ეკლესია ხატმებრძოლობას შეაჩვენებს! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია ხატმებრძოლობას შეაჩვენებს! |
მნათე |
Dec 11 2006, 08:00 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
როგორ შეაჩვენებს მართლმადიდებელი ეკლესია ხატმებრძოლებს ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელი აღწერს წმიდათა მამათა კონსტანტინეპოლეს შეკრებულთა, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისათჳს, რომელ-ესე წარიკითხვის სოფია წმიდას პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა ესე არიან კურთხევანი მამათანი და მათგან ჩუენ ზედა, შვილთა მათთა და მობაძვათა მართლმადიდებლობისა მათისათა, მიიწევიან. ეგრეთვე წყევანი ურჩთა და განდგომილთა და უგულებელსმყოფელთა მცნებათა ღმრთისათა შეეტყუებიან. ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი ესრეთ ვიტყჳთ უწესოთა მათთჳს და უკეთურთა: რომელნი-იგი სიტყჳთ შეიწყნარებენ განგებულებასა მას ქრისტეს განჴორციელებისასა, ხოლო ხატებით გამოსახვად მისა და თაყუანისცემად არა თავს-იდებენ და ამისთჳს სიტყჳთ იჩემებენ ღმრთისმსახურებასა და საქმით უარ-ჰყოფენ, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი სიტყუასა მას გარეშემო უწერელობისასა ბოროტად იწამებენ და ამისთჳს წინააღმდგომ არიან დამაყენებელ გამოხატვად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელი ჩუენთჳს განჴორციელდა და ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რომელნიცა უკუე წმიდასა ხატსა მისსა გმობენ, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი გამოსახვასა ყოვლისა ცხორებისასა არა შეიწყნარებენ, ვითარ-იგი იხილვა ქუეყანასა ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტE და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარ განკურნნა ყოველნი სენნი და ვნებანი კაცთანი, ვითარ-იგი ჯუარსა ეცუა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა ზეცას და მოევლინა სული წმიდაჲ წმიდათა მოციქულთა ზედა, აწ უკუე რომელნი განმაცხოველებელთა ამათ სოფლისათა საქმეთა ქრისტესთა გამოხატვად და თაყუანისცემად არა თავს-იდვეს, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი ჰგიან წვალებასა ზედა ხატთა ბრძოლისასა, უფროჲსღა განდგომილებასა ქრისტეს ბრძოლისასა და არცა წინასწარმეტყუელთა სწავლასა, არც მოციქულთა ქადაგებასა, არცა წმიდათა მამათა მოძღურებასა შეიწყნარებენ მოქცევად საცთურისა მისგან, არცა ერთობასა მას ეკლესიისასა შეუდგებიან, არამედ ესრე წარმდებებით იუცემიან თავნი თჳსნი ნაწილსა ჰურიათა და წარმართთასა, რამეთუ ვითარცა იგინი ჰგმობენ უფალსა, ეგრეთვე ესენი წმიდასა ხატსა მისსა შეურაცხ-ჰყოფენ, რომელნიცა უკუე მოუქცეველად ეგნენ საცთურისა მისგან და დაიყვნენ ყურნი ყოვლისაგან სულიერისა მოძღურებისა და ბოროტისა მას წვალებასა შინა დაადგრენ, შეჩუენებულმცა არიან. ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან. ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან. წმიდამან სამებამან სამნივე იგი მოსპნა ეკლესიისაგან: თეოდოტე, ანტონი და იოვანე მწვალებელნი და პავლე ისავრი და თეოდორე, რომელსა ერქუა პასტი, და სტეფანე მოლიტი და თეოდორე მექრთილე და ლალოდი ბილწი და მათ თანა ყოველნი მოყუასნი მათნი და წვალებისა თანა-შემწენი შეჩუენებულმცა არიან. ყოველნივემცა მწვალებელნი შეჩუენებულმც არიან. კრებაჲ იგი, რომელ აღიძრა წმიდათა ხატთა ზედა და განგმო თაყუანისცემაჲ ხატთაჲ, შეჩუენებულ იყავნ. რომელნი მოიღებენ სიტყუათა წერილთასა, რომელ თქუეს კერპთათჳს წმიდათა ხატთა ზედა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა და წმიდათა მისთასა, შეჩუენებულმცა არიან და წყეულ. რომელნი ეზიარებიან ნეფსით და მეცნიერებით შეურაცხისმყოფელთა და მეგობართა წმიდათა ხატთასა, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი იტყჳან, თუ ღმრთად ჰყვანან ქრისტეანთა ხატნი, შეჩუენებულ არიან. ღმრთად აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ხოლო წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა და სახესა მისისა მის ჩუენ თანა ქცევისასა. რომელნი იტყჳან, თუ სხუამან ვინმე გჳჴსნნა ჩუენ კერპთმსახურებისაგან, თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ამას საქმესა სხუასა ვის მიაჩემებენ, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი იტყჳან, თუ კათოლიკე ეკლესიამან კერპნი შეიწყნარნა, ესევითარნი-იგი შეურაცხისმყოფელნი არიან ქრისტეანთა სარწმუნოებისანი, რამეთუ წმიდათა ხატთათჳს იტყჳან გმობასა, კრულნი არიან და შეჩუენებულნი. ლოცვა ყავთ გლახაკისა ეფთჳმესთჳს წმიდანო ღმრთისანო, ამენ. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Jan 8 2007, 02:56 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
glaxa
ციტატა ვერანაირად ვერ დაგეტანხმები.. ეს რაც შენ ტქვი მაპატიე, მაგრამ არა სახარებისეულია, არაქრისტესეულია... რა არის არაქრისტიანული? სახარების სულს ეთანადება, შეიძლება ზუსტი ციტატის მოყვანა გაჭირდეს, მაგრამ ხომ გარკვევით ბრძანებს საღმრთო მოციქული, რომ ყოველივე რაც უფალმა ბრძანა და ქმნა, რომ აღგვეწერა, მსოფლიოს წიგნები ვერ დაიტევდაო. ეს თავისთავად გულისხმობს ეკლესიაში პარალელური ცოდნის არსებობას, რომელიც, მართალია სახარებაში არ არის აღწერილი, მაგრამ ჭეშმარიტად უფლის მიერაა ნათქვამი და წმიდა წერილის სულისკვეთებისაა. ჩვენ ვისაუბრეთ მსგავს საკითხებზე და როგორც მახსოვს შენ "წმიდა გარდამოცემას" პრინციპულად გამორიცხავ, მის გარეშე კი მართლმადიდებელი ეკლესია არ არსებობს... ციტატა მე არა მგონია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი იზიარებდეს ვინმეს დაწყევლას... არც მე. დაწყევლა ეშმაკთან ზიარებაა როგორც წესი (თუმცა გამონაკლისი იგივე შენ მიერ მოყვანილი შემთხვევაცაა და დავითის ზოგიერთი ფსალმუნიც (გასაკუთრებით 108-ე) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Jan 9 2007, 03:12 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
glaxa რა არის არაქრისტიანული? სახარების სულს ეთანადება, შეიძლება ზუსტი ციტატის მოყვანა გაჭირდეს, მაგრამ ხომ გარკვევით ბრძანებს საღმრთო მოციქული, რომ ყოველივე რაც უფალმა ბრძანა და ქმნა, რომ აღგვეწერა, მსოფლიოს წიგნები ვერ დაიტევდაო. ეს თავისთავად გულისხმობს ეკლესიაში პარალელური ცოდნის არსებობას, რომელიც, მართალია სახარებაში არ არის აღწერილი, მაგრამ ჭეშმარიტად უფლის მიერაა ნათქვამი და წმიდა წერილის სულისკვეთებისაა. ჩვენ ვისაუბრეთ მსგავს საკითხებზე და როგორც მახსოვს შენ "წმიდა გარდამოცემას" პრინციპულად გამორიცხავ, მის გარეშე კი მართლმადიდებელი ეკლესია არ არსებობს... არც მე. დაწყევლა ეშმაკთან ზიარებაა როგორც წესი (თუმცა გამონაკლისი იგივე შენ მიერ მოყვანილი შემთხვევაცაა და დავითის ზოგიერთი ფსალმუნიც (გასაკუთრებით 108-ე) ეგეთი მიდგომით იმდენი რამის დამტკიცება შეიძლება, რომ თმები ყალყზე დადგიდგება მამების ნაწერებში უნდა გამოვყოთ ორი რამ: პირველი თავად ღმრთის ხელი და მეორე ადამიანების საკუთარი ადამიანისეული სისუსტე. როგორც ოდესღაც ერთმა მოციქულმა უთხრა იესოს მოდი ამ ხალხზე ცეცხლი გამოვიწვიოთო...ეს იყო მოშურნეობის პოზიტიური საწყისიდან წარმოქმნილი, მაგრამ ცალსახად ადამიანური სისუსტე. წყევლაც ერთი ის ნაწილია რაც იმ დიდ მამათა ადამიანურ სისუსტეს შეეხება. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ხატმებრძოლეობა იყო მოძრაობა ე.წ. ელიტარული თეთრი სამღვდელოებისა რომელიც დაუპირისპირდა მონასტიციზმს, ვინაიდან სწორედ მონასტრებში გაჩნდა ხატის დამცველთა ყველაზე დიდი ფრაქცია. ხოლო სიტუაცია იქამდეც მიდიოდა, რომ ამ ბერებს სასტიკად უსწორდებოდნენ, დილეგში ამწყვდევდნენ და სტანჯავდნენ ხელისუფალნი. შედეგად ადამიანური პროტესტი იყო ის, რამაც გამოიწვია იმ წყევლის გაჟღერება. შევხედოთ ძალიან ფართოდ და ღიად, ნუ მოვახდენთ ყველაფრის კანონიზაციას, იმისიც, რაც ეკლესიის სწავლება არაა...ამ წყევლით ის უდაოდ დიდი მამები ჩრდილში არ ექცევიან, ისევე, როგორც მოციქული პეტრე, რომელმაც ყური ჩამოათალა ჯარისკაცს. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 04:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი