ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
KAIROS |
Jun 16 2008, 04:13 AM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად , და მოკლედ რა ჩამოთვლის... იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ. მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად? მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ismail |
Jun 19 2008, 05:25 PM
პოსტი
#42
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ჩემი აზრით (არაკომპეტენტურით ) , მართებული იქნებოდა, თუკი ქართულ ენაში არსებულ სიტყვებს დავყოფდით 4 კატეგორიად:
1. ისეთი სიტყვები, რომლებიც უდავოდ მიუღებელა (ვგულისხმობ ძირითადად ინგლისურიდან შემოსულ ახალ-ახალ სიტყვებს, აგრეთვე რუსულიდან შემოსულ ქართული ენის დამამახინჯებელ სიტყვებს (ჩაინიკი, პოლი, შკაფი, მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვები , და ა.შ.)); 2. საზოგადოდ დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, რომლებიც არაა მიუღებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ენებში მოიძებნება მათი შესატყვისი (სომხების მაგალითი დაგვისახელა კანონისტმა) და შესაბამისად, ქართულშიც შეიძლებოდა არსებულიყო (ბერძნულიდან, ლათინურიდან, აგრეთვე ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. შემოსული საერთაშორისო სიტყვები). 3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...) 4. "ნაღდი" ქართული სიტყვები. აქედან: I ტიპის სიტყვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს (გამონაკლისს წარმოადგენს "პახმელია", რომლის დამკვიდრებასაც ქართულ ენაში მე მხარს ვუჭერ - რის ნაბახუსევი, რა ნაბახუსევი! ); II ტიპის სიტყვებიდან შესაძლებელია მოეძებნოს ზოგიერთს შესატყვისი ქართულ ენაში; III ტიპის სიტყვები უნდა იყოს (სხვა რა გზაა); ხოლო IV ტიპის სიტყვები ხომ ჩვენი სიმდიდრეა პირდაპირ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი