IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გილოცავთ სამებობას!, დღეს სამებობაა
lingvo
პოსტი Jun 16 2008, 02:52 PM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გილოცავთ სამებობას! დაესწარით მრავალს. სამების მადლი გფარავდეთ!


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Jun 16 2008, 11:53 PM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



გილოცავთ, მუდამ გფარავდეთ წმ.სამების მადლი!
-მინდა შემოგთავაზოთ პატრიარქის ქადაგება,რომელიც მან 2004-წელს, ვაკის წმ. სამების ტაძარში სამებობის დღესასწაულზე წარმოთქვა:

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია II ქადაგება სამებობის დღესასწაულზე


ვაკის წმიდა სამების ტაძარი, 31 მაისი, 2004 წელი

„...მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტების მხარეზე,
უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, რისთვის მოვედით და რა გზით უნდა ვიაროთ!“


სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!


-დღეს არის დღესასწაული სულისა წმიდისა, სულისა ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავეს აღავსებს მადლითა თვისითა.

ბედნიერია ის, ვინც არის ტაძარი სულისა წმიდისა. ასეთი ადამიანი მადლითაა აღვსილი. და ეს მადლი არა მარტო მისთვისაა განკუთვნილი, არამედ მის გარშემო მყოფთათვისაც. როგორც ამბობს ღირსი მამა სერაფიმე საროველი, ადამიანი, რომელიც მოიპოვებს მადლს სულისა წმიდისა, ცხონდება და მის გარშემო სხვა მრავალსაც აცხოვნებს. სწორედ ამისთვისაა მოწოდებული თითოეული ჩვენთაგანი. ამიტომაც უნდა განვასხვავოთ, სადაა სული ბოროტი და სად - სული ჭეშმარიტებისა. ცნობილია, რომ ხშირად ბოროტება სიკეთით ინიღბება და ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას. მაგრამ სინამდვილეში კი ბოროტებასა და განხეთქილებას, უნდობლობას, ღვარძლსა და შურს სთესავს. ხოლო სული ჭეშმარიტებისა, სთესავს სიკეთეს, სიყვარულს, ურთიერთშენდობასა და პატიებას. სამწუხაროა, რომ ბუნებით მიმნდობი ქართველი კაციც ხშირად სიფხიზლეს კარგავს და ბოროტი სული ცდუნებით ბოროტებას სჩადის. თქვენ იცით, ბოროტი სული - ეს არის მკვიდრი სატანჯველისა, ეს არის ის სული, რომელიც უფალმა ანგელოზად შექმნა, მაგრამ ამპარტავნებამ დაღუპა. წმიდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე და ყველაზე მძიმედ განსაკურნებელი სენი სწორედ ამპარტავნებაა. ამ ცოდვის გამო დაეცა ანგელოზი და ბოროტ სულად იქცა. ასევე ამპარტავნების გამო დაიღუპა ადამიანიც და სამოთხიდან განიდევნა.

ჩვენ დღეს, მომსწრენი ვართ მძლავრი დაპირისპირებისა ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტების მხარეზე, უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, რისთვის მოვედით და რა გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი მიზანი ერთია - მოვიპოვოთ ნეტარება და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა. ძველად ქართველები ამბობდნენ: „იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, ე.ი. ამქვეყნადაც და იმქვეყნადაცო. აი, ამისთვისაა მოწოდებული ადამიანი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ამქვეყნად, როცა გარშემო ამდენი წინააღმდეგობა ხვდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ძალიან ახლოსაა და მუდამ ჩვენთანაა. და როცა გვიმძიმს იმ ჯვრის ტარება, რომელიც ღმერთმა მოგვცა, გულით ვითხოვოთ უფლისაგან შემწეობა და ის და აუცილებლად დაგვეხმარება. მთავარია, ჩვენ უარი არ ვთქვათ და ბოლომდე ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი.

ბიბლიაში წერია, რომ ბოლო ჟამს, როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი აღსასრული, იგი გააძლიერებს ბრძოლას ადამიანების წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ძალიან ხშირად უნდა მივიდეთ ტაძარში და ვილოცოთ. ტაძარი განსაკუთრებული მადლის მქონე ადგილია. როცა ადამიანი შემოდის ტაძარში, მადლით სავსე უნდა წავიდეს. ხშირად უნდა მიხვიდეთ მოძღვართან და თქვათ აღსარება. ასევე ხშირად უნდა მიიღოთ წმიდა ზიარება და ზიარების შემდეგ აუცილებლად მადლობა შესწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ იცით, რომ წმიდა ზიარება იუდა ისკარიოტელმაც მიიღო დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობაზე. მაგრამ წმიდა მამები ამბობენ, რომ იუდამ მადლობა არ შესწირა უფალს და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეშმაკი საბოლოოდ დაეპატრონა მის სულს. გახსოვდეთ, ზიარების შემდეგ აუცილებლად მადლობა შესწირეთ ღმერთს, რათა წმიდა ზიარება იყოს თქვენთვის საკურნებელად სულისა და ხორცისა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

წმიდა სამება იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი! ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენი მწუხარება, სიხარულად გარდაიქცეს!

ჩვენთან არს ღმერთი!


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lingvo   გილოცავთ სამებობას!   Jun 16 2008, 02:52 PM
t a m a r i   მეც გილოცაააააააა...   Jun 16 2008, 02:55 PM
ლულუ   მეც გილოცავთ .გაიხ...   Jun 16 2008, 03:06 PM
.nino   ყველას გილოცავთ. დ...   Jun 16 2008, 03:06 PM
იოანა   გილოცავთ, გფარავდე...   Jun 16 2008, 03:54 PM
maikona   მეც გილოცავთ ყველა...   Jun 16 2008, 04:04 PM
T.L.   გილოცავთ ყველას :)   Jun 16 2008, 04:22 PM
ნიკოლოზ_V   მრავალს დაესწარით...   Jun 16 2008, 04:23 PM
maikusi   მეც გილოცაააააააა...   Jun 16 2008, 04:54 PM
zaz   გილოცავთ. ყოვლადწმ...   Jun 16 2008, 05:07 PM
ai gogoo   გილოცავთ. ყოვლადწ...   Jun 16 2008, 05:10 PM
sandro40   უცნაურად ჟღერს ქარ...   Jun 16 2008, 05:54 PM
კანონისტი   გილოცავთ!!! :) თბ...   Jun 16 2008, 06:13 PM
t.d   გილოცავთ, გფარავდე...   Jun 16 2008, 07:45 PM
q-e-T-i   წმინდა სამება გფარ...   Jun 16 2008, 08:47 PM
nino_ni   ყველას გილოცავთ.მრ...   Jun 16 2008, 10:09 PM
anna_anna   მეც გილოცავთ. მისი ...   Jun 16 2008, 10:43 PM
yipiani gio   გილოცავთ   Jun 16 2008, 11:41 PM
xornabujeli   [color=#CC0000]გილოცავთ, მუდ...   Jun 16 2008, 11:53 PM
nini_1   გილოცავთ, გფარავდე...   Jun 17 2008, 12:08 AM
ubralod ninka   მეც გილოცავთ,იახარ...   Jun 17 2008, 03:53 PM
iisperiTOVLI   გილოცაააააავთ! გ...   Jun 17 2008, 10:19 PM
makiki   მეც გილოცავთ!!! ...   Jun 17 2008, 10:27 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 08:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი