IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე
დეკ. ირაკლი
პოსტი Jun 16 2008, 04:49 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ჩემზე განათლებული ხალხი პოსტავს აქ და მათ დაწერონ ძველი აღთქმისეულ ფარისევლებზე და მწიგნობრებზე.
მერე გავარკვიოთ ეს სექტა იყო მხოლოდ თუ ცხოვრების წესი?
არიან თუ არა ისინი დღეს?
როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში?
უფლის წინაშე?
დაპოსტეთ შეურაცხყოფების გარეშე.
ქრისტესმიერი სიყვარულით:
მღვდელი ირაკლი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Jun 17 2008, 05:28 AM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(მამა ირაკლი @ Jun 16 2008, 03:49 PM) *

ჩემზე განათლებული ხალხი პოსტავს აქ და მათ დაწერონ ძველი აღთქმისეულ ფარისევლებზე და მწიგნობრებზე.
მერე გავარკვიოთ ეს სექტა იყო მხოლოდ თუ ცხოვრების წესი?
არიან თუ არა ისინი დღეს?
როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში?
უფლის წინაშე?
დაპოსტეთ შეურაცხყოფების გარეშე.
ქრისტესმიერი სიყვარულით:
მღვდელი ირაკლი

smile.gif პირველ რიგში, დამლოცეთ მამა ირაკლი!
ჩემის აზრით მამაო, ფარისევლობა უფრო ცხოვრების წესი იყო,(როგორც ეს სახარების სხვადასხვა ადგილის განმარტებიდანაც ჩანს)თუმცა შეიძლება ამასთანავე იყო სექტაც.
-რაც შეეხება, ისინი დღეს არიან თუ არა,მე ვფიქრობ არიან(სრულიად შესაძლოა მათ შორის მეც) უფრო ალბათ ცხოვრების წესით.
-ზუსტად არ ვიცი,როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში,მაგრამ უფლის თვალში ისინი ალბათ ისევე გამოიყურებიან როგორც იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს.

-თუ,საკუთარი თავის განათლებულობად წარმოჩენაში არ ჩამითვლით, დავწერ(დავპოსტავ)იმ სახარებისეული ადგილების განმარტებას წმ. მამათა მიხედვით,სადაც უშუალოდ საუბარია მწიგნობრებსა და ფარისევლებზე:

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში გაგვახსენებს ფარისევლობის იმ შემაძრწუნებელ სურათს, რომელიც თვითონ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ დაგვიხატა მათეს სახარების 23-ე თავში. წმიდა გაბრიელი შენიშნავს: „რისთვის ვცდილობთ ჩვენ ფარისევლობის აღწერასა სუსტითა ენითა ჩვენითა? თვით მაცხოვარმა ვრცლად აღწერა შესაძრწუნებელთა სიტყვათა შინა ფარისევლობა და მოქმედება მისი“.

უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის დასასრულ ინება და დაუნდობლად გააცხადა ხალხისა და მოწაფეების წინაშე ფარისევლობის ნამდვილი სახე, იმ მიზნით, რომ მათ თავი დაეცვათ სენისაგან, რომელიც თვალთმაქცობას თესავს და ურჯულოებას იმკის. ფარისევლობის უფლისმიერ სამხილთა უბრალო ჩამონათვალიც კი შემზარავი მოსასმენია. თუმცა მაცხოვრის მხილებამ ისევ ფარისეველი, ორგული და ურჯულო უნდა შეაძრწუნოს უპირველესად.

ფარისეველთა მხილებას უფალი ამ სიტყვებით იწყებს: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი“ (მათე 23,2), ესე იგი, მოსეს ტახტზე სხედანო მწიგნობრები და ფარისევლები. ისრაელიანთა დიდი რჯულისმდებლის ტახტზე ჯდომა მწიგნობრებსა და ფარისევლებს ამ რჯულის სწავლებასაც ავალებდა. ფარისევლებთან ერთად უფალი იხსენიებს მწიგნობრებს. მწიგნობარი ძველად იყო „მოსეს რჯულში ჩახედული“ კაცი - სწორედ ასე ხასიათდება ეზრას I წიგნში მღვდელი ეზრა, რომელიც ქრისტეს შობამდე V საუკუნეში ბაბილონიდან ისრაელში ჩამღვიდა და: „გულს იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში“ (I ეზრა 7, 6,10).

ძველ ებრაულში მწიგნობრის შესატყვისი სიტყვაა „მწერალი“ (სოფერიმ), იმიტომ რომ მწიგნობრის საქმე იყო რჯულის წიგნის დაცვა, გადაწერა, მისი სწავლება, ანუ ამ წიგნის ცოდნა. მოსეს რჯულთან საქმე ჰქონდათ რჯულისმცოდნეებსაც, ამაზე თვით ამ სიტყვის მნიშვნელობაც მეტყველებს - რჯულის-მცოდნე. ასე რომ, მწიგნობარი რჯულის წიგნის მცოდნე იყო. ფარისევლის საქმეც, მწიგნობართა და რჯულისმცოდნეთა მსგავსად, მოსეს რჯულის შესწავლასა და დაცვას წარმოადგენდა.

ფარისევლებს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ერთობა ჰქონდათ. ისინი განსაკუთრებული ძალისხმევით იცავდნენ რჯულს, მცნებებს. სწორედ ფარისევლებმა შეასწორეს და მცნებებით განავრცეს მოსეს რჯული. ფარისევლები ერთნაირი გულმოდგინებით იცავდნენ როგორც რელიგიურ, ასევე საზოგადოებრივ წესებსა და წინაპართა ტრადიციებს, გადამეტებული სიმკაცრით ითხოვდნენ ამ წესების დაცვას და ამ დროს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვდნენ ყველა გარეგნული ნიშნის გათვალისწინებას. ხალხი ფარისევლებს დიდ პატივს სცემდა, როგორც წეს-კანონთა და აღიარებულ დოგმათა განუხრელ აღმსრულებლებს. ხალხისთვის ისინი დიდი პატრიოტებიც იყვნენ, რადგან ფარისევლები ისრაელიანთა პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის იღვწოდნენ.

მაგრამ ეს ყველაფერი იყო ქრისტეს მოსვლამდე. ჩვენმა უფალმა კი მათი თვალთმაქცობა ამხილა, რადგან ისინი რჯულს მხოლოდ კაცთა საჩვენებლად იცავდნენ: მათი რჯულის აღმსრულებლობა გარეგნულად სარწმუნო ჩანდა, სინამდვილეში კი ეს გარედან გაწმენდილი ჭურჭელი, როგორც თავად უფალი ბრძანებს, შიგნით სავსე იყო „ნატაცებითა და არაწმიდებითა“ (მათე 23,25). გარედან მშვენიერ, შეფეთქილ საფლავებს მიმსგავსებული ფარისევლები შიგნიდან „მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით“ იყვნენ აღსავსენი. ამ მიზეზით გაჩნდა ფარისეველთა ახალაღთქმისეული განსაზღვრება - „მართალი“, „რჯულში მართალნი“, რაც უფლისმიერი შეფასებიდან მომდინარეობს. აი, რას ეუბნება იგი მწიგნობრებსა და ფარისევლებს: „ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით“ (მათე 23,28).

უფალი იესო ქრისტე ფარისეველთა მხილებისას უპირველესად წარმოაჩენს მათი სიტყვისა და საქმის გათიშულობას, ვინაიდან მათი საქმე მუდამ მოწყვეტილი იყო სიტყვისაგან. უფალი ამიტომ აფრთხილებს თავის მსმენელს და ეუბნება, რომ ფარისეველთა რჩევა-დარიგებიდან მათ მხოლოდ რჯულისა და მცნებების დაცვასთან დაკავშირებული სწავლება უნდა ისმინონ: რაც შეეხება მათ საქმეს: „საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“ - გვიბრძანებს ჩვენი უფალი, და დასძენს: „რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (მათე 23,2), ესე იგი, ამბობენ და არ ასრულებენო.
ფარისევლები მკაცრად და დაუნდობლად ექცეოდნენ ხალხს, რომელიც მათ პატივს სცემდა და მათივე მზრუნველობის იმედით იყო. მაგრამ, ამის პასუხად, ისინი: „მძიმე ტვირთს კრავენ, და ძნელად სატვირთველს ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ ამ ტვირთის დასაძრავად“ (მათე 23,4), - ასე განაგრძობს უფალი ფარისეველთა მხილებას იმავე 23-ე თავში წმიდა მათეს სახარებიდან.

წმიდა იოანე ოქროპირი შენიშნავს, რომ მაცხოვარმა ფარისეველთა გამო ის კი არ თქვა, არ შეუძლიათ და იმიტომ არ ეწევიან საქმესო, არამედ თქვა: „არა ყვიანო“ ესე იგი, არ უნდათ და არ აკეთებენო: და არც ის თქვა უფალმა, ისინი ტვირთს არ აკარებენო თითს, არამედ ის თქვა, რომ მასთან მიახლებაც კი არ უნდათო.

ფარისევლების მსგავსთ ძლიერ უყვართ საკუთარი სამოსის ხაზგასმულად მორთვა და მოკაზმვა: განიერი, ფართო თასმებით, რჯულის წერილის ჩასადები უცნაურად დიდი ყუთებით, ფართო მკლავებიანი და კალთებიანი შესამოსელით; წვეულებაზე მათ სუფრის თავში უყვართ ჯდომა, სინაგოგებში კი წინა რიგებში დგომა. ხალხის თავშეყრის ადგილებში, მოედნებსა და ქუჩებში ასეთნი იმისთვის გაერევიან, რომ პატივისცემის ნიშნად მიიღონ მოკითხვა და ძახილი: „რაბი! რაბი!“ (მოძღვარო, მოძღვარო!). ყოველივე ეს კი ფუჭი დიდების ტრფიალებაა. ამ ტრფიალების შხამი მეტად ძლიერია, მაგრამ მის შემსმელსა და მიმღებს შარბათივით ტკბილი ეჩვენება. ეს შხამი ტკბილია იმისათვის, ვინც წუთისოფლის ამაო ზრუნვას გაჰკიდებია და თავისი საუნჯეც მხოლოდ აქ ეგულება.

უფალი კიდევ უფრო აძლიერებს მწიგნობრებისა და ფარისევლების დადანაშაულებას და იმაშიც ამხელს, რომ ისანი მარტო მდიდრებს, წარჩინებულებსა და ძლიერთა ამა სოფლისათა როდი ერჩიან, არამედ ღარიბებსაც არ ინდობენ, ატყუებენ მათ და გამგელებულნი ხარბად ნთქავენ ქვრივ-ობოლთა ქონებას, სახლ-კარს. უფრო საზარელი კი ის არის, რომ თავიანთ რწმენაზე მოქცეულ კაცს ისინი კი არ იფარავენ, მისი გადარჩენისათვის კი არ ზრუნავენ, არამედ თავიანთივე ურჯულოებით ჯოჯოხეთის ცეცხლისათვის განამზადებენ, ღვთიური ჭეშმარიტებისაკენ ყველა გზას უკეტავენ და უბნელებენ, რითაც სამუდამოდ ღუპავენ მის სულს.

„ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას“ (მათე 23,13), - ასე მიმართავს უფალი იესო მათ. მართლაც, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლება მოსეს რჯულის განმარტებისა, წმიდა წერილის აღქმისა და მიღებისა, დაამახინჯეს სწავლება მესიაზე, მის სამეუფოზე - წმინდა აზრი შერყვნეს თავიანთივე გამონაგონი გადმოცემებითა და წესებით. სწორედ ამ ფარისეველებმა და მწიგნობრებმა უარყვეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ბოროტი ცილისწამებით დევნეს იგი და რა აღარ უწოდეს: მჭამელი, ღვინის მსმელი, მატყუარა, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარი, და თვით ღვთის მგმობელიც კი! ისინი ხალხს ამ თავიანთი ბოროტებითა და ურჯულოებითაც არ ანებებდნენ ცათა სასუფეველში შესვლას.

----------------------------------------------------

რა არის ფარისევლობა? როდის ვფარისევლობ?

[size=2]მთის კალთაზე ქადაგებისას უფალი ასე აფრთხილებს თავის მსმენელს: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5, 20), - აი, რა საშინელი სიტყვებით ამხელს მაცხოვარი ფარისევლებს! „რას ნიშნავს ეს, ძმანო ჩემნო?“ - გვეკითხება წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი და განაგრძობს: ნუთუ ყოვლადმშვიდმა და ყოვლადმოწყალემ, ყველა ცოდვილისათვის განხორციელებულმა უფალმა თითქმის დაივიწყა მოთმინება და შებრალება, როდესაც ფარისევლებს ამხელდა და ამას ამბობდა? და ღვთაებრივი სიბრალულით აღსავსე ჩვენი უფალი, რომელმაც სიკვდილის ღირსი ცოდვილი ქალიც კი შეიწყნარა, რა მიზნით აღწერს ასეთი ფიცხელი და მრისხანე სიტყვებით ფარისეველთა ბოროტებას?

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, ამის მიზეზია ფარისევლური ცხოვრების წესი, როდესაც კაცი „მიითვისებს სახესა სათნოებისასა, როცა ძალი სათნოებისა შორს არს გულისა მისისაგან... და ამით შეაგინებს თვით სათნოებასა; იგი ზოგჯერ სხვათა კაცთაცა შეაძულებს ღვთის-მსახურებასა; იგი განაუქმებს ღვთის-მოყვარებასა და მრავალთა კაცთა დაუბრკოლებს სულის ცხონებასა“.

ფარისეველი, როგორც სახე საზოგადოების დაწინაურებული და წარმატებული წევრისა, ჩვეულებრივ, მრავალთათვის არის ხოლმე მაგალითი, ხოლო მისი ქცევა - მისაბაძი საგანია. წმიდა ეპისკოპოსი გვირჩევს, ფრთხილად ვიყოთ, რომ ფარისევლობითი ყოფაქცევის შემხედვარეთ არ შევბღალოთ ჩვენი გულწრფელობა საღვთო საქმეში და არ დავბრკოლდეთ ღვთის მსახურებაში. „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავთან დაკავშირებული ერთ-ერთი ქადაგების დასაწყისშივე წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი შენიშნავს, რომ ეს იგავი „არაერთგზის იყო საგნად უბნობისა“; წმიდა ეპისკოპოსი დასძენს: „ათასჯერაც რომ ყოფილიყო იგი განხილული თქვენ წინაშე, და ნაცვლად ერთისა ენისა, ასი ენა რომ გვქონდეს, და თვითოეულთა ათასჯერ გვეთქვას მას ზედა, ვგონებ, არც მაშინ იქნებოდა გარდამეტებული - ეგოდენ საჭირო არის ჩვენთვის ხშირად გაფრთხილება ფარისევლობისაგან!“

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმიდა ლუკა მახარებლის სიტყვები, რომლებსაც იგი „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავს წაუმძღვარებს: „ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართლები ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ“ (ლუკა 18,9) - აი, ამისაგან თავის დასაცავად და გასაფრთხილებლად არის საჭირო ამ იგავის მრავალჟამიერი განცდა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის აზრით, „ძვირად“ მოიპოვება ქვეყანაზე კაცი, რომ არ იყოს მოზიარე ფარისევლობის ცოდვისა, თუნდაც მისი რომელიმე სახით ან შემთხვევით. ყველა ცოდვათაგან ფარისევლობა იმდენად უმძიმესია და უსაშინლესი, რომ ათასში ერთ კაცსაც ვერ ნახავ: „რომლისა სიტყვა და საქმე იყოს ერთი, და გარეგანი საქციელი მისი - დაფუძნებული შინაგანსა გრძნობასა“.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ხშირად დაგვისვამს შეკითხვას ფარისევლობის რაობაზე: მაინც რაში მდგომარეობს ფარისევლობა? რა არის ფარისევლობა? წმიდა ეპისკოპოსი სწორედ „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავში გვირჩევს, ვეძიოთ პასუხი ამ შეკითხვაზე. თუმცა სანამ თვით იგავის განმარტებას შეუდგებოდეს, წმიდა მამა ფარისევლობის საზოგადო შტრიხებს გვიხაზავს და ამბობს: „უმაღლესი სიცუდე ფარისევლობისა ის არის, რომ იგი ატყუებს კაცსა“. ისიც ფარისევლობაა, როდესაც კაცი შეურიგდება და დაუმეგობრდება სიცრუეს: „დააჩუმებს თავის სვინდისსა და გრძნობას რომლითამე გარეგანითა, ყალბითა და ცრუთა სათნოებითა, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდესა“. „თავისი გარეგანი ქცევით“ - განაგრძობს წმიდა გაბრიელი, - „ვითომდა წესიერი და მოსაწონი ყოფაქცევით, ფარისეველი მხოლოდ საკუთარ უმსგავსო და უშვერ თვისებებს ფარავს, კეთილად და მართლად მოაჩვენებს თავის თავს, და ამით ატყუებს ქვეყანას“.

ცხადია, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამ შემთხვევაში ფარისეველთა უფლისმიერ შეფასებას ეყრდნობა, როცა უფალი იესო მათზე ამბობს: „და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა“ (მათე 23,5). ფარისევლობის ცოდვის სიმძიმე, წმიდა ეპისკოპოსისავე თქმით, კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მრავალ ცოდვათაგან, რომლებითაც ადამიანის დაცემული ბუნება იტანჯება, არც ერთი ისე მკვიდრად არ მოეკიდება კაცის გულს, არც ერთი იმ ზომით არ მოინადირებს მის სულს და ისე ღრმად არ ჩანერგდება ბუნებაში, როგორც ეს საზარელი და უსაშინლესი ცოდვა, და აი, რატომ: სხვა ცოდვები რომელიმე ერთ დროს ან რომელიმე ასაკში იჩენენ თავს, ფარისევლობა კი, სიყრმიდანვე თუ გაიდგა ფესვები, საფლავამდე მისდევს მას; ყოველი სხვა ცოდვა რომელიმე საქმეში თუ გაერევა და გამოჩნდება, ეს კი ყოველ სიტყვასა და საქმეში, „ყოველ მოქმედებას გასვრის და გააუწმინდურებს, ყოველ აზრსა და სიტყვას მისცემს რაღაც ცუდად განსხვავებულ ფერს“ - ამბობს წმიდა მამა და ამ „ცუდად განსხვავებულ ფერში“ გულისხმობს ტყუილს, სიცრუეს, მოჩვენებითობას, თვალთმაქცობას, მოკლედ - ფარისევლობას! სხვათა შორის, თვით ამ თვისების - ფარისევლობის აღმნიშვნელი სახელი ქართულში, და ბევრ სხვა ენაშიც, სწორედ ძველ ებრაელ ფარისეველთა ფარისევლობის ამგვარ კვალიფიკაციასთან არის კავშირში.

კიდევ ერთ შეკითხვაზე გვაძლევს პასუხს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი - როდის ვარდება კაცი ფარისევლობის ცოდვაში? როდის ვფარისევლობთ? ჩვენ, წუთისოფლის შვილებს, წმიდა მამის თქმისა არ იყოს, მართლაც გამოუკლებლივ გვაქვს „საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი“ რა უცნაურადაც უნდა გვვჩვენოს, ჩვენთვის, ქართველთათვის დამახასიათებელ, ესოდენ გადამეტებულ ზრდილობასა და თავაზიანობაშიც კი ხშირად გაერევა ხოლმე ფარისევლობა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამის გამო ღრმა გულისტკივილით შენიშნავს და ამბობს: „ვგონებ, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი იქცევა გულწრფელად“.

მაგრამ მარტო ზრდილობასა და თავაზიანობაში რომ იყოს საქმე, რა გვიჭირდა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი რამდენიმე მაგალითის სახით გვიხატავს ფარისევლობის ცოდვაში ჩავარდნის შემზარავ სურათებს და ამით თითოეულ ჩვენგანს გვაიძულებს, დავფიქრდეთ, გავიხსენოთ, შევაფასოთ საკუთარი ფარისევლობა, და უთუოდ ვაღიაროთ იგი, განვშორდეთ მას.

როდის ვფარისევლობ? როდის და, მაშინ, როცა ცოდვას გულის სიღრმეში ვმალავ, გარეგნულად კი კეთილისმყოფელის სახეს ვიღებ, იმის ნაცვლად, რომ განვიწმინდო გული ცოდვის მბადი გულისთქმებისგან, ძირშივე მოვკვეთო ჩემი ავზნიანი ჩვევა-ქცევანი;

როდის ვფარისევლობ? როდის და, მაშინ, როცა კაცს პირში ვაქებ და პირს იქით კი ცუდად ვიხსენიებ, განვიკითხავ, გავჭორავ, ვლანძღავ, როცა იმას კი არ ვამბობ, რასაც გული მეტყვის, არამედ მხოლოდ იმას, რაც ეამება კაცს; სიმართლეს კი არ ვიტყვი, არამედ იმას, რასაც ჩემთვის სარგებლობა მოაქვს.

მაშინაც ფარისეველი ხარ, - გვეუბნება წმიდა ეპისკოპოსი, - როცა კაცს აქებ და არა იმის გამო, რომ ღირსია, არამედ მარტო იმიტომ, რომ იგი შენი მოყვარე და მეგობარია, მეორეს კი იმ მიზეზით განიკითხავ, რომ მასთან უკმაყოფილება გაქვს ან სულაც არ მოგწონს, არ გიყვარს; განა ის კი არ არის ფარისევლობა, როცა ენით სიმართლის დიდმოყვარეობას ამტკიცებ, საქმით კი უსამართლობას არ მოერიდები, თუკი შენთვის სასარგებლო იქნება.

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი ყველას შეგვახსენებს იმას, თუ რა ხშირად ვეწევით ხოლმე პირმოთნეობას, როცა სინდისი შეგვაწუხებს, მაგრამ წუწუნით ვამბობთ ღმერთი მოწყალეა, რა ვქნა, ადამიანი სუსტი არსებაა, სხვებიც ასე ცხოვრობენ ან ვინ არის უცოდველი ამქვეყნად? რა უშავს, თავის დროზე მოვინანიებ... და ასე შემდეგ. ამ დროს, - გვმოძღვრავს წმიდა ეპისკოპოსი, - ჩვენ ცხადად ვეზიარებით ხოლმე ფარისევლობის ცოდვას და მის ფსკერზე ვიძირებით გაუგნებლად.

მაშასადამე, როგორც კი თავის მართლებას მივყოფთ ხელს, იმწამსვე უნდა შევუძახოთ საკუთარ თავს, რათა კარგად დავინახოთ ის, რის გამოც გასამართლებლად გავიხადეთ თავი, ვინაიდან საკუთარი თავის მართლება არის ცოდვით დაცემული საკუთარი თავის დაუმსახურებლად ამაღლება. ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაემართოს ადამიანს, როცა საკუთარ ცოდვებს ვეღარ ხედავს, ვეღარ განიცდის და, მერე და მერე, არც არასოდეს ინებებს მათ დანახვასა და განცდას. ასეთნი - თავის მართლებას აყოლილნი, - ბრძანებს წმიდა გაბრიელი, - ფარისევლობის საცოდავი მსხვერპლნი არიანო. აი, ვიღაცა ქრთამს იღებს, მას სინდისი კი ამხილებს, მაგრამ მექრთამე ხმას აწყვეტინებს, აჩუმებს ამ არამკითხე მოამბე სინდისს და ჯიუტად გაიძახის გულში: რა ვქნა, ცოტა ჯამაგირი მაქვს, ცოლ-შვილს რჩენა უნდა, სხვები ჩემზე უარესად იღებენ, განა ყველა ასე არ არის: რა მოხდება, მეც რომ ორი კაპიკი ავიღო?!

მეორე თავისი უფროსის წინაშე დგას და ვერ ამბობს სიმართლეს, პირიქით, ცდილობს, მლიქვნელობითა და პირმოთნეობით როგორმე შეალამაზოს ვითარება და ჯილდო ან დაწინაურება გამოსტყუოს ზემდგომს. მესამე ვაჭრობაშია და გამოუცდელ მუშტარს ცუდ საქონელს შეაძლევს, მერე კი ეტყვის: მე რა შუაში ვარ, აქ არ იყავი, თვალები არა გქონდა, რატომ არ გასინჯე; ვაჭარიც იმიტომა ვარ, რომ ფული მოვიგო... და ასე შემდეგ.

ყოველი ასეთი მაგალითის დასასრულ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი დაჟინებით ჩაგვეკითხება - რა არის ასეთი თავის მართლება, თუ არა ფარისევლობა? რა არის ასეთი ლაპარაკი, თუ არა ფარისევლობა? დაბოლოს, დაასკვნის: ერთი სიტყვით, შენ ფარისევლობ ყოველთვის, როცა „ითმენ შენს გულში სიყალბესა და სიცრუეს, როცა დააჩუმებ თვისს სინდისსა“ .

ალბათ დამეთანხმებით, რომ უაღრესად ამომწურავი, ყოვლისმომცველი და მრავლისმეტყველია ახლახან წარმოდგენილი ვრცელი განმარტება ფარისევლობისა, რომელსაც გვთავაზობს წმიდა ეპისკოპოსი იმერეთისა გაბრიელი (ქიქოძე). მკითხველს კიდევ ერთხელ მინდა ვურჩიო, წაიკითხოს წმიდა ეპისკოპოსის ქადაგებანი, თავად გაეცნოს წმიდა მამის რჩევა-დარიგებებს და თავადვე იგემოს მისი მოძღვრების სიტკბოება, სულისათვის ფრიად სასარგებლო ეს სწავლება.





--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მამა ირაკლი   ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?   Jun 16 2008, 04:49 PM
კანუდოსელი   მწიგნობრები წარმო...   Jun 16 2008, 06:06 PM
neo   :) ამის შესახებ არა...   Jun 16 2008, 07:11 PM
syd   ეგენი ისინი არ არი...   Jun 16 2008, 07:15 PM
დათიკო   მათე თავი 23 1. მაშინ ...   Jun 16 2008, 07:32 PM
კანუდოსელი   დათიკო ეს თავი რომ ...   Jun 16 2008, 07:35 PM
დათიკო   კანუდოსელი ეს ციტ...   Jun 16 2008, 07:41 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ეს ციტ...   Jun 16 2008, 07:47 PM
lingvo   ჩემი აღქმით ფარისე...   Jun 17 2008, 12:16 AM
დათიკო   კანუდოსელი http://www.ispoved...   Jun 17 2008, 12:38 AM
მნათე   ეს ნიშნავს რომ არ ...   Jun 17 2008, 01:00 AM
KAIROS   რაღაც აზრით შეიცა...   Jun 17 2008, 02:40 AM
მნათე   მე მინახავს ძალია...   Jun 17 2008, 02:49 AM
KAIROS   თვითონ მონდომებაც...   Jun 17 2008, 02:50 AM
მნათე   ნება უმნიშნველოვ...   Jun 17 2008, 02:54 AM
xornabujeli   ჩემზე განათლებული...   Jun 17 2008, 05:28 AM
მროველი   მოძღვარმა იკითხა დ...   Jul 21 2008, 11:59 PM
წახწახა   ადმენი ახსნა რატ უ...   Jul 22 2008, 12:10 AM
მროველი   და არა მარტო! მარა...   Jul 22 2008, 12:17 AM
წახწახა   ეხლავე გეტყვი: "ლ...   Jul 22 2008, 12:25 AM
მროველი   :lol: :toast: :hehe:   Jul 22 2008, 12:28 AM
tatiusi   ფარისეველნი-(განყო...   Jul 28 2008, 03:05 PM
marine   "ვიცით, ფარისევლე...   May 7 2016, 12:16 PM
marine   " - რამ გამოწვია სი...   May 9 2016, 01:43 PM
marine   "ფარისევლებს ჰქო...   Aug 14 2016, 03:27 PM
marine   "ნაცვლად ლოცვისა,...   Feb 7 2017, 10:17 PM
marine   "სადილობის წინ ის...   Feb 8 2021, 02:01 PM
marine   "რიცხვ. 9.6-ის რჯული...   Mar 29 2021, 07:43 PM
marine   "ფარისევლები (კონ...   May 10 2021, 10:09 PM
marine   "იგივე სჯული თითო...   Feb 27 2023, 08:13 PM
marine   "ფარისეველს სამი ...   Feb 27 2023, 08:32 PM
marine   "იყვნენ "სისხლმ...   Jun 30 2023, 08:37 PM
შამხაზაი   პრუშიმ - ფარისევლე...   Jul 8 2023, 04:51 AM
შამხაზაი   მღვდელმა იკითხა ვი...   Jul 8 2023, 05:36 AM
marine   "ფარისევლები ისი...   Feb 11 2024, 05:44 PM
შამხაზაი   "ფარისევლები ისი...   Feb 17 2024, 04:11 AM
marine   რატომ ბოდავთ გეთა...   Feb 17 2024, 10:28 AM
marine   "ფარისევლობა ღმე...   Mar 7 2024, 09:47 PM
marine   "უფალი განსაკუთრ...   Mar 25 2024, 09:08 PM
marine   "ადამისეული ცოდვ...   May 8 2024, 10:58 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 10:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი