ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jan 9 2007, 12:06 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალბათ საინტერესო იქნება, თუ როგორი სტატუსით არსებობენ მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები შესაბამის სახელმწიფოებში
ზოგადად, ევროპის კავშირის პრაქტიკაში ჩამოყალიბდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამი ფორმა - სახელმწიფო რელიგია - უპირატესი (ან განსაკუთრებული სტატუსის) რელიგია - რელიგიათა თანასწორობა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული: - საბერძნეთში - კვიპროსზე უპირატესი რელიგიის სტატუსი აქვს: - საქართველოში - ფინეთში (ლუთერულ ეკლესიასთან ერთად) საბერძნეთის რესპუბლიკა აქ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული სტატუსი. იკრძალება სხვა სარწმუნოების საჯარო ქადაგება, ხოლო მართლმადიდებლობის წინააღმდეგ განზრახი ბოროტმოქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება. კონსტიტუცია იწყება წმიდა სამების სახელით: "სახელითა წმიდისა, თანაარსისა და განუყოფელისა სამებისა, საბერძნეთის V საკონსტიტუციო საბჭომ მიიღო..." საბერძნეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც აქვს ავტონომიური სამონასტრო რესპუბლიკა - ათონის წმინდა მთა. ათონის მთაზე არსებობს მთავრობის წარმომადგენლობა, რომელსაც ემორჩილება პოლიცია. უმეტეს საკითხებს ბერები თავად წყვეტენ წმიდა კინოტისა და პროტის მეშვეობით რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი ფიცს დებს ბიბლიაზე წმიდა სამების სახელით ზოგიერთი ამონარიდები კონსტიტუციიდან: მუხლი 3 1. საბერძნეთში უპირატეს სარწმუნოებას წარმოადგენს ქრისტეს აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ეკლესიის სჯული. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მის თავად აღიარებს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, მოძღვრების მხრივ განუყოფელ ერთობაშია კონსტანტინოპოლის დიდ ეკლესიასთან და ყველა სხვა ქრისტესმიერ ეკლესიებთან, რომლებიც იმავე მოძღვრებას აღიარებენ. იგი მათ მსგავსად წმინდად ინახავს წმიდა მოციქულთა და კრებების კანონებს და წმინდა გარდამოცემას. მუხლი 33 2. პრეზიდენტი, სანამ შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას, პარლამენტის წინაშე დებს შემდეგ ფიცს: "სახელითა წმიდისა თანაარსისა და განუყოფელისა სამებისა, ვფიცავ დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, ვიზრუნო მის კეთილსინდისიერად აღსრულებაზე, დავიცვა ეროვნული დამოუკიდებლობა და ქვეყნის მთლიანობა, დავიცვა ბერძენთა [იგულისხმება მოქალაქეები, დ.ჩ.] უფლებები და თავისუფლებები და ვემსახურო ბერძენი ერის საერთო ინტერესებსა და განვითარებას". მუხლი 105 1. მეღალი ვიღლადან მოყოლებული ათონის ნახევარკუნძული, რომელიც ქმნის წმინდა მთის რეგიონს, უძველეს პერიოდში ბოძებული სტატუსის შესაბამისად და საბერძნეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავდ წარმოადგენს მის ავტონომიურ ნაწილს. სულიერად, წმინდა მთა უშუალოდ ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს. ყველა პირს, რომელიც დაიწყებს მონასტრულ ცხოვრებას, დამატებითი ფორმალობების გარეშე მორჩილად ან ბერად მიღებისთანავე ენიჭება საბერძნეთის მოქალაქეობა. 2. წმინდა მთა იმართება თავისი ტიპიკონის შესაბამისად ოცი წმინდა მონასტრის მიერ, რომელთა შორის გაყოფილია ათონის ნახევარკუნძული; ნახევარკუნძულის ტერიტორია გასხვისებას არ ექვემდებარება. წმინდა მთის მართვა ხორციელდება წმინდა მონასტრების წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც ქმნიან წმინდა კინოტს. დაუშვებელია რაიმე ცვლილების შეტანა მის მმართველობით სისტემაში, წმინდა მთის მონასტერთა რიცხოვნობაში, იერარქიულ მოწყობასა და დაქვემდებარების წესში. უცხოდ-მადიდებლის ან სქიზმატის შესვლა აკრძალულია. 3. წმინდა მთის სტატუსი და საქმიანობის წესი დეტალურად განისაზღვრება წმინდა მთის წესდებით, რომელსაც სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად შეიმუშავებს და იღებს ოცი წმინდა მონასტერი და ამტკიცებენ მსოფლიო საპატრიარქო და საბერძნეთის პარლამენტი. 4. წმინდა მთის საძმოთა სარწმუნოებრივი ზედამხედველობა წარმოადგენს სულიერი თვალსაზრისით მსოფლიო საპატრიარქოს უფლებამოსილებას, ხოლო მმართველობითი თვალსაზრისით - სახელმწიფოს უფლებამოსილებას, რომელიც აგრეთვე ექსკლუზიურად პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვაზე. 5. სახელმწიფოს ზემოხსენებული უფლებამოსილებანი ხორციელდება გუბერნატორის მიერ, რომლის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება კანონით. კანონით მსგავსადვე განისაზღვრება მონასტრის წინამძღოლთა და წმინდა კინოტის სასამართლო უფლებამოსილებანი, აგრეთვე წმინდა მთის უპირატესობანი საბაჟოზე და გადასახადებზე. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი