![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
გილოცავთ ჩვენი მაცხოვარის, უფალ იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
სიყვარულკისა და მშვიდობის უფლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! *** უპირველესად ავღნიშნავ, რომ: - მე რომელმაც დაინტერესება გამოვხატე აქ განსახილველი საკითხით, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულწილად მიზანი მიღწეულია ანუ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე ![]() ვისაც აინტერესებს რას ვგულისხმობ, შეუძლია თვალი მიადევნოს მსჯელობას, რომელსაც შევეცდები იმდაგვარად ავაწყო, რომ შედარებით მარტივად აღსათქმელი გამოვიდეს (რადგან რთული საკითხია და ამავე დროს საინტერესო) დავიწყებ სუბიექტური მოსაზრებით და შემდგომ, იგივე აზრს შევავსებ ობიექტური ფაქტორებით. ___________ პირადად ჩემთვის ძალზედ საინტერესო გამოდგა აქ, ამ საკითხზე ფიქრი. ასევე საკმაო საყურადღებო დეტალებიც აღმოვაჩინე, რაც დამეხმარა იმ ქვაკუთხედურ დეტალამდე ჩაწვდომაში, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. პირველი რაც ''უცნაურად'' მეჩვენა, ესაა დასაწყისი: - ყველანარად კაცურია. - ანუ ჩვენნაირი? - არა მთლად მასეთიც არაა. - რატომ? - ..... აქ იწყება დიდი მსჯელობა, რომელიც ამ პარადოქსულ სიტუაციას ფაქტობრივად ახსნას ვერ უძებნის და რაც ყველაზე საინტერესოა, ოპონენტის აზრი იძენს სრულიათ სხვა მიმართულებას, რომლის დასკვნასაც მეორე მხარეც ეთანხმება. შეუთანხმლებლობის არსი ჩადებულია სწორედ ამ -''მიმართულებაში'' მაშ ასე,... ჩვენ ერთმანეთის მსგავსნი ვართ ჩვენი ბუნებით; - რომელი ბუნებით? - ადამიანური ბუნებით. (1. რა? ბუნება) ყოველი ჩვენგანი უნიკალურია თავისი პიროვნებით - საკუთარი ნებით; - ვისი ნება? - ჩემი (ზურას) ნება. (2.ვინ? ზურა) ადამიანის ბუნება დაცემულია (დამახინჯებულია) დაცემულმა ბუნებამ შესაბამისად დაამახინჯა ნებაც ანუ პიროვნება. 1. რამ? - ბუნებამ! 2. ვინ? - პიროვნება, ამ პიროვნების ნება. ჩემმა დაცემულმა ბუნებამ, რომელიც მე ჩემი ნების გარეშე მერგო, დაამახინჯა ჩემი ნება - რადგანაც სწორედ ჩემ ნებაზეა ანუ ჩემ პიროვნებაზეა დამოკიდებული თუ რა მიმართულებას მივცემ ჩემი დაცემული ბუნებიდან წამოსულ იმპულს: (მაგ) თვით ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ბუნებრივ მოთხოვნილება შიმშილს, თუ მე მას არ მივუჩუნე შესაბამისი ადგილი და ფორმა - უდროო დროს, უდროო ადგილსა და უდროო ფორმაში, ჩემი ნებით განხორციელებული ქმედებამ სავსებით შესაძლებელია, რომ ძალზე სავალალო შედეგი გამოიღოს. [ამიტომ ''იყოს ნება შენი (უფალო) და არა ნება ჩემი''] ზევით ნათქვამიდან, სავსებით ლოგიკურია, კითხვის დასმა, როდესაც საქმე ეხება არა კაცს არამედ, განკაცებულ უფალს. - თუ თქვენ ამბობთ, რომ ქრისტემ დაცემული ბუნება მიიღო, მაშინ გამოდის, რომ მისი ნებაც დაცემული ყოფილა?! შემდეგ კი მსჯელობა მიდის სხვა მიმართულებით: - ეს არასწორი სწავლებაა ანუ ერესი, რომელიც დაგმობილი იქნა! მაცხოვარმა ნებაყოფლობით დაუმორჩილა თავი სიკვდილს, რათა ჩვენ ცოდვისა და სიკვდილის მონებისაგან გამოვეხსენით და თუ სიკვდილი ნებაყოფლობითი იყო, რა პირველმამისეულ ცოდვაზე საუბრობთ მაცხოვარში? მართალია. ქრისტეს ნებას არ ახასიათებდა მიდრეკა ბოროტისკენ, მის გონებას დაბნელება... რადგანაც მის დაცემულ ნებაზე კი არაა ლაპარაკი, არამედ - ადამიანურ დაცემულ ბუნებაზე, რომელმაც მან, ჩვენგან განსხვავებით, საკუთარი ნებით მიიღო და როგორც ათანასე დიდი ამბობს: - ქრისტემ მიიღო ბუნება რომელიცააподобное нашему, которое склонно к тлению смерти. მართალია, რომ მაცხოვრისთვის სიკვდილი ნებაყოფლობითია, მაგრამ არა იმიტომ, რომ: - აი ეხლა ინება და მოკვდა, ინება და ატირდა... - არამედ ნებაყოფლობითია სიკვდილი იმიტომ, რომ ნებაყოფლობით მიიღო დაცემული ბუნება. აი აქ კი, ოპონენტი კვლავ იმ აზრს უბრუნდება, რომ: - დაცემული ბუნების შედეგი დაცემული ნებაა, ეს კი ერესია! - დიახ ბატონო, მაგრამ ქრისტე კაცისაგან განსხვავებით, განკაცებული უფალია და ეს ფორმულა მასზე არ ვლინდება! ანუ ამ გამონაკლისში, შესაძლებელია დაცემული ბუნების არსებობისას, ნება არ იყოს დაცემული. განვიხილოთ ეს საკითხი: განკაცებული ღვთის ლოგოსი იღებს (ზოგად) ადამიანის ბუნებას და ყალიბდება ერთი პიროვნება სახელად - იესო ქრისტე. ამრიგად, ქრისტეში ორი ბუნებაა: - ღვთის ლოგოსის ღვთიური ბუნება. [რამ გააკეთა სასწაული? ღვთიურმა ბუნებამ] - ადამიანური ბუნება. [რამ აატირა? ადამიანურმა ბუნებამ] ... და ერთი პიროვნება: - [ვინ ატირდა? ქრისტე. ვინ გააკეთა სასწაული? ქრისტემ] ქრისტეს პიროვნებას ერთი ჰიპოსტასი გააჩნია და ეს ჰიპოსტასი ღვთიურია ანუ მისი პიროვნება არ წარმოადგენს ჩვენს მსგავს (ჩვენი მსგავსი მხოლოდ ბუნებაა) ქრისტეს პიროვნებაში - მის ნებაში - ადამიანური დაცემული ბუნების ნება ემორჩილებოდა ღვთიური ბუნების ნებას და სწორედ ამას უსვავს ხაზს მეექვსე საეკლესიო კრება, რომელსაც წინა პოსტში შევეხე. მარტივად: - კაცის დაცემულ ბუნებას, ''დაჭმუჭნულ ქაღალდს'', იღებს ღვთიური ლოგოსი და საკუთარ თავში, მისი ღვთიური ნებით ასწორებს მას! ერთი სიტყვით, როდესაც ლაპარაკია დაცემულ ბუნებაზე, არასწორია ოპონენტის მიერ ლაპარაკის გადატანა ნებაზე, რომ ამ გზით საეკლესიო დადგენილებებზე მიგითითოს. _________________________ ეხლა იგივე, მაგრამ შედარებით ობიექტური მტკიცებულებით: *** ''რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა.'' ამის წაკითხვისას კაცს ებადება აზრი: - ღვთის მოვლინებული ძე, ყოველმხრივ ჩვენნაირი კაცობრივი ბუნება მიუღია ანუ ჩემგან არაფრით განსხვავდება ამ მხვრივ. მას ეუბნებიან: - ეგ მასეა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთლად ყოველმხრივად ჩვენნაირი არ ქონდა ბუნება. - ვერ ვხვდები, გთხოვთ ამიხსნათ რა სხვაობაა: ''ყოველმხრივად ჩვენნაირ ბუნებასა'' და ''მთლად ყოველმხრივ ჩვენნაირ ბუნებას'' შორის?. - რომ. 8,3-ის განმარტებისას გულისხმობდნენ რომ ადამის დაცემამ გაუხსნა ცოდვას გზა ჩვენში, ყველა ცოდვის მდგომარეობაში ვიბადებით, ხოლო მაცხოვრისთვის შინაგანი ბრძოლები და ცდუნებები რაც ჩვენ ადამის ცოდვის გამო გვახასიათებს, რაც ადამის ცოდვის გამოა შთათესილი ჩვენში, სრულიად უცხო იყო. მაცხოვარმა უყვედრელი ვნებულებები მიიღო, მის ნებას არ ახასიათებდა მიდრეკა ბოროტისკენ, მის გონებას დაბნელება და ა.შ - მემგონი ლაპარაკი ბუნებაზე იყო და კითხვაც მას ეხებოდა? - მაცხოვრის დაცემულ ბუნებაზე (!) საუბრით ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავთ. - ანუ თქვენ გგონიათ, რომ თუ ბუნება დაზიანებული მიიღო მაცხოვარმა, მაშინ ნებაც დაზიანებული ექნებოდა? - დიახ ასეა. ხოლო მის ნებას მიდრეკილება არ ახასიათებდა და რაც მკრეხელობა და ერესია (აკი არის კიდეც თეოდორე მოფსუეტელი, ნესტორიანობის ერთ-ერთი წინამორბედი და მამამთავარი, ამის გამო ანათემას გადაცემული). - კრებამ განსაჯა ნესტორიანული ტენდეციის გამოვლინება თეოდორე მოფსუეტელში იმიტომ, რომ: ხდებოდა ქრისტეს დაყოფა, რომელიც ''არჩენს'' და რომელსაც თავად ''არჩენენ'', რის გამოც, მხოლოდ აღდგომის შემდეგ მოგვევლინა ''უცოდველი ქრისტე''. ამის მსგავსი არაფერია ჩემს მსჯელობაში. ყოველ პოსტში მიწევს ყურადღების გამახვილება ქრისტეს უცოდველობაზე. მიმითითეთ ადგილი სადაც ვსაუბრონ ქრისტეს როგორც პიროვნების ცოდვილობაზე რომელსაც ახასიათებდა ბოროტისკენ მიდრეკა და ა.შ. საჭიროა განვასხვავოთ მაცხოვარის პირადული უცოდველობა და ის განკურნებული ადამიანური ბუნება, რომელიც მისი საქციელის გმირობის ნაყოფია და რომელმაც სისრულე მხოლოდ მისი აღდგომის შემდეგ მოიპოვა. '' რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა'' (IIკორ. 5:21) მოვუსმინოთ წმინდანს, რომელიც ეკლესიის ისტორიაში განთქმულია თავისი აქტიური ბრძოლით ერესსა და ერესანტებთან... რომელიც განმარტავს ამ ადგილს წმინდა წერილიდან და გთხოვთ შეადაროთ ჩემს ნათქვამს ამ თემაში: ციტატა Прп. Максим Исповедник (2 Кор. 5:21) http://www.hesychasm.ru/library/max/answer2.htm#p42 Итак, Господь не ведал моего греха, то есть изменения моего произволения; Он не воспринял моего греха и не стал [им], но ради меня Он стал грехом, то есть стал тлением естества, [возникшим] через изменение моего произволения,взяв [его на Себя]. Ради нас Он стал по природе страстным человеком, с помощью греха, [возникшего] через меня, уничтожая мой же грех. «Человеком» же я называю воплотившегося Бога Слово, Который посредством Воплощения ипостасно соединил с Собой разумную и одушевленную плоть. Ибо если изменение произволения в Адаме ввело страстность, тленность и смертность в естество [человеческое], то непреложность произволения во Христе вновь вернула этому естеству через Воскресение бесстрастность, нетленность и бессмертие. შეადარეთ ეს სიტყვები, ჩემსას და დაინახავთ რომ ოპონენტი მე კი არა წმინდანის აზრს უპირისპირდება. აქვე ავღნიშნავ, რომ ოპონენტის მსგავსად, ქრისტეს მიერ დაცემული ბუნების ნებაყოფლობით ი აღების ფაქტს უარყოფდნენ ეკლესიის ისტორიაში ვნობილი ერესანტები: "Мы исповедуем в Господе Иисусе Христе и одну волю, ибо ясно, что наше естество принято Божеством не греховное, не то, которое повреждено после падения, а естество, созданное прежде грехопадения" Папа Гонорий - анафематствован как монофелит Отцами VI Вселенского собора. (Деяния Вселенских Соборов. Т. 6. Казань, 1908. С. 176-179). *** “ при воплощении Христос принял душу и тело в том виде, в каком они были у Адама до грехопадения. Если же Христос уставал, алкал, плакал и т.д., то делал это только потому, что хотел, а не по необходимости естества” (По учению ересиарха афтартодокетов Юлиана Галикарнасского; Христианство, Энциклопедический словарь. т.1., М., 1993, с. 150) ЕРЕСЬ АФТАРТОДОКЕТОВ ("нетленников") - В общих чертах суть афтартодокетизма и православной полемики против него сводилась к следующему. Опираясь на отдельные весьма неоднозначные высказывания некоторых древних Отцов, афтартодокеты утверждали, что Христос воспринял природу первозданного Адама, и тело Его уже в Воплощении было свободно от всякого тления. Все так называемые "безукоризненные" страсти Господа (голод, жажда, страх смерти, муки на Кресте и т. п.), по мнению учителя афтартодокетов Юлиана Галикарнасского, являлись для человечества Христа особыми актами сверхъестественного снисхождения, были своего рода назидательными "обманами". "При воплощении Христос принял душу и тело в том виде, в каком они были у Адама до грехопадения". ("Святые отцы о человеческом естестве Христа и ересь автартодокетов"). *** ''ამრიგად, ყოველივე მიიღო ქრისტემ, რომ ყოველივე განეკურნა. გამოიცადა და სძლია მან, რომ ჩვენთვის მძლეობა მოემუშაკებინა და რომ [ჩვენი] ბუნებისთვის მოწინააღმდეგის დასაძლევი ძალა მიეცა, რათა ბუნებას, ძველთაგან ძლეულს, სწორედ იმავე შეტევებით, რითაც დაძლეულ იქნა, დაეძლია ძველთაგან მისი მძლეველი. წმ. ი.დამასკელი /თავი სამოცდამეოთხე/ *** ''ქრისტემ თავისი სხეული მისცა სიკვდილს ყველას ნაცვლად და შესწირა მამას'' მე ვეთანხმები უკვე მოყვანილ წმ.გრიგორ ღვთისმეტყველის აზრს და ვაცხადებ, რომ ქრისტეს მამასათვის თავი არც შეუწირავს და არც დაუკმაყოფილებია ამით იგი. ქრისტემ თავი ჩვენ შეგვწირა, ნებაყოფლობით მიიღო დაცემული ბუნება, რომ განეკურნა იგი ეხსნა ადამიანი. - ქრისტემ ჩვენი ცოდვები საკუთარ თავზე აიღო! - რას ნიშნავს ეს? როგორ აიღო, კონკრეტულად რა აიღო და რისთვის? - ქრისტემ აიღო ჩვენი ცოდვილი ხორცი(რომ.8:3) რომ მას, ჩვენი გადარჩენის წინამძღვარს სრულეყო იგი ტანჯვითა და სიკვდით (ებრაელთა 3:9/10). ჩვენი დაცემული ბუნების საკუთარ თავში განკურნება ნიშნავს ''ჩვენო ცოდვენის აღებას'' - ჯვარცმა რომ არ ყოფილიყო, მაცხოვარი რა, მაინც მოკვდებოდა? 1. კითხვა არაკორექტულია: იუდას რომ არ გაეცა, ჯვარზე აცვავდნენ? 2. იესო ქრისე ფლობდა ყველანაირად კაცურ ბუნებას და იყო ჭეშმარიტი კაცი. ვისაც ათანასე დიდის ახსნა არ აკმაყოფილებს, შემიძლია დამატებითი წყაროების მითითება, რომ იესო იყო სრული ადამიანი. ხოლო ვინც თვლის, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება თუნდაც მცირეოდენით განსხვავდებოდა ჩვენი ბუნებისაგან, უნდა აღიაროს, რომ იესო არ იყო სრული ადამიანი. არამედ: თითქმის ადამიანი, ადამიანის მსგავსი და ა.შ... უფალო შეგვიწტალე! -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
Sotiris |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ზურა, ფრიად სახალისო წერის მანერა გაქვთ, განსაკუთრებით "ოპონენტობით" მომართვა და მესამე პირში საუბარი.
ახლა რაც შეეხება იმას, რაც თქვენ აქამდე დაწერეთ. მთავარი პრობლემა, რომელსაც ვხედავ, არის ის, რომ ჯერ არ განგიმარტავთ, რა არის პირველმამისეული ცოდვა. ხან სიკვდილს უთანაბრებთ (რასაც ცხადია არ ვეთანხმები), ხან რას, და ხან რას. ამიტომ კონკრეტულად სანამ არ დაწერთ რა არის იგი და რა არის მისი შედეგები, მაცხოვრის შესახებ როგორ უნდა ილაპარაკოთ პირველმამისეული ცოდვის მატარებელიაო? თქვენი პირველი არგუმენტი: იმის დასამტკიცებლად, რომ მაცხოვარი პირველმამისეული ცოდვის მატარებელია, ცდილობთ მოიხმოთ ორი ციტატა პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან. მოდით ვნახოთ რას წერს მათ შესახებ წმ. იოანე ოქროპირი. 1) ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (ჰრომ. 8,3). იოანე ოქროპირი: А если сказано, что (Бог) послал Сына в подобии плоти, то не думай на основании этого, что плоть Христа была иная: так как (апостол) сказал - греха, то и прибавил слово - подобие. Христос имел не грешную плоть, а подобную нашей грешной, но безгрешную и по природе одинаковую с нами. ხოლო თუ ნათქვამია, რომ (ღმერთმა) მოავლინა ძე მსგავსად ხორცისა, ნუ იფიქრებ ამის საფუძველზე, რომ ქრისტეს ხორცი სხვანაირია: რადგან (მოციქულმა) თქვა - ცოდვისა, ამისთვის მიამატა სიტყვა - მსგავსად. ქრისტეს ჰქონდა არა ცოდვილი ხორცი, არამედ ჩვენის მსგავსი, ოღონდ უცოდველი და ბუნებით ჩვენნაირი. 2) რამეთუ რომელმან ცოდვაჲ არა იცოდა, ჩუენთვის ცოდვაჲ ქმნა (2 კორინთ. 5,21). იოანე ოქროპირი: ესე იგი არს, ვითარმედ მამამან ძჱ თჳსი, რომელმან ცოდვაჲ არა იცოდა, მიუშუა, რაჲთა მოკუდეს, ვითარცა ცოდვილი და ვითარცა წყევასა ქუეშე შესრული, რამეთუ წერილ იყო, ვითარმედ: ”წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა”. აქვს თქვენს (თუ ოსიპოვის?) სწავლებას რამე საფუძველი წმ. წერილში? ვერ ვხედავ ჯერ-ჯერობით. თქვენი მეორე არგუმენტი: თუ მაცხოვარი ადამის ცოდვას არ ექვემდებარებოდა (აქ ჯერ ვერ გავარკვიეთ თქვენგან, მაცხოვრის ნება დაზიანებულია და ბოროტისკენ მიდრეკილება თუ აქვს, გონება დაბნელებული, ხორციელი ზრახვები ჰქონდა, შინაგანი ვნებების ჭიდილი და ა.შ., თუ არა? და თუ არ ქონდა, აბა ცოდვის მდგომარეობაში როგორ იშვა? აქ კიდევ ისაა საინტერესო, როგორ ცდილობთ დისტანცირებას თეოდორე მოფსუეტელისგან, ვითომ არ იყოს ცნობილი მისი რა სწავლებებია დაგმობილი), მაშინ სრული კაცი არ გამხდარა და არც ჩვენი გამოხსნა მოხდებოდა. დოგმატიკის ავტორიტეტულ სახელმძღვანელოებზე (მაგ. მიტრ. მაკარის) დაყრდნობით გეუბნებით, რომ მაცხოვარი პირველმამისეული ცოდვის მატარებელი არ იყო (საინტერესოა, რომ ახლა, ჟამთა დასარულს გამოჩნდა პროფ. ოსიპოვი და აპირებს ეკლესიის "გადარჩენას" არასწორი სწავლებისაგან, ვითომ გეგონება მანამდე ეკლესიამ არ იცოდა რას ასწავლიდა ![]() ა) სახარების მუხლიდან "მიუგო ანგელოზმან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ" (ლუკა 1,35), როგორც ამას მიუთითებს მიტრ. მაკარი თავის მართლმადიდებლურ-დოგმატურ ღმრთისმეტყველებაში (ტ. 2, გვ. 59). ბ) იოანე დამასკელის სიტყვებიდან: ”ქალწულის თანხმობის შემდეგ სულიწმიდა... გარდამოვიდა მასზე, განწმიდა იგი...” (იხ. იქვე, გვ. 60). სხვა ციტატები იქვე შეგიძლიათ ნახოთ. ჰოდა აი გეკითხებით, რისგან განწმიდა სულიწმიდამ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი? 3) იმის საწინააღმდეგოდ, რომ ქრისტე ექვემდებარებოდა პირველმამისეულ ცოდვას, მე მიგითითეთ, რომ ქრისტესთვის სიკვდილი არ წარმოადგენდა გარდაუვალ აუცილებლობას, როგორც ეს ჩვენთვისაა, რადგან უცოდველი იყო და პირველმამისეული ცოდვის არმატარებელი. ეს აზრი უცხადესად აქვს წარმოჩენილი მართლმადიდებლური დოგმატიკის დიდ სისტემატიზატორს წმ. იოანე დამასკელს: ”უცოდველი იყო ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რადგან „ცოდვა არ ჩაუდენია მას“, „ვინც აზიდა ქვეყნიერების ცოდვა“, „არცთუ მზაკვრობა პოვნილა მის პირში“ (1 პეტრ. 2,22; იოან. 1,29). ამიტომ, არ ექვემდებარებოდა იგი სიკვდილს, რადგან სიკვდილი ცოდვის მიერ შემოვიდა ქვეყნად. ამრიგად, იგი კვდება, თავს იდებს რა ჩვენთვის სიკვდილს და სწირავს რა თავის თავს მსხვერპლად ჩვენს გამო მამას, რადგან მისდამი ვცოდეთ და მას მართებდა ჩვენს გამო გამოსასყიდის მიღება, რომ ამ სახით გამოვხსნილიყავით დაწყევლისგან.” დააკვირდით, აქ ღმრთის სიტყვაზე კი არ არის საუბარი განკაცებამდე, არამედ განკაცებულ ღმრთის სიტყვაზე. იგივე აზრი გამომდინარეობს იოანეს სახარების მუხლიდან (იოანე 10,18), როგორც ამას პროფ. ტრემბელასი აჩვენებს. თქვენ კი უბრალო კითხვაზე პასუხის გაცემას გაექეცით, მე რომ გკითხეთ, ჯვარცმის გარეშე თუ მოკვდებოდა მაცხოვარი? არაკორექტული კითხვააო ![]() ![]() დღეს ეს ვიკმაროთ, საკმაოდ გვიანია უკვე. თუმცა არა მგონია ჩემი ბომბარდირება შეწყდეს ციტატებით ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი