ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
KAIROS |
Jun 16 2008, 04:13 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად , და მოკლედ რა ჩამოთვლის... იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ. მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად? მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
likka |
Jun 19 2008, 12:37 PM
პოსტი
#2
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ფრიად საინტერესო თემაა
მე პირადად, აი ეს სიტყვა მიყვარს, ფრიად და საკმაოდ ხშირადაც ვიყენებ, თუმცა შიანურულ საუბარში, იმდენად 'გაუცხოვდა" ჩვენი ენა, რომ სასაცილოდ არ ჰყოფნის ბევრს და მეც თავს ვარიდებ ვინმე "რეგვენის" დაცინვის ობექტი რომა რ გავხდე . მაგრამ, აი ეგეთი სიტყვების თარგმნას რაც ზემოთ ვნახე, რავიცი, მარტო თარგმანი ხომ არაა სიტყვის, მთავარია მათი პრაკტიკაში დამკივდრება, თორე მეც სულ ამაც გავიძახი: რატომ ვიძახოთ "პლოსკო" იგივე "პლასკაგუბცი", როცა გვაქვს ბრტყელტუჩა?! ან "ატიორკა" თუ 'ატვიორკა" როცა გვაქვს სახრახნისი, იგივე ქანჩი, თუ ჭანჭიკი და ასე შემდეგ?! ჩემის ვიწრო ჭკუით, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომო ქართული ენა, ვერასდროს გახდება ტექნიკის ენა. ძალიან ხმამაღლა კი გამომივიდა, რა ვქნა, მაგრამ, ეგრეა. ნაით-ქლაბსა და სუპერმარკეტს რომ თავი დავანებოთ (ეს უკვე მატრავკვეცობაა და უბრალოდ ცუდი ტონი, მეტი არაფერი, იმიტომ რომ მათი შესატყვისი სიტყვები არსებობს, და გამოყენება 'გვიტყდება" ხანდახან) მაგრამ, აბა დაფიქრდით, რატომ გახდა ინგლისური ან თუნდაც რუსული ბარბარიზმების წყარო??? იმიტომ, რომ მათ მოახაერხეს ტექნიკის ენაზე ამეტყველება ანალოგიურია ჩინური და იაპონურიც, უბრლაოდ საქმე ისაა, რომ მათ იოროგლიფებს ასე მასიურად ვერ ვკითხულობთ ხო კიდე ეს გამახსენდა, მიყვარს ეს სიტყვა "შტეფცელი" - დენცქვიტა -------------------- ეჰ...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი