ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ზვარე |
Jun 19 2008, 03:57 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
Lenus ეგ ვითომ რატომ? მილიონები დაუტოვეს კომუნისტებმა და იქიდან იხადოს? მიშა რა ორჯონიკიძის სამართალმემკვიდრეა? მე ვარ ათეისტი და ვიხდი საშემოსავლო გადასახადს. მერე ამ ფულს აძლევენ მღვდელს, რომ მან რელიგიური განათლება მიიღოს. ჩემს გარდა ამ საქართველოში გადასახადებს იხდის ნახევარ მილიონზე მეტი აზერი და სომეხი. ათეისტების, კათოლიკეების, პროტესტანტების რაოდენობას არ ვამატებ. ამათი ფული სად უნდა მიდიოდეს - საერთო საქმეზე თუ ერთი კონკრეტული რელიგიის განვითარებაზე? და ყოველივე ამის შემდეგ შეგიძლია სერიოზულად ისაუბრო სეკულარიზაციაზე? სეკულარიზაციაზე კი არა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციაზე შესაძლებელია უსასრულოდ საუბარი. მართლმადიდებელი ეკლესია გაგებით ეკიდება სახელმწიფოს გაჭირვებას და არ ითხოვს თავის კუთვნილს. სამაგიეროდ სახელმწიფო მორცხვად ხანდახან ვალის რაღაც უმცირეს ნაწილს დაუბრუნებს. თქვენს მიერ ნახსენები კონფესიების წარმომადგენლები რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დღეში იყვნენ მათ დიდი ხნის წინ ექნებოდათ დავა დაწყებული და დამთავრებული სახელმწიფოსთან და სახელმწიფოზე დაკისრებული თანხებით საქართველოს ვალი მინიმუმ ასჯერ მაინც გაიზრდებოდა. ისინი ამას არ მოერიდებოდნენ. მართლმადიდებელი ეკლესია დედაეკლესიაა და შვილებს სიყვარულით ექცევა. ზოგი ,,უძღები შვილი'' მობრუნდება და ვალის უმნიშვნელო ნაწილს დაუბრენებს. ამ დროს სხვა ,,უძღები შვილები'' განგაშს ატეხავენ ეკლესიას ფული მისცესო. ისე მე არ მინახავს სახელმწიფოს რელიგიური განათლება დაეფინანსებინოს. თანხები ძირითადად იმ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას ხმარდება, რომლებიც ისევდაისევ ეკლესიის შემწყნარებლობის გამო ორმაგ მფლობელობაშია. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი