IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები
კანონისტი
პოსტი Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები

ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Jan 9 2007, 12:06 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ალბათ საინტერესო იქნება, თუ როგორი სტატუსით არსებობენ მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები შესაბამის სახელმწიფოებში

ზოგადად, ევროპის კავშირის პრაქტიკაში ჩამოყალიბდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამი ფორმა
- სახელმწიფო რელიგია
- უპირატესი (ან განსაკუთრებული სტატუსის) რელიგია
- რელიგიათა თანასწორობა

მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული:
- საბერძნეთში
- კვიპროსზე

უპირატესი რელიგიის სტატუსი აქვს:
- საქართველოში
- ფინეთში (ლუთერულ ეკლესიასთან ერთად)

საბერძნეთის რესპუბლიკა
აქ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული სტატუსი. იკრძალება სხვა სარწმუნოების საჯარო ქადაგება, ხოლო მართლმადიდებლობის წინააღმდეგ განზრახი ბოროტმოქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება.

კონსტიტუცია იწყება წმიდა სამების სახელით: "სახელითა წმიდისა, თანაარსისა და განუყოფელისა სამებისა, საბერძნეთის V საკონსტიტუციო საბჭომ მიიღო..."

საბერძნეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც აქვს ავტონომიური სამონასტრო რესპუბლიკა - ათონის წმინდა მთა. ათონის მთაზე არსებობს მთავრობის წარმომადგენლობა, რომელსაც ემორჩილება პოლიცია. უმეტეს საკითხებს ბერები თავად წყვეტენ წმიდა კინოტისა და პროტის მეშვეობით

რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი ფიცს დებს ბიბლიაზე წმიდა სამების სახელით

ზოგიერთი ამონარიდები კონსტიტუციიდან:

მუხლი 3
1. საბერძნეთში უპირატეს სარწმუნოებას წარმოადგენს ქრისტეს აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ეკლესიის სჯული. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მის თავად აღიარებს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, მოძღვრების მხრივ განუყოფელ ერთობაშია კონსტანტინოპოლის დიდ ეკლესიასთან და ყველა სხვა ქრისტესმიერ ეკლესიებთან, რომლებიც იმავე მოძღვრებას აღიარებენ. იგი მათ მსგავსად წმინდად ინახავს წმიდა მოციქულთა და კრებების კანონებს და წმინდა გარდამოცემას.

მუხლი 33
2. პრეზიდენტი, სანამ შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას, პარლამენტის წინაშე დებს შემდეგ ფიცს:
"სახელითა წმიდისა თანაარსისა და განუყოფელისა სამებისა, ვფიცავ დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, ვიზრუნო მის კეთილსინდისიერად აღსრულებაზე, დავიცვა ეროვნული დამოუკიდებლობა და ქვეყნის მთლიანობა, დავიცვა ბერძენთა [იგულისხმება მოქალაქეები, დ.ჩ.] უფლებები და თავისუფლებები და ვემსახურო ბერძენი ერის საერთო ინტერესებსა და განვითარებას".

მუხლი 105
1. მეღალი ვიღლადან მოყოლებული ათონის ნახევარკუნძული, რომელიც ქმნის წმინდა მთის რეგიონს, უძველეს პერიოდში ბოძებული სტატუსის შესაბამისად და საბერძნეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავდ წარმოადგენს მის ავტონომიურ ნაწილს. სულიერად, წმინდა მთა უშუალოდ ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს. ყველა პირს, რომელიც დაიწყებს მონასტრულ ცხოვრებას, დამატებითი ფორმალობების გარეშე მორჩილად ან ბერად მიღებისთანავე ენიჭება საბერძნეთის მოქალაქეობა.

2. წმინდა მთა იმართება თავისი ტიპიკონის შესაბამისად ოცი წმინდა მონასტრის მიერ, რომელთა შორის გაყოფილია ათონის ნახევარკუნძული; ნახევარკუნძულის ტერიტორია გასხვისებას არ ექვემდებარება. წმინდა მთის მართვა ხორციელდება წმინდა მონასტრების წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც ქმნიან წმინდა კინოტს. დაუშვებელია რაიმე ცვლილების შეტანა მის მმართველობით სისტემაში, წმინდა მთის მონასტერთა რიცხოვნობაში, იერარქიულ მოწყობასა და დაქვემდებარების წესში. უცხოდ-მადიდებლის ან სქიზმატის შესვლა აკრძალულია.

3. წმინდა მთის სტატუსი და საქმიანობის წესი დეტალურად განისაზღვრება წმინდა მთის წესდებით, რომელსაც სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად შეიმუშავებს და იღებს ოცი წმინდა მონასტერი და ამტკიცებენ მსოფლიო საპატრიარქო და საბერძნეთის პარლამენტი.

4. წმინდა მთის საძმოთა სარწმუნოებრივი ზედამხედველობა წარმოადგენს სულიერი თვალსაზრისით მსოფლიო საპატრიარქოს უფლებამოსილებას, ხოლო მმართველობითი თვალსაზრისით - სახელმწიფოს უფლებამოსილებას, რომელიც აგრეთვე ექსკლუზიურად პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვაზე.

5. სახელმწიფოს ზემოხსენებული უფლებამოსილებანი ხორციელდება გუბერნატორის მიერ, რომლის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება კანონით.
კანონით მსგავსადვე განისაზღვრება მონასტრის წინამძღოლთა და წმინდა კინოტის სასამართლო უფლებამოსილებანი, აგრეთვე წმინდა მთის უპირატესობანი საბაჟოზე და გადასახადებზე.




--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ეკლესია და სახელმწიფო   Oct 20 2006, 05:14 PM
ABDALA   კანონისტი თითქმის ...   Oct 20 2006, 07:52 PM
mnate   უპირველეს ყოვლის...   Oct 20 2006, 08:18 PM
samreklo   დღეს ათეისტობა უწი...   Nov 11 2009, 08:35 PM
solomony   ბატონო მნათე მეც მ...   Oct 20 2006, 11:39 PM
mnate   რატომ ასეთი აკადე...   Oct 20 2006, 11:55 PM
კანონისტი   mnate უპირველესად უნდ...   Oct 21 2006, 12:55 PM
mnate   მართალი ხარ. როდე...   Oct 21 2006, 01:15 PM
კანონისტი   იმიტომ ამბობს აპოლ...   Oct 23 2006, 11:55 AM
mnate   ღმერთს ღმრთისა კე...   Oct 24 2006, 04:58 PM
კანონისტი   მოკლედ ჩამოვაყალი...   Oct 26 2006, 12:17 PM
კანონისტი   ალბათ საინტერესო ი...   Jan 9 2007, 12:06 PM
გლახა   solomony შეიძლება მთლა...   Jan 14 2007, 12:18 PM
კანონისტი   მნათე ეეჰ, რა დრო ი...   Feb 21 2007, 11:35 AM
ადარნესე   ეხლავე დავდებ საქა...   Mar 2 2007, 08:50 PM
თათი87   ადარნესე მგონი აკრ...   Mar 2 2007, 11:36 PM
მნათე   ნუ ჩემგან გაგიკვირ...   Mar 3 2007, 01:43 AM
mampali   კანონებში ვერ ვეკვ...   Mar 3 2007, 03:02 AM
მნათე   აღსარების გათქმი...   Mar 3 2007, 07:03 PM
კანონისტი   mampali საქართველოს სი...   Mar 3 2007, 07:35 PM
კანონისტი   მნათე მიაქციეთ ყუ...   Mar 13 2007, 04:47 PM
კანონისტი   [b]საქართველოს პრეზ...   May 18 2007, 11:38 AM
ulvashi   სახელმწიფო არის ბო...   May 24 2007, 11:56 AM
ირგე   სახელმწიფო ბიუჯეტ...   May 29 2007, 01:41 PM
ulvashi   ირგე მე არა და ყვე...   May 29 2007, 01:53 PM
ირგე   ulvashi სხვები არ პოსტა...   May 30 2007, 10:08 AM
Lenus   ვამართლებ! სახელ...   May 30 2007, 11:03 AM
კანონისტი   Lenus მეც ამავე აზრზე ...   May 30 2007, 11:04 AM
ირგე   Lenus ეგ ვითომ რატომ? მ...   May 30 2007, 11:07 AM
ulvashi   ირგე ამაზე მეცინე...   May 30 2007, 11:14 AM
geoatak   რა კარგი საიტებია or...   Jun 18 2007, 07:27 PM
ილია   ხოდა მართმადიდებლ...   Jun 18 2007, 07:47 PM
ulvashi   ამ წელიწადში აქვს ...   Jun 19 2007, 09:44 AM
კანონისტი   ulvashi ეგ გამოსავალი ა...   Jun 19 2007, 10:35 AM
ulvashi   ეგ თავისთავად, მაგ...   Jun 19 2007, 10:44 AM
კანონისტი   ulvashi ერთადერთი გამო...   Jun 19 2007, 10:59 AM
ulvashi   საინტერესოა, რას შ...   Jun 19 2007, 11:59 AM
მნათე   სახელმწიფო არის, კ...   Jun 19 2007, 01:02 PM
ulvashi   სწორედ ამიტომაა ს...   Jun 19 2007, 02:09 PM
კანონისტი   მნათე ulvashi კიდევ კარ...   Jun 19 2007, 02:54 PM
მხევალი ნინო   მნათე :blink: ნენა, რა ...   Jun 19 2007, 03:00 PM
კანონისტი   მხევალი ნინო ეჰ ნი...   Jun 19 2007, 03:05 PM
მნათე   რომელი წმიდა მამე...   Jun 19 2007, 03:13 PM
ulvashi   კანონისტი იურისტი ...   Jun 19 2007, 03:14 PM
კანონისტი   ulvashi ჩვენთან არის, ვი...   Jun 19 2007, 03:17 PM
მნათე   გუშინ მისმა მეუფებ...   Jun 19 2007, 03:20 PM
ბექა.შუხოშვილი†   გუშინ მისმა მეუფე...   Jun 19 2007, 03:28 PM
ulvashi   ან არ გესმის, ან არ ...   Jun 19 2007, 03:29 PM
კანონისტი   მნათე ხო ბოლშევიკ...   Jun 19 2007, 03:33 PM
მნათე   ulvashi კანონისტი კლდე...   Jun 19 2007, 03:33 PM
კანონისტი   მნათე ლევან როგორ ...   Jun 19 2007, 03:34 PM
მნათე   ომში კაცის კვლასთ...   Jun 19 2007, 03:36 PM
ulvashi   იურიდიულად თუ ცალ-...   Jun 19 2007, 03:37 PM
მამფალი   მნათე მართლა? ხუმრ...   Jun 20 2007, 10:59 AM
saria-giorgi   "ერის მართველი,ზო...   Jul 10 2007, 04:55 PM
lingvo   ქართული სახელმწიფ...   Jul 14 2007, 12:41 PM
მამფალი   ქართული სახელმწიფ...   Jul 14 2007, 02:20 PM
ulvashi   ????????????   Jul 16 2007, 06:16 PM
შიო   დღევანდელ საქართვ...   Sep 27 2007, 07:11 PM
თემო   საეკლესიო ბიბლიოთ...   May 27 2008, 03:51 PM
xornabujeli   საეკლესიო ბიბლიო...   May 28 2008, 02:45 AM
თემო   საქართველოს მთავრ...   Jun 16 2008, 01:25 PM
ზვარე   Lenus ეგ ვითომ რატომ? ...   Jun 19 2008, 03:40 AM
ზვარე   Lenus ეგ ვითომ რატომ? ...   Jun 19 2008, 03:57 AM
კანონისტი   ზვარე რას ამბობ, აბ...   Jun 19 2008, 11:29 AM
ზვარე   ზვარე რას ამბობ, ა...   Jun 20 2008, 12:24 AM
sable   ზვარე რას ამბობ, ა...   Jun 20 2008, 12:36 PM
მხევალი ნინო   ზვარე ზვარე, ყველა...   Jun 20 2008, 12:02 PM
ზვარე   ზვარე ზვარე, ყველა ...   Jun 20 2008, 12:34 PM
კანონისტი   ზვარე მაგაზეც მიდ...   Jun 20 2008, 12:04 PM
ზვარე   ზვარე მაგაზეც მიდ...   Jun 20 2008, 12:43 PM
მხევალი ნინო   ზვარე ესე ადვილი ...   Jun 20 2008, 12:38 PM
მხევალი ნინო   ზვარე ნამდვილად ა...   Jun 20 2008, 01:40 PM
კანონისტი   უბრალოდ, მთავრობის...   Jun 24 2008, 07:49 PM
ზვარე   უბრალოდ, მთავრობი...   Jun 26 2008, 02:04 AM
ზვარე   უბრალოდ, მთავრობი...   Jun 26 2008, 03:25 AM
daviti_23   აქაურებს სალამი,სა...   Jun 26 2008, 01:28 PM
თემო   აქაურებს სალამი,ს...   Jun 26 2008, 01:40 PM
კანონისტი   daviti_23 იურიდიული "ძ...   Jun 26 2008, 01:34 PM
daviti_23   იხარე! და ერთი კით...   Jun 26 2008, 01:46 PM
თემო   იხარე! და ერთი კი...   Jun 26 2008, 01:53 PM
კანონისტი   მადლობა თემო. გამო...   Jun 26 2008, 01:42 PM
თემო   მადლობა თემო. გამო...   Jun 26 2008, 01:44 PM
daviti_23   განათლებასთან დაკ...   Jun 26 2008, 02:37 PM
კანონისტი   daviti_23 არა "ზოგადი გ...   Jun 26 2008, 02:40 PM
daviti_23   daviti_23 არა "ზოგადი ...   Jun 26 2008, 02:46 PM
კანონისტი   ეკლესიას უფლება ა...   Jun 26 2008, 02:47 PM
daviti_23   იხარე! ველოდები.:)   Jun 26 2008, 03:05 PM
თემო   საქართველოს პრეზი...   Jul 8 2008, 10:58 AM
კანონისტი   თემო გაიხარე ძმაო :)...   Jul 8 2008, 11:00 AM
თემო   თემო გაიხარე ძმაო :...   Jul 8 2008, 11:01 AM
თემო   საქართველოს მთავრ...   Feb 23 2009, 11:37 AM
მხევალი ნინო   ვააა, მაგარია.   Feb 24 2009, 10:36 PM
უჩა   რა ხდება ამ შეთანხ...   Jul 9 2009, 07:12 PM
კანონისტი   უჩა მე ჯერ ვერაფერ...   Jul 10 2009, 11:06 AM
კანონისტი   დავაზუსტე პარლამე...   Jul 10 2009, 04:18 PM
კანონისტი   საპროცედურო საკით...   Jul 10 2009, 04:57 PM
თემო   საქართველოს მთავრ...   Aug 10 2009, 12:11 PM
ბადრი   ღმერთის არსებობა-...   Nov 11 2009, 09:20 PM
samreklo   ღმერთის არსებობა-...   Nov 12 2009, 10:49 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 04:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი