ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
kato_Bato |
Nov 26 2006, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით... თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები.. მაშ ასე: (სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ) შეკითხვა: _ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს? პასუხი: _ეჟვანს... დავითიანი: "სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"... _ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში? _კაცს თავისი შვილი ყელზე აბია... _რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა? _იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო... "_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..." _დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა? _რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ... _რა ახსენდება ყივჩაღს? _ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში... _რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი? _იმიტომ რომ იგი მამალი იყო _პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის... _"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში... _გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია... _გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა. _ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია... _მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი? _ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს... ჯერჯერობით ეს იყოს) დანარჩენი მერე) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მხევალი ნინო |
Jan 9 2007, 01:57 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა ვანო მერაბიშვილი: სოლიდარული რაოდენობა ვანო მერაბიშვილი: მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი თანაპარტიელია,თანამოაზრე თუ თანამეგობარი,თუ დააშავა მაინც დავიჭერთ. ვანო მერაბიშვილი: ამ სისტემაში მოკიდებული აქვს ადგილი კორუფციას ვანო მერაბიშვილი: ყველაზე მეტი თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დააკავა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანო მერაბიშვილი: მიმდინარეობს თანამშრომლობა დაკავებული თანამშრომლის მხრიდან ვანო მაგარია, რომ არ გვყავდეს მოვიწყენდით ციტატა 1) "ვეფხისტყაოსნის" ავტორი რომ შოთა რუსთაველია, ამას ჩვენ ვიგებთ წიგნის ყდიდან. მიშველეეთ ეხლა მოკვდები ციტატა მაინტერესებს იმათი აზრი ვისაც შუშანიკი ნასწავლი აქვს 7-8 წლის წინ და მაინტერესებს იმათი აზრიც ვინც ახლა სწავლობს. იმდღეს მომივიდა კამათი აბიტურიენტთან, რადგან ბავშვი მიმტკიცებდა რომ შუშანიკის ნამდვილი სახელი იყო ვარდანი, ასული ვარდანისი და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ. ჩვენ ვეჩხუბეთ მასეთი სისულელე არავისთან თქვათქო, მაგრამ ბავშვი გაგიჟდა, მასწავლებელმა ამიხსნაო (საკმაოდ კარგ ლექტორთან ემზადება) და მაინც რომ არ დავუჯერეთ , ალბათ რამე გეშლებათქო, სასწავლო სახელმძღვანელო გვაჩვენაა, სადაც ახსნილია, რომ შუშანიკს ერქვა ვარდანი. გეხვეწებით მიპასუხეთ: მე არ მაქვს ნორმალურად ნასწავლი თუ ახალი შუშანიკი დაიწერა??? განსაკუთრებით აბიტურიენტებს გთხოვთ მომწეროთ, მარტლა მასე გასწავლიან ახლა? მე კარგა ხანია აბიტურიენტი არა ვარ, მაგრამ თავის დროზე ძალია კარგად მაქვს ნასწავლი შუშანიკიც და სხვა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიც. ზეპირად მახსოვს , რომ ასე ეწერა, ,,მამისაგან სახელი მისი ვარდან, ხოლო სიყვარულით სახელი მისი შუშანიკ მ მერე გრძელდებოდა მოშიში ღვთისა ვიტარცა იგი ვთქუთ სიყრმით თვისით,, ამიტომ სკოლაში გვსაწავლიდნენ, რომ სავარაუდოდ არსებობდა შუსანიკის შესახებ სხვა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც მის ბავშვობას აღწერდაო. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი