ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
kavkazec |
Jun 17 2008, 08:47 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
(სიმღერა)
სიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი მსმენელთა გულისა ამაზრზენადა ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა, ცად აეწია ზენადა. შევამკე მთები მაღლები და ბარი ათასფერადა, აზრი საერთო, საქვეყნო მინდოდა გასაკვერადა; ამისთვის თავსა დავწიე, ვაქციე ნაცარ-მტვერადა. ვადიდე გმირთა სახელი, მკლავი და სულით დიდობა, დავძრახე ქვეყნის ორგული და შეურაცხვყავ ფლიდობა; სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე, ფუფუნებაზე - მწირობა. მინდოდა არ შამებღალა მე წმინდა დედა-შვილობა. პირნათლად მივალ საფლავში, მტკიცედ დავიცევ პირობა. ამას მითვლიან ცოდვადა, რაშიც მე მიჩნდა გმირობა; თავს დამჩხავიან ყორნები, გაუმართიათ ყრილობა. შემირცხვა ზოგის ნამუსი, გრძნობა, აზრი და ზრდილობა: კაცობად დაუსახიათ სიჩერჩეტე და ვირობა! რა მეთქმის? გული მკვდარია, ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა; მე კაცთა შორის მეტი ვარ, უნდა გავიჭრა ველადა, რაკი გადიქცა ეშმაკი ტკბილ მოსაუბრე გველადა და თანამოძმე ეს ჩემი - მის ყურისმგდებელ ევადა, როს გახდა საქვეყნო საქმე უსუსურთ საღეჭ კევადა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი