ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
დეკ. ირაკლი |
Jun 16 2008, 04:49 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
ჩემზე განათლებული ხალხი პოსტავს აქ და მათ დაწერონ ძველი აღთქმისეულ ფარისევლებზე და მწიგნობრებზე.
მერე გავარკვიოთ ეს სექტა იყო მხოლოდ თუ ცხოვრების წესი? არიან თუ არა ისინი დღეს? როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში? უფლის წინაშე? დაპოსტეთ შეურაცხყოფების გარეშე. ქრისტესმიერი სიყვარულით: მღვდელი ირაკლი |
დათიკო |
Jun 16 2008, 07:32 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მათე
თავი 23 1. მაშინ იესო ეუბნებოდა ხალხს და თავის მოწაფეებს 2. და უთხრა: მოსეს დასაჯდომელზე დასხდნენ მწიგნობრები და ფარისევლები. 3. ყოველივე, რასაც გეტყვიან თქვენ, რომ დაიცვათ, დაიცავით და გააკეთეთ, მაგრამ მათი საქმეებისამებრ ნუ გააკეთებთ, რადგან ამბობენ და არ აკეთებენ. 4. რადგან კრავენ ტვირთს მძიმეს და ძნელად სატვირთველს და დებენ კაცთა მხრებზე, ხოლო თავად თითითაც არ სურთ დაძვრა მისი. 5. და თავის ყველა საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახად, რადგან იფართოებენ თავის საცავებს და იდიდებენ თავისი სამოსლის ფოჩებს, (საცავები და სამოსლის ფოჩები - სჯულით განსაზღვრული სამოსლის ნაწილები, რომლებიც ახსენებდნენ ებრაელებს ღვთის მცნებებს, სიტყვას, სასწაულებს. საცავებს აქვს კოლოფის ფორმა, ატარებენ შუბლზე და მარცხენა ხელზე) 6. უყვართ ინახით წინ სხდომა (ინახით სხდომა - მხართეძოზე წამოწოლა. ძველ აღმოსავლეთში ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში სადილობდნენ, რადგან დაბალი მაგიდები იყო) ნადიმებზე და წინ დასხდომა შესაკრებლებში 7. და მისალმება მოედნებზე, და რომ უწოდონ ადამიანებმა: რაბი, რაბი! (რაბი - ებრ. მოძღვარი, მასწავლებელი) 8. ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. 9. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. 10. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. 11. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. 12. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება. 13. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად ლოცულობთ; ამის გამო მიიღებთ უმეტეს სასჯელს. 14. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან კეტავთ ცათა სასუფეველს კაცთა წინაშე; თქვენ არ შედიხართ და არც შემსვლელებს ანებებთ შესვლას. 15. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან მოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ; და როცა ეს მოხდება, აქცევთ მას გეენას ძედ, თქვენს ორჯერ მეტად. 16. ვაი თქვენ, წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც ამბობთ: ვინც დაიფიცებს ტაძარს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ტაძრის ოქროს, ვალდებულია. 17. უგუნურებო და ბრმები, რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც განსწმენდს ოქროს? 18. და ამბობთ: ვინც დაიფიცებს საკურთხეველს, არაფერია; ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ვალდებულია. 19. უგუნურებო და ბრმებო, რა უფრო დიდია: ძღვენი თუ საკურთხეველი, რომელიც განსწმენდს ძღვენს? 20. რადგან ვინც დაიფიცებს საკურთხეველს, იფიცებს მას და ყოველივეს, რაც მასზეა. 21. და ვინც დაიფიცებს ტაძარს, იფიცებს მას და ვინც დამკვიდრებულია მასში. 22. და ვინც დაიფიცებს ცას, იფიცებს ღვთის ტახტს და ვინც ზის მასზე. 23. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან იხდით მეათედს პიტნისასა, ცერეცოსი და ძირასი, და დაგიტოვებიათ უმთავრესი სჯულისა: სამართალი, წყალობა და რწმენა. ამის გაკეთება გმართებდათ და იმის დატოვება - არა. 24. წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც წურავთ კოღოს, ხოლო აქლემს შთანთქავთ. 25. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან წმენდთ გარედან სასმისს და ლანგარს, ხოლო შიგნიდან სავსეა ნაძარცვით და უსამართლობით. 26. ფარისეველო ბრმაო, გაწმინდე პირველად შიგნიდან სასმისი და ლანგარი, რომ იყოს იგი გარედანაც წმინდა. 27. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან მსგავსნი ხართ შელესილი საფლავებისა, რომლებიც გარედან ჩანან მშვენიერნი, ხოლო შიგნით სავსე არიან მკვდრების ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით. 28. ასევე თქვენც გარედან ჩანხართ კაცთათვის მართალნი, ხოლო შიგნით სავსე ხართ თვალთმაქცობით და უსჯულოებით. 29. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან აშენებთ წინასწარმეტყველთა საფლავებს და ამკობთ მართალთა სამარეებს, 30. და ამბობთ: რომ ვყოფილიყავით ჩვენი მამების დროს, არ ვიქნებოდით მათი თანაზიარნი წინასწარმეტყველთა სისხლში; 31. რითიც ემოწმებით საკუთარ თავს, რომ ძეები ხართ წინასწარმეტყველთა მკვლელებისა; 32. და თქვენც აავსეთ საწყაო თქვენი მამებისა. 33. გველებო, იქედნეთა ნაშობნო, როგორ გაექცევით გეენას სასჯელს? 34. ამის გამო, აჰა, მე გიგზავნით თქვენ წინასწარმეტყველებს, ბრძნებს და მწიგნობრებს, ზოგ მათგანს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, და ზოგ მათგანს გაშოლტავთ თქვენს შესაკრებლებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში; 35. რათა მოიწიოს თქვენზე ყოველი მართალი სისხლი, დათხეული ქვეყანაზე სისხლიდან აბელ მართლისა, ზაქარიას, ბარუქის ძის, სისხლამდე, რომელიც მოკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. 36. ამინ გეუბნებით თქვენ: მოიწევა ეს ყოველივე ამ მოდგმაზე. 37. იერუსალიმო, იერუსალიმო, რომელმაც დახოცე წინასწარმეტყველნი და ჩაქოლე შენთან მოვლინებულნი; რამდენჯერ მსურდა შეკრება შენი შვილებისა, როგორც შემოიკრებს ფრინველი თავის მართვეებს ფრთების ქვეშ, და არ ისურვეთ. 38. აჰა, გრჩებათ თქვენ თქვენი სახლი ოხრად, 39. რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ მე ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით. (ფს.118,26) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი