![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური ![]() 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
Mama Davithi |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 24 რეგისტრ.: 5-January 07 წევრი № 793 ![]() |
ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო!!
"უფლისა არს ქვეყანა, სავსება მისი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა..." ვინ ცხოვნდება და ვინ არა, უფლის ნებაა.(მე მგონი ამ საკითხზე მომავალში შეწყდება დაპირისპირება). ჩვენი ვალია, მოვერიდოთ ცოდვებს, რაც თავისთავად მისი კარგად გააზრებაა. აღნიშნული ცოდვაც ბევრ მსჯელობას მოითხოვს და სწორად მიმაჩნია ამ საკითხის გარშემო წარმოშობილი კამათი. იდეაში, ვიცით არა მარტო ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომაც, რომ აბორტი ადამიანის მკვლელობაა, მაგრამ ნახეთ მართლაც მსოფლიო სტატისტიკა.... რამდენი ასეთი მკვლელობაა ჩადენილი...არც ერთ მსოფლიო ომს არ წაუღია ამდენი სიცოცხლე...ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ ნუ მოვუძებნით ამ ცოდვას გამართლებას, საზოგადოებისათვის იდეაში ზოგადად მიუღებელი იყო მიუღებელი არის და მომავალშიც მიუღებელი უნდა დარჩეს, ყველაზე დაუცველი ადამიანის მოკვდინება. და თუ ამ დისპუტის შედეგად თუნდაც ერთი ადამიანი შეიცვლის აზრს და ამ ბოროტებას არ ჩაიდენს, ჩავთვალოთ რომ ყველამ ღვთის წინაშე, დიდი მადლი მოვისხით. |
orthodox_82 |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 28-December 06 წევრი № 759 ![]() |
ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო!! "უფლისა არს ქვეყანა, სავსება მისი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა..." ვინ ცხოვნდება და ვინ არა, უფლის ნებაა.(მე მგონი ამ საკითხზე მომავალში შეწყდება დაპირისპირება). გეტანხმებით მამაო, და იმედია შეწყდება დაპირისპირება ჩვენი ვალია, მოვერიდოთ ცოდვებს, რაც თავისთავად მისი კარგად გააზრებაა. აღნიშნული ცოდვაც ბევრ მსჯელობას მოითხოვს და სწორად მიმაჩნია ამ საკითხის გარშემო წარმოშობილი კამათი. იდეაში, ვიცით არა მარტო ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომაც, რომ აბორტი ადამიანის მკვლელობაა, მაგრამ ნახეთ მართლაც მსოფლიო სტატისტიკა.... რამდენი ასეთი მკვლელობაა ჩადენილი...არც ერთ მსოფლიო ომს არ წაუღია ამდენი სიცოცხლე...ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ ნუ მოვუძებნით ამ ცოდვას გამართლებას, საზოგადოებისათვის იდეაში ზოგადად მიუღებელი იყო მიუღებელი არის და მომავალშიც მიუღებელი უნდა დარჩეს, ყველაზე დაუცველი ადამიანის მოკვდინება. და თუ ამ დისპუტის შედეგად თუნდაც ერთი ადამიანი შეიცვლის აზრს და ამ ბოროტებას არ ჩაიდენს, ჩავთვალოთ რომ ყველამ ღვთის წინაშე, დიდი მადლი მოვისხით. მამაო, მე მაინტერესებს არის თუ არა გამარტლებული აბორტი ზოგიერთ შემთხვევაში? მაგ: თუ ნაყოფი ძალიან ავადმყოფია...ხშირია შემთხვევები როცა აბორტს გადაიფიქრებენ, გააჩენენ ავადმყოფ შვილებს და მერე ღვთის გმობაშიც ვარდებიან ამის გამო...ასევე მაინტერესებს შეაჩერებს ან შეამცირებს თუ არა აბორტს ასეთი ლაპარაკი რომ თითქოს ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან? და ასევე საპირისპირო-გაამრავლებს აბორტს მატზე ტუ იტყვიან რომ ეს ჩვილები სამოთხეში მოხვდნენ? -------------------- [b]
უფალო შეგვიწყალენ [/b] |
ზებედე |
![]()
პოსტი
#4
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ასევე მაინტერესებს შეაჩერებს ან შეამცირებს თუ არა აბორტს ასეთი ლაპარაკი რომ თითქოს ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან? და ასევე საპირისპირო-გაამრავლებს აბორტს მატზე ტუ იტყვიან რომ ეს ჩვილები სამოთხეში მოხვდნენ? ნახე უფალი რას ამბობს: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ... ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი