ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
T.L. |
Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი
#1
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...
*** ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი. - გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო. - გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. - წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: - ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად... ....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად. მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. "ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე -------------------------------------------------------- *** ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? .....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა: ,,ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა, იწვა გალაკტიონი და ლექსებზე ფიქრობდა" ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია... სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
iisperiTOVLI |
Jun 19 2008, 03:44 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
თვალუწვდენელი
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო, ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო. თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი, ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი. ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი, კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი. ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე, გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე, გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა, სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა. მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე, მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე. ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი. 1913 მოვა... მაგრამ როდის? შორეული ქალის ეშხი მოვა... მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის! ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის; სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის! ყვავილები უხვადარის დენდის...მეფე მონის. ქარში ათრობს არემარეს ოხვრა ტრიანონის. და ლანდებად თეთრ სარკეზე ჩნდება სახე მკრთალი შუაზელი, ესტერგეზი და თვით დედოფალი. ზრდილი, ნაზი და მეფური, ჩემი ძველისძველი ლექსი არის უნებური სიზმრით შემმოსველი. მხოლოდ თეთრი შადრევნებით მე ვერსალის ბროლი, მაცდურ თვალის გადევნებით მტანჯავს მსუბუქ-მქროლი. დედოფალო! ლურჯი რაში მიჰქრის საშიშ-ჩქარი და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი! მიჰქრის დალალგადაყრილი: დოვინ, დოვენ, დოვლი... თოვლი, ფიფქი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი. -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი