ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე, ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე, ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა |
ზვარე |
May 21 2008, 01:44 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა
წმიდა მამების უამრავი შრომა ეხმაურება აღნიშნულ საკითხს. მასვე განმარტავენ ებრაელი კომენტატორები, მეცნიერები. საინტერესოა მათი გაცნობა და მსჯელობა ამ საკითხებზე. სხვადასხვა თემებში ხშირად ხდება შეხებაამ თემასთან. გთხოვთ დადოთ ლინკები, გამოთქვათ მოსაზრებები, ვისაუბროთ ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ... ალბათ ბევრისთვის იქნება საინტერესო. წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით 1 1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ. 2. ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა. 3. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. 4. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. 5. და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი. 6. და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ. 7. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა. 8. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე. 9. და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი. 10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. 11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ. 12. და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. 13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე. 14. და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად. 15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ. 16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი. 17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა. 18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. 19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე. 20. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ. 21. და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. 22. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა. 23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე. 24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე. 25. და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. 26. და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა. 27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. 28. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა. 29. და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად. 30. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ. 31. და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
ზვარე |
Jun 18 2008, 02:06 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
კი არ მიყვარს იძულებული ვარ, ვინაიდან იმის დადგენას ვცდილობთ თუ როგორ იზომება დრო. როგორც ადრე ვთქვი, თუ დღე მრავალგვარი ხანგრძლივობისაა, და ეს ხანგრძლივობა გაურკვეველია, რამე სირთულეები ხომ არ წარმოიქმნება? დაგეთანხმები რომ ეს დოგმატური კი არა წმინდად მეცნიერულად მისახედი საკითხია. რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა. (ფს. 89.4) ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე. (2 პეტრ. 3.8) ბიბლიაში ბევრგან (მათ შორის დაბ. 2,4; გამოს. 10.6; ლევ. 7. 35-36; რიცხ. 7.10; რიცხ. 7.84; მეორ. რჯ. 9.24; მეორ. რჯ. 31..17-18; მეორ. რჯ. 32.7), სუფთა ყოფითი მიდგომითაც კი ტექსტში ნახსენები ,,დღე'' ვერ ემთხვევა 24 საათს, ეს რაიმე განსაკუთრებული ლოგიკის, განმარტების და წიაღსვლების გარეშეც ნათლად ჩანს. ფორუმზე ალბათ არიან ლინგვისტები და უფრო ზუსტად გაგვიმარტავენ, მაგრამ ალბათ ძვ. წელთააღრისხვის XIII საუკუნეში არსებული ლექსიკური მარაგი ,,ცოტა ნაკლები'' იყო ვიდრე დღეს. ერთი სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობები (ომონიმები) დღესაც უამრავია და თუ სიტყვა ,,დღე'' იქნა გამოყენებული როგორც ოცდაოთხი საათის ასევე ,,ჟამის'' ანუ დროის დიდი პერიოდის აღსანიშნავად ამაში რაღაც განსაკუთრებულს მე ვერ ვხედავ. ბუკვალური გაგება ყოველთვის არ არის სწორი და ალბათ ამიტომ არსებობდა ისტორიულად სხვადასხვა სახის განმარტება. ისე მარტო ნათელსა და დღის ხანგრძლივობაზე ვსაუბრობთ შესაქმის მეორე დღეს უფლის მიერ შექმნილი ,,მყარი'' ან ,,სამყარო'' (მოიხსენება დაბ. 1. 6-8) რას უნდა ნიშნავდეს? -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი