ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
KAIROS |
Jun 16 2008, 04:13 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად , და მოკლედ რა ჩამოთვლის... იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ. მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად? მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jun 16 2008, 10:57 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თემა უფრო მეტად საინტერესო გამოდგა მადლობა, ეგ ძალიან მტკივნეული თემაა, ჩვენ უძველესი და ძალიან ღრმა ენა გვაქვს ( ამას მე ვამბობ ისე რომ რაიმე ესქატომანიებში არ ვარდები ) , და ამ მართლაც სერიოზულ ენას დღეს გაღარიბებული და გაჩაჩანაკებული ლექსიკონი აქვს, აქ არაა მხოლოდ საუბარი გრამატიკაზე, აქაა ტერმინებზე, სიტყვებზე საუბარი... მივიღეთ სიტუაცია, სომხურ-თურქულ-ბერძნული პოლიტიკა ჩვენში მხოლოდ იშვიათ სიტუაციაში აისახა, მაგალითად რუსებმა ვერ თარგმნეს " ინგლისური Football ასევე დარჩა ფუტბოლ რუსილად, ჩვენ აქ გავისარჯეთ და ფეხბურთი ქვია ... იტალიურად კალჩიო ( დარტყმა), ე.ი. შეგვძლებია უცხო ტერმინთა გაქართულება, მავიწყდება სულ კონსტანტიენ რა დააარქ ციტატა თემა უფრო მეტად საინტერესო გამოდგა მადლობა, ეგ ძალიან მტკივნეული თემაა, ჩვენ უძველესი და ძალიან ღრმა ენა გვაქვს ( ამას მე ვამბობ ისე რომ რაიმე ესქატომანიებში არ ვარდები ) , და ამ მართლაც სერიოზულ ენას დღეს გაღარიბებული და გაჩაჩანაკებული ლექსიკონი აქვს, აქ არაა მხოლოდ საუბარი გრამატიკაზე, აქაა ტერმინებზე, სიტყვებზე საუბარი... მივიღეთ სიტუაცია, სომხურ-თურქულ-ბერძნული პოლიტიკა ჩვენში მხოლოდ იშვიათ სიტუაციაში აისახა, მაგალითად რუსებმა ვერ თარგმნეს " ინგლისური Football ასევე დარჩა ფუტბოლ რუსილად, ჩვენ აქ გავისარჯეთ და ფეხბურთი ქვია ... იტალიურად კალჩიო ( დარტყმა), ე.ი. შეგვძლებია უცხო ტერმინთა გაქართულება, მავიწყდება სულ კონსტანტინემ რა დააარქვა "ვაგონს"? მოკლედ: ციტატა საერთოდ ტერმინოლოგია მაინტერესებს, საღვთისმეტყველოდან დაწყებული ( იქ ე. ჭელიძე აღადგენს ძველ ქართულ ტერმინოლოგიას მაგ : ისათნოვა და ა.შ.) გაგრძელებული ზოგადი ან სპეციფიკური ტერმინოლოგიით ( ტექნიკა და ა.შ. ) ციტატა ბა პარაშუტი თარგმნეთ ოტიამ მითხრა მაგას ქართულად ცა-საკიდი ქვიაო... საინტერესოა "ცა-საკიდი", ტერმინოლოგიურად Парашют — от французского «parachute» (греческое «para» — «против» и французского «chute» -"падать") — устройство для торможения объекта за счет сопротивления атмосферы. Используют для безопасного спуска с высоты людей, грузов, космических аппаратов, уменьшения пробега при посадке самолетов и др. http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B0%...%B8%D0%B7%D0%BC ე.ი. ჩამოვარდნის საწინაღმდეგო, თუმცა ქართული ვარიანტი ლამაზად ჟღერს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი