![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#41
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეკლესიის ისტორიაში მაქვს გახსნილი "ერესები, სექტები, სქიზმები" თემა, იქ უფრო ისტორიულ მხარეს ვეხები ( აუცილებლად გავაგრძელებ ) , მაგრამ "ქართული ეკლესიები უცხოეთში" თოფიქში დაიბადა კამათი სქიზმის , კერძოდ რ.ს.მ.ე-ს შესახებ (რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია) , რომელიც სქიზმიდან ახლახანს დაბრუნდა და შეურთდა რუსეთის საპატრიარქოს, როგორც აღმოჩნდა, ყოფილან ქართველთა რაღაც ჯგუფი მათთანაც, ამიტომ სჯობს ის კამათი აქ გაგრძელდეს, დღევანდელი დამოკიდებულება ასეთია, სქიზმა აღარ არსებობს, მაგრამ იყო; ამის უარყოფა არასერიოზულიც კი იქნება...
ამასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს დიდი და მცირე სქიზმატური დაჯგუფებები, დაწყებული ბერძნული "მეძველსტილეთა" მრავალრიცხოვანი სქიზმებით, გაგრძელებული რუსეთის რამოდენიმე მცირე თუ დიდი ძველი თუ ახალი სქიზმებით და დამთვარებული ჩვენი პრობლემებით, იქნება ეს ბასილების სქიზმები ( მკალავიშვილი და კობახიძე) თუ აროშვილების დაჯგუფებით ( ეს სქიზმაც კი არ არის...), იმედია საინტერესო იქნება მათთან დამოკიდებულების სამართლებრივი საკითხების გარკვევა და მათი გაცნობა. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#42
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა აქაა საუბარი ევქარისტიული კავშირის დამყარებაზე ეკლესიის მხრიდან და არა რომელიმე კერძო პიროვნების ქმედებაზე, რადგან სქიზმატური აზროვნება საკვებად და საპროვოკაციოდ იყენებს ზოგ ფაქტს, ამიტომაც აუცილებელია ყველაფერს სახელი დაერქვას მე ვფიქრობ, რომ სქიზმაზე გარკვეულ დროში ჩამოყალიბებულმა რეაქციამ უკვე თავად შეიძინა სქიზმატური თვისებები, ერთის მხრივ ჩვენ თვალს ვხუჭავთ ეკლესიის იერარქებისს აშკარა არაკანონიკურ ქმედებებზე, რომელსაც ვალამაზებთ და ვამკობთ სხვადასხვა შემარბილებელი ტერმინოლოგიებით და მეორეს მხრივ, ამ ყოველივეს ვახორციელებთ იმ კანონიკურობის სრული აღიარებით, რომელიც სამწუხაროდ ცალკეული კუთხით არის შეფასებული... ეკლესიაში დიდი ხანია სანატრელი გახდა ერთი აზრი, ამიტომ ჩემთვის როგორც რიგითი მორწმუნისათვის სრულიად უცნობი და გაუგებარია რას მასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია კონკრეტულად. მე მაძლევენ მხოლოდ ინტერპრეტაციას, რომელსაც გვერდით უდგას ასეულობით განსხვავებული ინტერპრეტაცია, ამ სიჭრელეში ცოტა არ იყოს რთულია სიმართლის პოვნა... სად არის მსოფლიო კრება? ეს "არ განიკითხო" ვერ გამოგვადგება, რადგან 1. განსაკითხი არც არაფერია, 2. ეკლესიამ ყური არ უნდა უგდოს იმათ ხმას, ვინც ორგანულად ეკლესიის წევრი არ არის და არც არასდროს ყოფილა 3. ეკლესია ხარისხია და არა რაოდენობა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 11:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი