ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა, შესაქმის მატიანის მიხედვით. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა, შესაქმის მატიანის მიხედვით. |
argani |
Jun 19 2008, 12:19 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა შესაქმეთა თავი 1 27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი,მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. 31. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეექვსე. თავი 2 3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაიყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისგან, რომლის კეთებაც დაიწყო ღმერთმა. 15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად. 18. და თქვა ღმერთმა: არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა; შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსი. ??? |
KAIROS |
Jun 19 2008, 01:54 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ნამდვილად თავის ხატად და სახედ შექმნა? ნუ გავარიატ წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი ოცდამეექვსე ადამიანის შესახებასე დააარსა ღმერთმა, ერთი მხრივ, გონისეული არსება, კერძოდ, ანგელოზები და ყველა ციური მწყობრი, რადგან ისინი აშკარად გონისმიერი და უსხეულო ბუნებისა არიან (მაგრამ „უსხეულოდ“ ვამბობ მათ ნივთიერების განხშოებასთან შეფარდებით, რადგან მხოლოდ ღვთიურობაა ნამდვილად უნივთო და უსხეულო) მეორე მხრივ, მან შექმნა, აგრეთვე, ის, რაც გრძნობადია: ცა, მიწა და მათ შუაში მდებარენი. პირველი მათგანი საკუთრივია ღვთისთვის (რადგან ესაკუთრება ღმერთს მოაზროვნეობითი და მარტოდენ გონებით აღქმადი ბუნება), მეორე კი ყოვლითურთ შორს მყოფია მისგან როგორც, ცხადია, გრძნობას დაქვემდებარებული. მაგრამ საჭირო იყო, რომ შექმნილიყო ორივე მათგანის ნაზავი და, ღვთის გამომეტყველი გრიგოლის სიტყვისებრ, „უფრო დიდი სიბრძნისა და ბუნებათა მიმართ უშურველობის ნიშანდება“, როგორც რამ ნაერთობა „ხილული და უხილავი ბუნებისა“. ამასთან, როდესაც ვამბობ: „საჭირო იყო“, ვგულისხმობ შემოქმედის ზრახვას, რადგან სწორედ ესაა უმართებულესი განჩინება და რჯული; და ვერავინ ეტყვის შემძერწველს; „რად შემქმენი ასე?“ რადგან აქვს მექოთნეს უფლება, რომ თავისი თიხისგან სხვადასხვა ჭურჭელი დაამზადოს საკუთარი სიბრძნის წარმოსაჩენად. ამრიგად, რადგან ასე იყო ეს ყველაფერი, ხილული და უხილავი ბუნებისგან საკუთარი ხელებით შექმნა მან ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან „ხატისებრობა“ გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა“ კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/26.htm -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი