ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
KAIROS |
Jun 16 2008, 04:13 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად , და მოკლედ რა ჩამოთვლის... იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ. მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად? მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Giorgi- |
Jun 19 2008, 11:28 AM
პოსტი
#2
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანონისტი
ციტატა ლათინური - ქართული - სომხური historia - ისტორია - პატმუციუნ res publica - რესპუბლიკა - ჰანრაპეტუციუნ praesident - პრეზიდენტი - ნახაგაჰ minister - მინისტრი - ნახარარ passport - პასპორტი - ქაღაქაციგირ (ანუ მოქალაქის წიგნაკი) constitucio - კონსტიტუცია - საჰმანადრუციუნ ეჰ, დათო მასე თუ წავიდა მართალს ჩიოდა ი კაცი, პეტრიაშვილი: ვიოლინო - ყელ-ფანდურა ვერტმფრენი - ჰაერმფრქვევი პომიდორი - ოქროვაშლა და ა.შ. კარგი მერე ეს? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი