![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
დაწერეთ რას ფიქრობთ!
|
![]() ![]() |
ზვარე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 ![]() |
ციტატა
მე ვეზიარები მაშინ, როცა მოძღვარი მაკურთხებს. ეს არ არის მთლად სწორი მიდგომა ![]() აბა მაშინ მოძღვარი საერთოდ არ ყოფილა საჭირო ![]() ![]() ზიარება უზიარებლობის საკითხის გადაწყვეტა თუ არაა მოძღვრის გადასაწყვეტი, მაშინ საერთოდ რომელი საკითხების გადაწყვეტაა მის კომპეტენციაში? ისე მცირე სჯულის კანონს თუ გადავავლებთ თვალს, ჩვენთვის ყოველდღიური და ,,უმნიშვნელო'' ცოდვებისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს თუ გადავხედავთ ზიარების უფლება მხოლოდ სიკვდილის წინ სასიკვდილო სარეცელზე უნდა მოგვეცეს. გასაგებია, რომ არის შემწყნარებლობა და იკონომია, მაგრამ ვინ უნდა გამოიყენოს იკონომია? ჩვენ თვითონ უნდა შევუფარდოთ საკუთარ თავს? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მაშინ მოძღვარი რაღათ გვინდა? სხვა რაზე უნდა ესაუბრო მოძღვარს და რაზე უნდა ჰკითხო რჩევა თუ არა ამ საკითხებზე? ჩვენ თვითონ თუ გადავწყვეტთ ზიარება უზიარებლობის საკითხს, მაშინ აღსარებას მოძღვარს რაღატომ ვაბარებთ? პროტესტანტებივით პირდაპირ უფალს ხომ არ ჩავაბაროთ? ზიარების მისაღებად კი ვართ ყოველთვის უღირსები, მაგრამ წირვას იმიტომ ვესწრებით, რომ ვეზიაროთ. წირვას ვესწრები...... არ ვეზიარები..... ვდგევარ ჩემთვის....... არც ვარ საკმარისად მომზადებული..... უცებ მოძღვარი მაძლევს კურთხევას ვეზიარო, თვითრჯულობა დავიწყო და განსჯა რამდენად ღირსი ვარ? სიხარულით მაშინათვე მივალ და ვეზიარები. სადაა, სად ველოდო როდის ვიქნები ღირსი, ეგებ დღეს უნდა წავიდე ამქვეყნიდან. აღსარება ზიარების საკითხი თუ არ მივანდეთ მოძღვარს, მაშინ გამოვუტყდეთ გულახდილად ჩვენს თავს, რომ არა გვყავს მოძღვარი და უკომპასო გემივით დავეხეტებით სულიერ ცხოვრებაში. ჩემი აზრი ასეთია. ყველას საკუთარი აზრი აქვს. თუ ვინმემ ცუდად მიიღო შენდობას ვითხოვ. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი