სქიზმები ეკლესიის წიაღში, ისტორია და სამართალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სქიზმები ეკლესიის წიაღში, ისტორია და სამართალი |
KAIROS |
Jun 28 2007, 08:57 PM
პოსტი
#61
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეკლესიის ისტორიაში მაქვს გახსნილი "ერესები, სექტები, სქიზმები" თემა, იქ უფრო ისტორიულ მხარეს ვეხები ( აუცილებლად გავაგრძელებ ) , მაგრამ "ქართული ეკლესიები უცხოეთში" თოფიქში დაიბადა კამათი სქიზმის , კერძოდ რ.ს.მ.ე-ს შესახებ (რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია) , რომელიც სქიზმიდან ახლახანს დაბრუნდა და შეურთდა რუსეთის საპატრიარქოს, როგორც აღმოჩნდა, ყოფილან ქართველთა რაღაც ჯგუფი მათთანაც, ამიტომ სჯობს ის კამათი აქ გაგრძელდეს, დღევანდელი დამოკიდებულება ასეთია, სქიზმა აღარ არსებობს, მაგრამ იყო; ამის უარყოფა არასერიოზულიც კი იქნება...
ამასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს დიდი და მცირე სქიზმატური დაჯგუფებები, დაწყებული ბერძნული "მეძველსტილეთა" მრავალრიცხოვანი სქიზმებით, გაგრძელებული რუსეთის რამოდენიმე მცირე თუ დიდი ძველი თუ ახალი სქიზმებით და დამთვარებული ჩვენი პრობლემებით, იქნება ეს ბასილების სქიზმები ( მკალავიშვილი და კობახიძე) თუ აროშვილების დაჯგუფებით ( ეს სქიზმაც კი არ არის...), იმედია საინტერესო იქნება მათთან დამოკიდებულების სამართლებრივი საკითხების გარკვევა და მათი გაცნობა. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jun 18 2008, 02:47 AM
პოსტი
#62
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პ.ს. ძალიან საინტერესოა სად გაგვერიყა კაიროსი თუ გამოცნდა ბევრი სამუსაო ექნება წინა გვერდებზე დევს მისთვის ფოდნუსზე გამზადებული "პრობლემატიკა" ამას წინებზე რომ "შემიკვეთა" არსადაც არავინ გარიყულა, და ცოტა ლამაზად და მშვიდად ისაუბრე მეთქი, საუბრობდით აქ და გისმენ, ზოგადად უნდა გითხრა, გინდა თუ არა, ეკუთვნი იმ ფრთას, რომელიც დარჩა სქიზმაში და არის სქიზმაში. არ არის ევქარისტიულ კავშირში ჩვენს და სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან და მთავარი აქ ესაა... დანარჩენი ისტორიის დეტალები საინტერესოა, მაგრამ ჩვენი ეკლესიის პოზიციით შენ ( არ ვიცი მათ ეკუთვნი თუ თანაუგრძნობ) ვისზეც წერ, ანუ მიტრ. ლავრის იქით ვინც დარჩა და არ შეუერთდა რუს. საპ.ოს არის სქიზმაში... ციტატა ახალ მესტილე და ეკუმენურ პატრ. არ იხესენებდენენ წირვაზე ნუ ახლა ასეთ სისულეებს რომ წერ რა დაგიწერო, უკვე მეძველსტილე სქიზმატებსაც თანაუგრძნობ? დანარჩენი რაც დაწერე გიპასუხეს და არ განვმეორდები და რასაც წერ ეკუმენიზმზე, და ამით ცილს წამებ სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს არის აბსურდი, თან აქ ასჯერ პასუხგაცემული აბსურდი, მართლმადიდებლური სამყარო ერთიანია, თუ საქ. საპ. არ არის იქ ( ეკ, საბჭოში) არ ნიშნავს იმას, რომ ვინც იქ არის მწვალებლებად თვლის, რადგან არის ევქარისტიულ კავშირში ყველა მართლ, ეკლესიათან. მოდი ახლა შენ გატყობ ბევრ ფროტნზე შლი ბრძოლად, ამიტომ აირჩიე ერთი საკითხი და ვისაუბროთ იმაზე, თუ გინდა სტილზე ( ახალმესტილეს წვალებად თვლი?) თუ გინდა ეკუმენიზმზე ( მაჩვენე სატანისტის და მართლმადიდებლების ერთობლივი წირვა) , მოკლედ აირჩიე ერთი საკითხი, და ისაუბრე მშვიდად, გამომწვევად საუბარს არ გირჩევ, მითუმეტეს ჩემთან და მითუმეტეს აქ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი