მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მხევალი ნინო |
Jun 17 2008, 06:11 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
polievqte
ციტატა სხვათაშორის 2 კვირის წინ ვიყავი რუსთავის მეორე საპყრობილეში და ჩემი თვალით ვნახე რა მდგომარეობაც არის პატიმრებთან. მე ის დავწერე რაც მათგან მოვისმინე. ჩემს ნათქვამში, რომ აუცილებელია პატიმრებისთვის არსებობდეს გალობის, ხატვისა და ა.შ. ჯგუფები, არ მიგულისხმია რომ ეს ყველასათვის უნდა იყოს სავალდებულო(რა სისულელეა). უბრალოდ მე ის ძირითადი ვთქვი რაც მათ ყველაზე მეტად უნდოდათ. შენ გეტყობა ძალიან კარგი წარმოდგენა გაქვს ჩვენს ციხეებზე, მაგრამ პატიმრებს პატარა მაგნიტოფონის საშუალებაც არ ჰქონდათ, რომ კასეტით რამისთვის მოესმინათ. ამიტომ ზღაპარს სულაც არ ჰგავს ჩემი ნააზრევი. რომელ გამოსწორებაზეა ლაპარაკი, გამოთაყვანების გზაზე დგანან. ძალიან კარგია ასეთი სურვილი თუ აქვთ. ჯგუფები როგორ უნდა არსებობდეს ციხეში, ნამდვილად არ ვიცი. შენ ალბათ პატიმრების უფლებების დაცვასთან ახლოს ხარ, თუ რაიმე შესაძლებელია გაკეთდეს, მაგას რა ჯობია, მით უფრო თუ მათაც აქვთ ამის სურვილი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი