IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა, შესაქმის მატიანის მიხედვით.
argani
პოსტი Jun 19 2008, 12:19 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ციტატა
შესაქმეთა
თავი 1
27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი,მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.
31. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეექვსე.

თავი 2
3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაიყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისგან, რომლის კეთებაც დაიწყო ღმერთმა.
15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.
18. და თქვა ღმერთმა: არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა; შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსი.

???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Jun 19 2008, 01:54 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ნამდვილად თავის ხატად და სახედ შექმნა?

ნუ გავარიატ biggrin.gif

წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ოცდამეექვსე

ადამიანის შესახებასე დააარსა ღმერთმა, ერთი მხრივ, გონისეული არსება, კერძოდ, ანგელოზები და ყველა ციური მწყობრი, რადგან ისინი აშკარად გონისმიერი და უსხეულო ბუნებისა არიან (მაგრამ „უსხეულოდ“ ვამბობ მათ ნივთიერების განხშოებასთან შეფარდებით, რადგან მხოლოდ ღვთიურობაა ნამდვილად უნივთო და უსხეულო) მეორე მხრივ, მან შექმნა, აგრეთვე, ის, რაც გრძნობადია: ცა, მიწა და მათ შუაში მდებარენი.

პირველი მათგანი საკუთრივია ღვთისთვის (რადგან ესაკუთრება ღმერთს მოაზროვნეობითი და მარტოდენ გონებით აღქმადი ბუნება), მეორე კი ყოვლითურთ შორს მყოფია მისგან როგორც, ცხადია, გრძნობას დაქვემდებარებული.

მაგრამ საჭირო იყო, რომ შექმნილიყო ორივე მათგანის ნაზავი და, ღვთის გამომეტყველი გრიგოლის სიტყვისებრ, „უფრო დიდი სიბრძნისა და ბუნებათა მიმართ უშურველობის ნიშანდება“, როგორც რამ ნაერთობა „ხილული და უხილავი ბუნებისა“. ამასთან, როდესაც ვამბობ: „საჭირო იყო“, ვგულისხმობ შემოქმედის ზრახვას, რადგან სწორედ ესაა უმართებულესი განჩინება და რჯული; და ვერავინ ეტყვის შემძერწველს; „რად შემქმენი ასე?“ რადგან აქვს მექოთნეს უფლება, რომ თავისი თიხისგან სხვადასხვა ჭურჭელი დაამზადოს საკუთარი სიბრძნის წარმოსაჩენად.

ამრიგად, რადგან ასე იყო ეს ყველაფერი, ხილული და უხილავი ბუნებისგან საკუთარი ხელებით შექმნა მან ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან „ხატისებრობა“ გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა“ კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას.


http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/26.htm


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 19 2008, 02:00 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ციტატა(KAIROS @ Jun 19 2008, 12:54 AM) *

მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან „ხატისებრობა“ გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა“ კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას.

ამისთვის გმადლობ მაგრამ ამაზე არ მიკითხავს. ვიწროდ ფიზიკურ იერზე ვკითხულობდი. თავის ხატად შექმნა " როცა "სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი,მამაკაცად და დედაკაცად"?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
argani   ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა   Jun 19 2008, 12:19 AM
KAIROS   1. ზოგადი მოყოლა შექ...   Jun 19 2008, 12:29 AM
argani   ო, ეგ თავისთავად, მá...   Jun 19 2008, 12:33 AM
KAIROS   აუცილებად მეექვსე...   Jun 19 2008, 12:44 AM
დათიკო   argani http://church.ge/index.php?showtopic=2930   Jun 19 2008, 12:49 AM
argani   KAIROS გადავავლე და შეá...   Jun 19 2008, 01:04 AM
KAIROS   იყო მაგაზე საუბარáƒ...   Jun 19 2008, 01:22 AM
argani   ნამდვილად თავის ხá...   Jun 19 2008, 01:36 AM
KAIROS   ნუ გავარიატ :D წმინá...   Jun 19 2008, 01:54 AM
argani   მისცა რა მას, საკუá...   Jun 19 2008, 02:00 AM
KAIROS   ვერ გავიგე, რას ქვი...   Jun 19 2008, 02:03 AM
argani   KAIROS გარეგნულ სახეს, ...   Jun 19 2008, 07:00 PM
კანუდოსელი   აქ ლაპარაკია გარეáƒ...   Jun 19 2008, 07:07 PM
argani   კანუდოსელი არ ვიცáƒ...   Jun 19 2008, 07:19 PM
კანუდოსელი   მაგრამ თემასთან დáƒ...   Jun 19 2008, 07:38 PM
argani   argani იყო ასეთი სექტა ...   Jun 19 2008, 08:12 PM
afxazi   argani მაგრამ საინტერáƒ...   Jun 19 2008, 09:26 PM
argani   afxazi ეგ ნეტარება ოდეá...   Jun 19 2008, 09:30 PM
afxazi   argani http://church.ge/index.php?s=&showtopic=22...   Jun 19 2008, 09:37 PM
argani   afxazi კეთილი, ველი პაá...   Jun 19 2008, 10:33 PM
ზვარე   მგონი თემების გაერ...   Jun 20 2008, 02:27 AM
argani   არა ივარგებს, ვინაá...   Jun 20 2008, 05:45 AM
afxazi   argani ეგაა პასუხი :)   Jun 20 2008, 11:17 AM
დათიკო   ზვარე არაფერია ცუáƒ...   Jun 20 2008, 11:27 AM
შანკარა   მართლმადიდებელთა á...   Jun 13 2014, 10:11 AM
G_saxva   შანკარა ორმოცდაათá...   Jun 13 2014, 10:53 AM
შანკარა   თეოსოფი ვარ   Jun 13 2014, 11:10 AM
MIRDAT   G_saxva ჩვენში დარჩეს დá...   Jun 13 2014, 12:33 PM
afxazi   ბიბლიის წარმოდგენá...   Jun 13 2014, 01:27 PM
შანკარა   ბიბლიის და საერთოდ...   Jun 13 2014, 02:19 PM
MIRDAT   ბიბლიის და საერთოáƒ...   Jun 13 2014, 08:31 PM
A.V.M   შანკარა რაც აქ გიწáƒ...   Jun 13 2014, 04:11 PM
afxazi   შანკარა ხოდა გაემ...   Jun 13 2014, 05:34 PM
შანკარა   თეოსოფიის თანახმაá...   Jun 13 2014, 09:16 PM
A.V.M   afxazi :D :D :D „შანკარა   Jun 13 2014, 10:39 PM
marine   "უფალმა სამყაროს ...   Aug 4 2022, 04:56 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th November 2026 - 03:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი