![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეკლესიის ისტორიაში მაქვს გახსნილი "ერესები, სექტები, სქიზმები" თემა, იქ უფრო ისტორიულ მხარეს ვეხები ( აუცილებლად გავაგრძელებ ) , მაგრამ "ქართული ეკლესიები უცხოეთში" თოფიქში დაიბადა კამათი სქიზმის , კერძოდ რ.ს.მ.ე-ს შესახებ (რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია) , რომელიც სქიზმიდან ახლახანს დაბრუნდა და შეურთდა რუსეთის საპატრიარქოს, როგორც აღმოჩნდა, ყოფილან ქართველთა რაღაც ჯგუფი მათთანაც, ამიტომ სჯობს ის კამათი აქ გაგრძელდეს, დღევანდელი დამოკიდებულება ასეთია, სქიზმა აღარ არსებობს, მაგრამ იყო; ამის უარყოფა არასერიოზულიც კი იქნება...
ამასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს დიდი და მცირე სქიზმატური დაჯგუფებები, დაწყებული ბერძნული "მეძველსტილეთა" მრავალრიცხოვანი სქიზმებით, გაგრძელებული რუსეთის რამოდენიმე მცირე თუ დიდი ძველი თუ ახალი სქიზმებით და დამთვარებული ჩვენი პრობლემებით, იქნება ეს ბასილების სქიზმები ( მკალავიშვილი და კობახიძე) თუ აროშვილების დაჯგუფებით ( ეს სქიზმაც კი არ არის...), იმედია საინტერესო იქნება მათთან დამოკიდებულების სამართლებრივი საკითხების გარკვევა და მათი გაცნობა. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ღვითსმეტყველური და ყველა კუთხით 7მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები წმინდაა და ხელშეუხებელი.ეს არის თეორიული საფუძველი რომელზეც მართლმადიდებელი ეკლესია დგას უკვე 2000 წელია და ასე იქნება ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე და ვერც ვერავინ გააუქმებს და ვერც შესცვლის მათ.სქიზმებნა და სხვა დაჯგუფებებმა რომლებმაც მათი უგულვებელსყოფა მოინდომეს ეკლესიის წიაღ გარეთ ამჰყვეს თავი.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი