სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| სოფი |
Oct 10 2007, 02:43 PM
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
| სოფი |
Jun 17 2008, 06:02 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
3. გლოვა
"დავკარგე ყოველგვარი იმედი,-ამბობს ზოგი, - რა მინდა ეკლესიაში,როდესაც შვილიც მომიკვდა და ცოლიც?" და ადამიანი თვეობიტ და წლობით არ დადის ეკლესიაში. აბა სად უნდა წახვიდე? რა ტქმა უნდა,სრული უფლება გაქვს უარი თქვა,თუ შენ გეპატიჟებიან ქორწილში ან ზეიმზე. მაგრამ საუბარია ღვთის სახლში მისვლაზე. აქ კავშირს ამყარებ შენს გადამრჩენელთან,იღებ ნუგეშს. აქ სახარებიდან და ქადაგებებიდან გაიგებ,რომ შენი ახლობელი ადამიანი კი არ მოკვდა,ცოცხალია.ის იმქვეყნად,უკეთეს სამყაროშია. ტაძარში შეგიძლია იზრუნო ახლობლებზე,რომელიც უკვე გავიდა მუდმივ ცხოვრებაში.იცი,რამხელა შვებას მიიღებ თვიტონ და რამხელა დახმარებას გაუწევ გარდაცვლილის სულს საღვთო ლიტურგიაში მოხსენიებით? როდესაც მრვდელი იტყვის: "შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი," თქვი: "უფალო აცხონე მისი სული." ამით ის დიდ შვებას იგრძნობს. 4. ცხოვრებისეული ფაციფუცი "სადა მაქვს თავისუფალი დრო? - წამოიძახებს დიასახლისი, - სახლი დასალაგებელია, სადილი მოსამზადებელი." ჩინებულია! მუცლის გულისთვის უგულებელყოფ ეკლესიას! მაგრამ ვინ გაიძულებს მიატოვო საშინაო საქმეები? კარგ დიასახლისს წინა საღამოს ყველაფერი მაზად აქვს.ნუ გადადებ ხვალისთვის იმას,რის გაკეთებაც დღეს შეგიძლია.ვისაც ესმის ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა,არა მარტო საშინაო საქმეებს აგვარებს,არამედ ბევრ სხვასაც. მამაკაცები ამბობენ: "ვინ ამბობს,რომ ეკლესია ცუდია? მაგრამ ჩემი საქმე როდისღა გავაკეთო?" აქ ისინი გულისხმობენ არც ისე აუცილებელ საქმეებს. კვირადღისთვის მოიტოვებენ ხოლმე ყოველგვერ წვრილმანს: მიმოწერას,მაღაზიებსი სიარულს,ნიშნავენ შეხვედრებს - საერთოდ ყველაფერს,რაც ვერ მოასწრეს მთელი კვირის განმავლობაში. ჩემო ძვირფასო!ნუთუ არ გეყო მთელი კვირა რათა მოგემთავრებინა ყოველდღიური საქმეები? დაიმახსოვრე:კვირას ნაშოვნი ფული,ეს ცეცხლია,რომელიც დაწვავს დანარჩენებსაც.რამდენიც გინდა იმუშავე,ღმერთი მაინც იმდენს მოგცემს,რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის. ამას გარდა,კვირა დღე ღვთისაა,იგი მას უნდა მიუძღვნა. ამ დღეს მთავარი საზრუნავია: ეკლესიაში წასვლა,ლოცვა და ღვთის სიტყვის მოსმენა. და რა თქმა უნდა,მთელი ოჯახით. ხაზს ვუსვამ: მთელი ოჯახით,რადგანაც თუ ბავშვები პატარაობიდანვე არ მიეჩვევიან ტაძარს,ისინი არ შევლენ იქ შემდეგაც. კვირას საჭიროა საკუთარ სულზე ზრუნვა. ნუთუ ადამიანს სხეულის გარდა სულიც არ აქვს? ნუთუ სული მეტი არ არის ხორცზე? ნუთუ საჭირო არ არის დღეების უმეტესობა მოვახმაროთ სულს და მხოლოდ ერთი დღე სხეულს? მაგრამ ღმერთმა ექვსი დღე განგვისაზღვრა სხეულის საჭიროებისთვის და მხოლოდ ერთი სულისთვის. ჩვენ კი ერთ დღესაც უგულებელყოფთ! ერთხელ მღვდლისგან მოვისმინე ასეთი მონათხრობი: "მდიდარ კაცს გზაში გლახაკი შეხვდა.საბრალომ შესჩივლა მას თავისი გაჭირვება.მდიდარს შეეცოდა იგი და შვიდი ლირიდან,რომელიც ჰქონდა,ორი მისცა.ამის შემდეგ,როდესაც ღარიბმა მოუთხრო მას სხვა უბედურებებზე,მიიღო კიდევ ორი ლირა.წყაროსთან მისულებმა გადაწყვიტეს დანაყრებულიყვნენ.მდიდარმა უწილადა გლახაკს თავისი საჭმელი.მოისმინა რა შემდეგი ისტორია მისი ცხოვრებიდან,მისცა კიდევ ორი ლირა.ამდენად მოწყალე იყო იგი! ექვსი ლირის მიმღებმა კი,მადლობის მაგიერ,მოულოდნელად ამოიღო დანა და მოსთხოვა მეშვიდე ლირაც.ეს ხომ უმადურობაა! რისი ღირსია იგი?" - დაამთავრა თავისი მონათხრობი მღვდელმა. - სიკვდილის! - წამოიძახეს მსმენელებმა. - თქვენც იმსახურებთ ისეთივე მკაცრ სასჯელს, - უთხრა მღვდელმა, - თქვენ ხართ ის უმადური გლახაკი. ღმერთმა თქვენ მოგცათ ექვსი დღე და მხოლოდ ერთი დაიტოვა თავისთვის.თქვენ კი ეს ერთი დღეს მოსტაცეთ მას. და მართლაც ფაციფუცში ბევრს ავიწყდება ეკლესია.კვირა დრეს ისინი ფუჭად ფლანგავენ დროს და სჩადიან ცოდვებს. დასჯის შეიშით მუშა შრომობს მთელი კვირა,ხოლო კვირა დღეს ღრეობს და დროს ატარებს. ფლანგავს დროს კინოთეატრებში,თეატრებში,პლაჟ ებზე. ასეთი ქრისტიანები ბღალავენ კვირა დღეს იმის მაგიერ,რომ წმინდა ჰყონ იგი. ღმერთმა შეიძლება გაიმეოროს: "თქვენი შაბათები სძულს ჩემს სულს." უბედურებო! ის ვინც არ დადის ეკლესიაში,არ შეიძლება გაიგოს,რა საუნჯეს იკლებს. წარმოვიდგინოთ,რომ კვირა დღეს ტაძარში ყოველ მომსვლელს,მღვდლები ურიგებენ ას ლირას.რას იტყვით?დაიწყებთ მიზეზების ძებნას,რომ არ წასულიყავით?დარწმუნებული ვარ - არა. ეჭვი არ მეპარება,რომ გამთენიისას მიხვიდოდით,მღვდელზე ადრე! არავითარი საქმეები კვირა დღეს! არავითარი შეღავათები! 1884 წელს ლონდონში ვიზიტით იმყოფებოდა მეფე ნიკოლოზი. მას უნდოდა კვირა დილით სწვეოდა ერთ სახელოსნოს,რომელიც მსოფლიო აღიარებით სარგებლობდა.გაგზავნეს კაცი მმართველთან,რათა შეეტყობინებინათ მონარქის სურვილი... - სამწუხაროდ, - მიუგო მმარტველმა, - სახელოსნო კვირა დილით არ მუშაობს. - ორი-სამი საათით უნდა გააღო,ამით თქვენ დაიმსახურებთ მეფის კეთილგანწყობას,აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით. - მეფის კეთილგანწყობა - ეს კარგია,მაგრამ მე თუნდაც ვუბრძანო მუშაობის დაწყევა კვირა დილით,ჩემს ბრძანებას მუშები არ შეასრულებენ იმიტომ,რომ ეს ეწინააღმდეგება ღვთის ნებას.ამ დროს ისინი ტაძარში იქნებიან, - უპასუხა მმართველმა. -------------------- "Happiness only real when shared."
|
sofi89 რატომ არა ხარ ეკლესიაში? Oct 10 2007, 02:43 PM
marine
პ.ს. სხვისი არ ვიცი ... Oct 10 2007, 02:59 PM
sofi89 marine
აბსოლუტურად გე... Oct 10 2007, 03:14 PM
marine
marine
აბსოლუტურად გე... Oct 10 2007, 03:39 PM
Ismail დღეს ეკლესიურ ცხოვ... Oct 10 2007, 03:44 PM
marine
დღეს ეკლესიურ ცხო... Oct 10 2007, 03:53 PM
Ismail
თუმცა, ისმაილ, სტა... Oct 10 2007, 04:16 PM
marine
მაგრამ მარტო მართ... Oct 10 2007, 04:22 PM
leluka
[b]მთავარია ჩვენ არ ... Oct 10 2007, 04:29 PM

marine
100% :thumbs:
ჩემზე ილოცეთ... Oct 10 2007, 04:33 PM

leluka
რათქმაუნდა :) ლელუკ... Oct 10 2007, 04:46 PM

marine
დიახ მარინე :rolleyes:
მ... Oct 10 2007, 04:59 PM

leluka
მე ფსალმუნების კი... Oct 10 2007, 05:02 PM


marine
:) მეც არ გამიკვირდ... Oct 10 2007, 05:03 PM


leluka
ჯობია იმ დღეს მზემ ... Oct 10 2007, 05:07 PM

tako@tako
მე ფსალმუნების კი... Oct 10 2007, 05:24 PM

leluka
ვიცი კი რა მჩირს რ... Oct 10 2007, 05:27 PM
Ismail
ეგ რათქმაუნდა.. არა... Oct 10 2007, 04:38 PM
leluka sofi89 გაიხარე ასეთი თ... Oct 10 2007, 04:04 PM
tako@tako ეჰ დრო იყო ლოცვებს... Oct 10 2007, 05:12 PM
leluka
ეჰ დრო იყო ლოცვებ... Oct 10 2007, 05:16 PM
sofi89
მართალია,ფსალმუნე... Oct 10 2007, 05:25 PM
ნიანია რა კარგი თემაა. მე ძ... Oct 10 2007, 05:28 PM
sofi89
აი მეც მასე ვარ ნია... Oct 10 2007, 05:35 PM
ana-bana sofi89
ძალიან კარგი თე... Oct 10 2007, 05:54 PM
sofi89
:( :(
უფალმა გაგაძლი... Oct 10 2007, 05:56 PM
Lego ეკლესიაში მხოლოდ შ... Oct 10 2007, 05:59 PM
sofi89 ana-bana
გაიხარე:)
აუცი... Oct 10 2007, 07:01 PM
kato_Bato leluka
მე დილის ლოცვებ... Oct 14 2007, 05:02 PM
leluka kato_Bato უხ კატუნია ჩას... Oct 14 2007, 05:20 PM
iako კატუნი გვშველის რო... Oct 15 2007, 08:53 PM
staywhite გოგონებო,
ფსალმუნ... Oct 16 2007, 01:13 AM
marine
მაგრამ, ლელუკა, მე ... Oct 16 2007, 01:49 PM
sofi89 თავი მეორე
სარგებ... Oct 16 2007, 12:54 PM
sofi89 2.საზოგადოებრივი ბ... Oct 22 2007, 01:32 PM
catherina_10 იცი როგორი აფორიაქ... Oct 22 2007, 02:09 PM
neo მე შესაძლოა შეცდომ... Oct 22 2007, 03:37 PM
sofi89 3. სულიერი კეთლიდღე... Dec 15 2007, 08:45 PM
llaasshhaa იქნებ მიპასუხოთ დი... Dec 16 2007, 12:59 AM
.nino sofi89
გაიხარე, რა საინ... Dec 16 2007, 01:26 AM
neo ეს მეც მაქვს შემჩნ... Dec 16 2007, 02:58 PM
llaasshhaa დღევანდელი სამება... Dec 16 2007, 04:30 PM
sofi89 .nino
გაიხარე ნი,დიდი ... Dec 27 2007, 10:33 PM
sofi89 llaasshhaa
^_^ :მპუა:
6. ღვ... Dec 30 2007, 10:19 PM
სოფი 7. ჩვენი დანიშნულებ... Jan 31 2008, 07:49 PM
SE-JA ეს teen.ge-ზეც დავწერე დ... Mar 7 2008, 04:05 PM
ეკატერინე
ბიბლია წაგიკითხა... Mar 7 2008, 04:26 PM
მხევალი ნინო SE-JA
ის რაც დაწერე, პ... Mar 7 2008, 04:31 PM
სოფი SE-JA
უფალი კიდევ ბევ... Mar 16 2008, 02:15 PM
tuchlik2
მრცხვენია ამის თქ... May 17 2008, 08:44 PM
სოფი tuchlik2
ცუდია :(
ეცადე თ... May 20 2008, 05:17 PM
marine სოფი
სოფუნა, გთხოვ,... Jun 3 2008, 04:03 PM
xatia19
ღმერთმა შეგინდოს ... Jun 10 2008, 11:00 PM
crazy_priest უფალთან გზა ყველას... Jun 12 2008, 04:37 PM
სოფი crazy_priest
ძალით არავინ ... Jun 12 2008, 06:38 PM
zeppelin llaasshhaa
ხშირად ვერ დავ... Jun 12 2008, 09:40 PM
Inga-G 24 არა მაგრააამ,ეეეჰ... Jun 17 2008, 05:46 AM
makiki
ხელის შემშლელი მი... Jun 17 2008, 08:23 PM
სოფი 5. რადიო და ტელევიზი... Jun 29 2008, 07:34 PM
სოფი 6. ნადირობა
ბევრი ვ... Sep 17 2008, 04:24 PM
bravoshota სრულიად ვეთანხმებ... Sep 18 2008, 10:55 AM
m16
არ ვეთანხმები არა... Sep 18 2008, 11:02 AM
bravoshota არა აქ როგორაა საქ... Sep 18 2008, 02:01 PM
სოფი bravoshota
ვაი,აბა რას ამ... Sep 18 2008, 07:36 PM
m16 რეები გიწერია ვერ ... Sep 18 2008, 07:45 PM
სოფი m16
მე კიდე ის ვერ გა... Sep 18 2008, 09:26 PM
llaasshhaa llaasshhaa
:lol: :lol: :lol: ლასა რ... Jul 30 2009, 03:21 AM
მაშიკო სოფი
ნადირობაზე ეგ... Sep 17 2009, 08:19 PM
სოფი მაშიკო
მაგრამ ხომ ... Sep 17 2009, 09:01 PM
მაშიკო
მაგრამ ხომ შეუძლი... Sep 19 2009, 08:30 AM
ნონა ეკლესიაში როცა ვაგ... Sep 17 2009, 09:18 PM
ანნო კვირაში ერთი დღე მ... Sep 18 2009, 02:55 AM
Atman SE-JA
ვააახ ძლივს არ ... Sep 18 2009, 06:34 AM
neo ათეისტის ნაწერი რო... Sep 18 2009, 10:30 AM
Atman neo
ათეისტის ნაცვლა... Sep 18 2009, 10:46 AM
leluka
გაიხარე ამ სიტყვბ... Sep 19 2009, 11:39 AM
Atman leluka
ამის მეტს რას ვ... Sep 19 2009, 11:43 AM
leluka Atman
შენს გარდა ეგ სი... Sep 19 2009, 11:45 AM
ზარნაშო ეგ განწმენდილი გულ... Sep 19 2009, 11:47 AM
Atman ზარნაშო
შენ რასაც ... Sep 19 2009, 11:48 AM
ზარნაშო
ზარნაშო
შენ რასაც ... Sep 19 2009, 11:53 AM
ნონა
გონებას სხვა ჭუჭყ... Sep 19 2009, 12:03 PM
leluka ზარნაშო
კარგი რაა... Sep 19 2009, 11:54 AM
Atman ზარნაშო
სიძულვილი... Sep 19 2009, 12:00 PM
ზარნაშო
ზარნაშო
კარგი რაა, ... Sep 19 2009, 12:04 PM
Atman
ხო აბა რა, ხანდახა... Sep 19 2009, 12:07 PM
leluka Atman
მივყვები მაგრამ... Sep 19 2009, 12:10 PM
ზარნაშო
Atman
მივყვები მაგრა... Sep 19 2009, 12:16 PM
ნონა
მე ვფიქრობ და ჩემი ... Sep 19 2009, 12:41 PM
Atman leluka
შენ გული არ ხარ,... Sep 19 2009, 12:27 PM
leluka ზარნაშო
ვნანობ
იმ ... Sep 19 2009, 12:29 PM
ნონა
ვნანობ
იმ შემთხვე... Sep 19 2009, 12:49 PM
Atman leluka
სულს ვერ დაინა... Sep 19 2009, 12:34 PM
ზარნაშო
ღმერთი არა გწამთ? მ... Sep 19 2009, 12:52 PM
leluka
რაც არ უნდა იყოს, ვ... Sep 19 2009, 12:37 PM
Atman leluka
სული კი არ გიდგ... Sep 19 2009, 12:39 PM
Atman ნონა
შენც მიყევი დ... Sep 19 2009, 12:43 PM
ნონა
[b]ნონა
შენც მიყევი ... Sep 19 2009, 12:56 PM
Atman
ოხ ეს ქალური სენტ... Sep 19 2009, 12:53 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 09:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი