ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
KAIROS |
Jun 16 2008, 04:13 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად , და მოკლედ რა ჩამოთვლის... იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ. მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად? მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jun 18 2008, 03:29 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოდი ერთი-ორ კარგ და დავიწყებულ კარგ სიტყვებს შემოგთავაზებთ:
ბაბილო - ”მაღალი ვაზი” (საბა). ბავთი - ”ბოროტი მოამბე” (საბა) დედაზარდლი - ობობა. ებგური - მცველი, დარაჯი, გუშაგი. ველოანი - ველი, გაშლილი ადგილი. თბე - ახლად მოზელილი ცომი თემანი - სამხრეთი. თნავს: სთნდა - მოსწონდა; არა სთნდა - არ მოსწონდა; მთნავს - მომწონს; უკუეთუ გთნდეს - რომ კიდევაც მოგწონდეს, რომ გინდოდეს. თუალ-ღებით; თუალთ-ღებით - მიკერძოებით. ისერებს: ისერონ - ივახშმონ. კბოდე - ციცაბო ნაპირი მდინარისა (ზღვისა). ლირბი - ურცხვი, თავხედი. მამზებელი - მზის მომფენი. მაღნარი - ხშირი ტყე, ტევრი. მედიმოსე - ხარკის ამკრეფი (შდრ. დიმოსი). მოდი - სითხისა და მარცვლეულის საწყაო. მოთხე - კოლოფი, ყუთი. მორჩი - ყლორტი. მტილი - ბაღი, ბოსტანი. მყაფარი - დაქანებული, დაფერდებული. პირმარხვა - დიდმარხვის დასაწყისი. ... მოკლედ ბევრია... მერე გავაგრძელებ, იცით, რა გამახსენდა, ერთხელ ერთი ადამიანი მიყვება იმ ზემოთნახსენებ ისტორიას კოწია ( კ. გამსახურდია), რომ შევიდა სალუდეში და ითხოვა : "ერთი კათხა ლუდი, მოწუწნიკი და მწიკვი მდოგვი მინდაო" ვერაფერი გაუგიაო, მიყვება ეს კაცი მელუდეს, აბაო და ჩაატარე ლექცია, რომ ქართული როგორ უნდა ვიცოდეთ, და ცოტა ხანში მის ბიჭს დაუძახა, ბიჭო ტორმუზი მიეცი ზანდი რომ მიდიხარ თორემ ჩაშლი კარობკასო მოკლედ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი