ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
KAIROS |
Jun 16 2008, 04:13 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად , და მოკლედ რა ჩამოთვლის... იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ. მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად? მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Giorgi- |
Jun 19 2008, 05:57 PM
პოსტი
#2
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
Ismail
ციტატა 3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...) პრეზიდენტი, კონსტიტუცია, მონარქია, ანარქია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, იზოლაცია, პარკეტი, ციფერბლატი, სავიზიტო ბარათი, ელექტროობა, მოლეკულა, ატომი, ავტომატი, ავტომატიკა, მექანიკა, და ა.შ... 1. როგორ ფიქრობთ არ არის დამკვიდრებული? 2. თუ არ არის და ახლა მკვიდრდება რამე შავდება? აღარიბებს ქართულ ენას? 3. "მესამე ტიპის სიტყვები", რომლებზეც ვამბობთ რომ სხვა გზა არაა, იქნებ იმ დროს, როდესაც პირველად შემოვიდა იყო სხვა გზა? ანუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიტყვები (და მრავალი სხვაც) თუ ისე დამკვიდრდა რომ სხვა გზა აღარაა? პირველში გეტანხმები, სპიჩკა და კარობკა არც არის ოფიციალური და აღმოსაფხვრელია ეჰ, კანონისტო, ნამეტანი ეროვნულობა ნამეტან არაეროვნულობას იწვევს ხომ იცი? უკიდურესი ცხელი და უკიდურესი ცივი ერთნაირ შეგრძნებას იწვევს ადამიანში აბსოლუტურად ყველა ენა წელიწადში ათეულობით ათას უცხო სიტყვას იღებს, რასაკვირველია, ლათინური და სლავური არაა ჩვენი ენა, მაგრამ ხომ გვინდა ევროპელობა? პარაშუტს ცისკიდურა დაუძახოთ, თუ ცაზე ჩამოსაკიდი? რატომ გვგონია, რომ პატრიოტიზმია ვერტმფრენს ჰაერშემფრქვევი დავუძახოთ? მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ "ნამეტანია" ფორუმს რა დავარქვათ? წარმოსახვითი თავყრილობა? |
Ismail |
Jun 19 2008, 06:10 PM
პოსტი
#3
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
Giorgi-
Ismail პრეზიდენტი, კონსტიტუცია, მონარქია, ანარქია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, იზოლაცია, პარკეტი, ციფერბლატი, სავიზიტო ბარათი, ელექტროობა, მოლეკულა, ატომი, ავტომატი, ავტომატიკა, მექანიკა, და ა.შ... 1. როგორ ფიქრობთ არ არის დამკვიდრებული? 2. თუ არ არის და ახლა მკვიდრდება რამე შავდება? აღარიბებს ქართულ ენას? ეგ სიტყვები, რაც ჩამოთვალე, "მეორე ტიპის: სიტყვებში მოვიაზრე. რა თქმა უნდა არაფერი არ შავდება. ენა საერთაშორისო სიტყვების გარეშე არ არსებობს. ციტატა 3. "მესამე ტიპის სიტყვები", რომლებზეც ვამბობთ რომ სხვა გზა არაა, იქნებ იმ დროს, როდესაც პირველად შემოვიდა იყო სხვა გზა? ანუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიტყვები (და მრავალი სხვაც) თუ ისე დამკვიდრდა რომ სხვა გზა აღარაა? მართალი ხარ სხვა გზა აღარაა. "მეორე ტიპის" სიტყვებს (პრეზიდენტი, კონსტიტუცია, მონარქია, ანარქია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, იზოლაცია, პარკეტი, ციფერბლატი, სავიზიტო ბარათი, ელექტროობა, მოლეკულა, ატომი, ავტომატი, ავტომატიკა, მექანიკა, და ა.შ...) ისევე ვეღარ აღმოვფხვრით (და არცაა აღმოსაფხვრელი მათი უმეტესობა), როგორც "მესამე ტიპის" სიტყვებს (ჩანთა, ქაღალდი, საათი და სხვა სიტყვები, რომლებიც უცხოურიდანაა შემოსული). ახლა მთავარია, "პირველი რიგის" სიტყვების აღმოფხვრაზე ვიფიქროთ. თორემ ნელ-ნელა იკიდებს ფეხს სკაბრეზულად დეკლარირებული სეპსისი, რაიმე აზრის მუსირება და მისი მსგავსი საშინელი გამოთქმებ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი