![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად ![]() იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ. მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად? მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი ![]() იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
likka |
![]()
პოსტი
#2
|
![]() გენა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 ![]() |
კანონისტი
მონდომება, არაფერშუაშია დათო ![]() კი, ბევრ რამეს შვება ეგ, რუსულის შემთხვევაში ეგრეა, ნადმვილად, იმიტომ რომ ტექნიკის ბევრი მიღწევა სულაც არ არის რუსული წარმოშობის, მაგრამ მათი თარგმანები უფრო დამკვირდებულია ჩვენში დღესდღეობით. მაგრამ, აბა დააკვირდი, თვით რუსული რამდენ ინგლისურ სიტყვას იყენებს??? ეს იმიტომ, რომ ორივე ენა ტექნიკურ ტენდენციებს კარგად აჰყვა, და რახან რუსულისთვის ეს მეტნაკლებად ახლობელი სფერო იყო, აგიტომ გახდა რუსულიც დომინანტი ე.წ პლასკაგუბცებისა და ატვიორკების სამყაროში ![]() საინტერესოა კიდევ "ფიდბექი"-ს თარგმანი, ბევრი ამას უკუკავშირად თარგმნის, მაგრამ ფილოლოგების აღშფოთებას საზღვარი არა ააქვს ხოლმე მერე ![]() ყოველზე ცუდი ისაა, რომ ენის სპეციალისტები მარტო აკრიტიკებენ ბარბარიზმების არსებობას, და არანაირ ქართულს ალტერნატივას არ გვთავაზობენ, ამიტომაც არის რომ თუ რომელიმე ტერმინმა შეძლო და დამკვიდრდა ქართულში, მერე წამოიჭრება ხოლმე იმის პრობლემა რომ თურმე ვერ ყოფილა მთლად კაი ქართული ![]() თუნდაც, ვინდოუსის ქართული მენიუ ავიღოთ, მახსოვს კაი ხანი მუშაობდნენ ამაზე და გამოვიდა კიდეც, მაგრამ მე არავისგან გამიგია ვინმე ამას იყენებდეს ![]() ![]() ![]() პ.ს. მარტო ფორუმის ლექსიკონი რომ ავიღოთ, იმდენი ბარბარიზმია აქაც ![]() თუნდაც "გაოფება" - უსაქმოდ ლაპარაკი, თემიდან გადახვევვა, საქმე აქ ისაა, რომ ქართული თარგმანი უფრო უხვ-სიტყვია ნი გამოდის ხშირ შემთხვევაში, და პრაკტიკული მიზნებიდან გამომდინარე ხდება მათი უფრო მოკლე და ლაკონური ტერმინებით ჩანაცვლება რისი დამტკიცებაც გვინდოდა ![]() -------------------- ეჰ...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 09:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი