდნენ მწიგნობრები და ფარისევლები.

3. ყოველივე, რასაც გეტყვიან თქვენ, რომ დაიცვათ, დაიცავით და გააკეთეთ, მაგრამ მათი საქმეებისამებრ ნუ გააკეთებთ, რადგან ამბობენ და არ აკეთებენ.

4. რადგან კრავენ ტვირთს მძიმეს და ძნელად სატვირთველს და დებენ კაცთა მხრებზე, ხოლო თავად თითითაც არ სურთ დაძვრა მისი.

5. და თავის ყველა საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახად, რადგან იფართოებენ თავის საცავებს და იდიდებენ თავისი სამოსლის ფოჩებს, (საცავები და სამოსლის ფოჩები - სჯულით განსაზღვრული სამოსლის ნაწილები, რომლებიც ახსენებდნენ ებრაელებს ღვთის მცნებებს, სიტყვას, სასწაულებს. საცავებს აქვს კოლოფის ფორმა, ატარებენ შუბლზე და მარცხენა ხელზე)

6. უყვართ ინახით წინ სხდომა (ინახით სხდომა - მხართეძოზე წამოწოლა. ძველ აღმოსავლეთში ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში სადილობდნენ, რადგან დაბალი მაგიდები იყო) ნადიმებზე და წინ დასხდომა შესაკრებლებში

7. და მისალმება მოედნებზე, და რომ უწოდონ ადამიანებმა: რაბი, რაბი! (რაბი - ებრ. მოძღვარი, მასწავლებელი)

8. ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.

9. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში.

10. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე.

11. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური.

12. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.

13. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად ლოცულობთ; ამის გამო მიიღებთ უმეტეს სასჯელს.

14. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან კეტავთ ცათა სასუფეველს კაცთა წინაშე; თქვენ არ შედიხართ და არც შემსვლელებს ანებებთ შესვლას.

15. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან მოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ; და როცა ეს მოხდება, აქცევთ მას გეენას ძედ, თქვენს ორჯერ მეტად.

16. ვაი თქვენ, წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც ამბობთ: ვინც დაიფიცებს ტაძარს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ტაძრის ოქროს, ვალდებულია.

17. უგუნურებო და ბრმები, რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც განსწმენდს ოქროს?

18. და ამბობთ: ვინც დაიფიცებს საკურთხეველს, არაფერია; ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ვალდებულია.

19. უგუნურებო და ბრმებო, რა უფრო დიდია: ძღვენი თუ საკურთხეველი, რომელიც განსწმენდს ძღვენს?

20. რადგან ვინც დაიფიცებს საკურთხეველს, იფიცებს მას და ყოველივეს, რაც მასზეა.

21. და ვინც დაიფიცებს ტაძარს, იფიცებს მას და ვინც დამკვიდრებულია მასში.

22. და ვინც დაიფიცებს ცას, იფიცებს ღვთის ტახტს და ვინც ზის მასზე.

23. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან იხდით მეათედს პიტნისასა, ცერეცოსი და ძირასი, და დაგიტოვებიათ უმთავრესი სჯულისა: სამართალი, წყალობა და რწმენა. ამის გაკეთება გმართებდათ და იმის დატოვება - არა.

24. წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც წურავთ კოღოს, ხოლო აქლემს შთანთქავთ.

25. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან წმენდთ გარედან სასმისს და ლანგარს, ხოლო შიგნიდან სავსეა ნაძარცვით და უსამართლობით.

26. ფარისეველო ბრმაო, გაწმინდე პირველად შიგნიდან სასმისი და ლანგარი, რომ იყოს იგი გარედანაც წმინდა.

27. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან მსგავსნი ხართ შელესილი საფლავებისა, რომლებიც გარედან ჩანან მშვენიერნი, ხოლო შიგნით სავსე არიან მკვდრების ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით.

28. ასევე თქვენც გარედან ჩანხართ კაცთათვის მართალნი, ხოლო შიგნით სავსე ხართ თვალთმაქცობით და უსჯულოებით.

29. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან აშენებთ წინასწარმეტყველთა საფლავებს და ამკობთ მართალთა სამარეებს,

30. და ამბობთ: რომ ვყოფილიყავით ჩვენი მამების დროს, არ ვიქნებოდით მათი თანაზიარნი წინასწარმეტყველთა სისხლში;

31. რითიც ემოწმებით საკუთარ თავს, რომ ძეები ხართ წინასწარმეტყველთა მკვლელებისა;

32. და თქვენც აავსეთ საწყაო თქვენი მამებისა.

33. გველებო, იქედნეთა ნაშობნო, როგორ გაექცევით გეენას სასჯელს?

34. ამის გამო, აჰა, მე გიგზავნით თქვენ წინასწარმეტყველებს, ბრძნებს და მწიგნობრებს, ზოგ მათგანს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, და ზოგ მათგანს გაშოლტავთ თქვენს შესაკრებლებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში;

35. რათა მოიწიოს თქვენზე ყოველი მართალი სისხლი, დათხეული ქვეყანაზე სისხლიდან აბელ მართლისა, ზაქარიას, ბარუქის ძის, სისხლამდე, რომელიც მოკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.

36. ამინ გეუბნებით თქვენ: მოიწევა ეს ყოველივე ამ მოდგმაზე.

37. იერუსალიმო, იერუსალიმო, რომელმაც დახოცე წინასწარმეტყველნი და ჩაქოლე შენთან მოვლინებულნი; რამდენჯერ მსურდა შეკრება შენი შვილებისა, როგორც შემოიკრებს ფრინველი თავის მართვეებს ფრთების ქვეშ, და არ ისურვეთ.

38. აჰა, გრჩებათ თქვენ თქვენი სახლი ოხრად,

39. რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ მე ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით. (ფს.118,26)

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მამა ირაკლი   ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?   Jun 16 2008, 04:49 PM
კანუდოსელი   მწიგნობრები წარმო...   Jun 16 2008, 06:06 PM
neo   :) ამის შესახებ არა...   Jun 16 2008, 07:11 PM
syd   ეგენი ისინი არ არი...   Jun 16 2008, 07:15 PM
დათიკო   მათე თავი 23 1. მაშინ ...   Jun 16 2008, 07:32 PM
კანუდოსელი   დათიკო ეს თავი რომ ...   Jun 16 2008, 07:35 PM
დათიკო   კანუდოსელი ეს ციტ...   Jun 16 2008, 07:41 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ეს ციტ...   Jun 16 2008, 07:47 PM
lingvo   ჩემი აღქმით ფარისე...   Jun 17 2008, 12:16 AM
დათიკო   კანუდოსელი http://www.ispoved...   Jun 17 2008, 12:38 AM
მნათე   ეს ნიშნავს რომ არ ...   Jun 17 2008, 01:00 AM
KAIROS   რაღაც აზრით შეიცა...   Jun 17 2008, 02:40 AM
მნათე   მე მინახავს ძალია...   Jun 17 2008, 02:49 AM
KAIROS   თვითონ მონდომებაც...   Jun 17 2008, 02:50 AM
მნათე   ნება უმნიშნველოვ...   Jun 17 2008, 02:54 AM
xornabujeli   ჩემზე განათლებული...   Jun 17 2008, 05:28 AM
მროველი   მოძღვარმა იკითხა დ...   Jul 21 2008, 11:59 PM
წახწახა   ადმენი ახსნა რატ უ...   Jul 22 2008, 12:10 AM
მროველი   და არა მარტო! მარა...   Jul 22 2008, 12:17 AM
წახწახა   ეხლავე გეტყვი: "ლ...   Jul 22 2008, 12:25 AM
მროველი   :lol: :toast: :hehe:   Jul 22 2008, 12:28 AM
tatiusi   ფარისეველნი-(განყო...   Jul 28 2008, 03:05 PM
marine   "ვიცით, ფარისევლე...   May 7 2016, 12:16 PM
marine   " - რამ გამოწვია სი...   May 9 2016, 01:43 PM
marine   "ფარისევლებს ჰქო...   Aug 14 2016, 03:27 PM
marine   "ნაცვლად ლოცვისა,...   Feb 7 2017, 10:17 PM
marine   "სადილობის წინ ის...   Feb 8 2021, 02:01 PM
marine   "რიცხვ. 9.6-ის რჯული...   Mar 29 2021, 07:43 PM
marine   "ფარისევლები (კონ...   May 10 2021, 10:09 PM
marine   "იგივე სჯული თითო...   Feb 27 2023, 08:13 PM
marine   "ფარისეველს სამი ...   Feb 27 2023, 08:32 PM
marine   "იყვნენ "სისხლმ...   Jun 30 2023, 08:37 PM
შამხაზაი   პრუშიმ - ფარისევლე...   Jul 8 2023, 04:51 AM
შამხაზაი   მღვდელმა იკითხა ვი...   Jul 8 2023, 05:36 AM
marine   "ფარისევლები ისი...   Feb 11 2024, 05:44 PM
შამხაზაი   "ფარისევლები ისი...   Feb 17 2024, 04:11 AM
marine   რატომ ბოდავთ გეთა...   Feb 17 2024, 10:28 AM
marine   "ფარისევლობა ღმე...   Mar 7 2024, 09:47 PM
marine   "უფალი განსაკუთრ...   Mar 25 2024, 09:08 PM
marine   "ადამისეული ცოდვ...   May 8 2024, 10:58 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 8 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 01:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი