![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
აქ ჩვენი ფოტოები დავოდოთ
![]() ![]() ეს კვლავ მე მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავთან (ნეველის ტაძარი) ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ესეც მე სამხედრო შეკრებაზე:
![]() ![]() კურს. დავით ჩიკვაიძის მიმართვა ოც. N320 (თსუ იურიდ. ფაკ-ტის IV კ. სტუდენტი) ქ. თბილისი, ჩოლოყაშვილის სახ. ბატალიონი, 2004 წლის 6 აგვისტო ბატონო კათედრის უფროსო, ბატონო მასწავლებლებო, დიდ მადლობა მინდა მოვახსენო თსუ სამხედრო კათედრას, მის უფროსს პოლკოვნიკ გივი ამირხანაშვილს და განსაკუთრებით ჩემს მასწავლებელს პოლკოვნიკ ნუგზარ კავთელაძეს იმისათვის, რომ ამ ორი წლის მანძილზე ყველაფერი გააკეთეთ ჩვენში სამხედრო ცოდნის ამაღლებისათვის, პატრიოტული სულისკვეთების დანერგვისათვის და სამშობლოს ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდისათვის. ვეცდებით ჩვენც, რომ გვიყვარდეს საქართველო, და არაფერი არ დავიშუროთ მისი უკეთესი მომავლისათვის. კურსანტებო, ჩემო თანაკურსელებო! დღეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩვენ საქართველოს ერთგულება შევფიცეთ. მართალია, ჩვენ არ ვართ მომავალი სამხედროები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს დიდი ქართველი მეცნიერის პავლე ინგოროყვას სიტყვები; როდესაც მას თავისი დიდი მოღვაწეობა შეუქეს, ინგოროყვამ უპასუხა: "მე ჩემი საქართველოს ერთ-ერთი ჯარისკაცი ვარ"-ო. ჩვენ საქართველოს ჯარისკაცები ვართ და ყოველ საქმეში, რომელსაც არ უნდა ვეწეოდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან დგას ქართველი ხალხი, რომელიც იდეალურად აფასებს ბოროტსა და კეთილს, ხალხი, რომელიც ბრძენია, ხალხი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მოახდინა მსოფლიოში არნახული ორი უსისხლო რევოლუცია, რითაც ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო თავისი ღირსეული ადგილის დაბრუნება ცივილიზებულ სამყაროში. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ სამშობლოს დავჭირდით, როგორც სამხედროები, ჩვენ ჩვენი ცოდნა და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქვეყნის გადასარჩენად და უნდა ვიბრძოლოთ მტრის საბოლოო დასამარებისთვის! მე მინდა მივმართო იმათ, ვისაც დაკარგული აქვს მომავლის იმედი: საქართველომ აღიდგინა რა მრავალ ბრძოლაში გამარჯვებული გორგასლიან-დავითიანი დროშა, საქართველომ აირჩია რა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი პრეზიდენტი, იგი მალე გახდება ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც სამაგალითო იქნება მთელი მსოფლიოსათვის, როგორც ტოლერანტობის, ვაჟკაცობის, გაუტეხლობის, გმირობის და თავგანწირვის სიმბოლო და ნიშანსვეტი. და ჩვენივე პრეზიდენტის სიტყვებს რომ დავესესხოთ ქართველი ერისადმი გელათში გაკეთებული მიმართვიდან "საქართველო გაერთიანდება, საქართველო მოემზადება, საქართველო გაძლიერდება, საქართველო გამთლიანდება" და მიაღწევს თავის დასახულ მიზნებს! დასასრულ, მინდა გავიხსენო ის უკვდავი სიტყვები, რომლითაც ჩვენმა წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა მიმართა საქართველოს უძლეველ მხედრობას სახელოვანი დიდგორის ბრძოლის წინ და ვისურვებდი, რომ ეს სიტყვები იყოს დევიზი მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე: "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძვით, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევრებს, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ!" დაე, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ყველა კეთილ საქმეში, დედა ღვთისმშობელმა აკურთხოს და დალოცოს თავისი წილხდომილი ივერია და ჩვენი ზეციური მფარველი წმინდა გიორგი იყოს საქართველოს წინამძღოლი მომავალი გამარჯვებებისაკენ! ძალა ერთობაშია! თქვენი თანამებრძოლი დავით ჩიკვაიძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 12:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი