IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე, ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა
ზვარე
პოსტი May 21 2008, 01:44 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა

წმიდა მამების უამრავი შრომა ეხმაურება აღნიშნულ საკითხს. მასვე განმარტავენ ებრაელი კომენტატორები, მეცნიერები. საინტერესოა მათი გაცნობა და მსჯელობა ამ საკითხებზე.

სხვადასხვა თემებში ხშირად ხდება შეხებაამ თემასთან. გთხოვთ დადოთ ლინკები, გამოთქვათ მოსაზრებები, ვისაუბროთ ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ...
ალბათ ბევრისთვის იქნება საინტერესო.




წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით

1

1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

2. ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.

3. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.

4. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.

5. და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი.

6. და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ.

7. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა.

8. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.

9. და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.

10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

12. და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.

14. და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.

15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.

17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.

18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.

19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.

20. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.

21. და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

22. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.

23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.

24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.

25. და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

26. და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.

27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.

28. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა.

29. და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად.

30. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ.

31. და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზვარე
პოსტი Jun 19 2008, 11:48 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(argani @ Jun 19 2008, 04:47 AM) *




მე ვამბობ, წმინდა წერილზე დაყრდნობით, რომ წინადადება "იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი, დღე პირველი" მიანიშნებს სიტყვა 'დღის' ჩვეულებრივ გაგებაზე, ანუ იმაზე რომ დღე უდრის 24 საათიან მონაკვეთს.




დიახ და შენ ეყრდნობი სიტყვა ,,დღის'' ჩვეულებრივ, ყოველდღიურ გაგებას. მე კი გეუბნები, რომ წმიდა წერილის თანახმად ეს სიტყვა გამოიყენება ცოტა სხვა გაგებით. ამას გეუბნები იმიტომ, რომ შინაარსობრივი ანალიზი ხშირად უჩვენებს, რომ ეს არ არის 24 საათი.

ისე მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, იმის თქმა რომ არიქა რასაც მე ვიტყვი მხოლოდ ესაა სიმართლე მეთქი, ცოტა გადამლაშებული იქნება.

წმიდა წერილი სულიწმიდის კარნახითაა დაწერილი, მის გაგებასაც სულიწმიდის მადლი ჭირდება.
წმ. კირილე იერუსალიმელის სიტყვებით ,,სულიწმიდა იძლევა იმდენს, რამდენის მიღებაც შეგვიძლია. მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმიდა გული აქვს''.

ჩვენ ვიკამათებთ, მაგრამ რადგან არც შენ და არც მე წმიდა გულის ქონაზე პრეტენზია ვერ გვექნება, წმიდა წერილში დაფარული სიბრძნე მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება ჩვენთვის.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზვარე   ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე   May 21 2008, 01:44 AM
seminaristi   თავი 1 1. დასაბამად áƒ...   May 27 2008, 04:23 PM
argani   1. დასაბამად შექმნა...   May 27 2008, 11:10 PM
seminaristi   საიდან მოდიოდა ნაáƒ...   May 28 2008, 10:25 AM
argani   თარგმნას არ ვითხოáƒ...   May 28 2008, 07:14 PM
კანუდოსელი   თარგმნას არ ვითხოáƒ...   Jun 8 2008, 12:40 AM
argani   ღმერთმა მოიწონა ნáƒ...   Jun 11 2008, 12:00 AM
seminaristi   თარგმნას არ ვითხოáƒ...   Jun 12 2008, 10:51 AM
sandro40   ჯერ მცენარეები და áƒ...   Jun 12 2008, 10:54 AM
argani   მოდი, ერთი შეხედვიá...   Jun 12 2008, 07:51 PM
orthodox-georgia   იქნებ გადმოგეცა იá...   Jun 8 2008, 01:06 PM
galateli   ერთი რამე რაც მე ვიá...   Jun 12 2008, 12:08 PM
Raycher   დაიცა და თუ უფალი თ...   Jun 12 2008, 06:53 PM
galateli   argani ჩემო კარგო,წმიá...   Jun 13 2008, 03:19 AM
xatia19   argani ერთი რამე უნდა იá...   Jun 13 2008, 09:44 AM
orthodox-georgia   argani ერთი რამე უნდა ი...   Jun 13 2008, 12:05 PM
Floyd   xatia19 ვერ დაგეთანხმეá...   Jun 13 2008, 10:46 AM
xatia19   xatia19 ვერ დაგეთანხმე...   Jun 13 2008, 05:34 PM
Floyd   argani დაზუსტებით ვიცáƒ...   Jun 13 2008, 10:58 AM
galateli   argani დაზუსტებით ვიცá...   Jun 13 2008, 12:55 PM
argani   [b]argani დაზუსტებით ვიá...   Jun 13 2008, 06:49 PM
xatia19   . "ღმერთმა შექმნა á...   Jun 13 2008, 07:12 PM
კანუდოსელი   კი, და ესეც ღიტსი ე...   Jun 14 2008, 08:10 PM
argani   ღვთისმეტყველება áƒ...   Jun 14 2008, 11:14 PM
კანუდოსელი   რომ დღე ყოველთვის ...   Jun 14 2008, 11:18 PM
afxazi   galateli ასეთი მიდგომა áƒ...   Jun 13 2008, 01:31 PM
Floyd   afxazi +1 მაგაზე პასუხი ...   Jun 13 2008, 02:19 PM
argani   xatia19 მე კი მხოლოდ 24 სáƒ...   Jun 13 2008, 07:29 PM
Floyd   xatia19 აბა ადამიანები ...   Jun 13 2008, 09:12 PM
xatia19   xatia19 აბა ადამიანები...   Jun 13 2008, 09:31 PM
Floyd   xatia19 კითხვა დავსვი ი...   Jun 13 2008, 09:42 PM
xatia19   xatia19 კითხვა დავსვი áƒ...   Jun 13 2008, 10:17 PM
Floyd   xatia19 არა რატქმაუნდა ...   Jun 13 2008, 10:21 PM
xatia19   xatia19 არა რატქმაუნდა...   Jun 13 2008, 10:29 PM
argani   xatia19 უფლის სიყვარულá...   Jun 13 2008, 10:33 PM
xatia19   [b]xatia19 ჩვენთვის ეს კá...   Jun 13 2008, 10:41 PM
argani   xatia19 უფალს სურდა მის...   Jun 14 2008, 12:20 AM
afxazi   argani გააჩნია რას გულá...   Jun 14 2008, 12:34 PM
დათიკო   argani გაითვალისწინე áƒ...   Jun 14 2008, 03:18 PM
KAIROS   არც ასე განმარტებáƒ...   Jun 15 2008, 05:04 AM
argani   არც ასე განმარტებáƒ...   Jun 15 2008, 11:05 PM
argani   კანუდოსელი ბიბლიუ...   Jun 15 2008, 11:16 PM
KAIROS   სამოთხიდან გამოძე...   Jun 16 2008, 02:33 AM
argani   სამოთხიდან გამოძე...   Jun 16 2008, 07:40 PM
დათიკო   ჩვენ აქ არ ვსაუბროá...   Jun 16 2008, 10:08 PM
argani   დათიკო უეჭველად აáƒ...   Jun 16 2008, 10:39 PM
დათიკო   argani რომელში? დააზუსá...   Jun 16 2008, 10:43 PM
argani   დათიკო პასუხის ბმáƒ...   Jun 16 2008, 10:49 PM
კანუდოსელი   [b]დათიკო პასუხის ბá...   Jun 16 2008, 11:22 PM
დათიკო   argani და რა მერე?   Jun 16 2008, 11:17 PM
kmunebi   ყველაზე უნიკალურიá...   Jun 16 2008, 11:21 PM
argani   კანუდოსელი კი არ მá...   Jun 17 2008, 12:13 AM
ზვარე   კი არ მიყვარს იძულ...   Jun 18 2008, 02:06 AM
KAIROS   გაგცა პასუხი დავიáƒ...   Jun 18 2008, 03:41 AM
argani   ეს გასაოცარია! ეáƒ...   Jun 18 2008, 08:24 PM
კანუდოსელი   ეს გასაოცარია! ეáƒ...   Jun 18 2008, 08:38 PM
argani   კანუდოსელი მოდერნ...   Jun 18 2008, 08:48 PM
კანუდოსელი   [b]კანუდოსელი მოდეáƒ...   Jun 18 2008, 08:59 PM
argani   კანუდოსელი მაოცებ...   Jun 18 2008, 09:25 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი მაოცეáƒ...   Jun 18 2008, 09:28 PM
argani   კანუდოსელი თავად áƒ...   Jun 18 2008, 09:42 PM
კანუდოსელი   თავად შესაქმის მაáƒ...   Jun 18 2008, 09:53 PM
argani   კანუდოსელი ჯერ მოá...   Jun 18 2008, 10:13 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ჯერ მო...   Jun 18 2008, 10:20 PM
argani   კანუდოსელი ამის პáƒ...   Jun 18 2008, 10:26 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ამის პá...   Jun 18 2008, 10:28 PM
argani   კანუდოსელი :) კამაáƒ...   Jun 18 2008, 10:41 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი :) კამაá...   Jun 18 2008, 10:43 PM
argani   კანუდოსელი ოოო, ახ...   Jun 18 2008, 10:45 PM
ზვარე   ციტატა ბუკვალური გ...   Jun 19 2008, 02:53 AM
argani   ზვარე ჩინებული! áƒ...   Jun 19 2008, 05:47 AM
ზვარე   შესაქმის მატიანეს...   Jun 19 2008, 11:32 PM
argani   ზვარე არა, შესაქმიá...   Jun 19 2008, 11:38 PM
ზვარე   მე ვამბობ, წმინდა...   Jun 19 2008, 11:48 PM
argani   ზვარე ამ კერძო მონ...   Jun 19 2008, 11:57 PM
ზვარე   სხვისი არ ვიცი მა...   Jun 20 2008, 12:13 AM
ზვარე   შენ არ ფიქრობ ასე, á...   Jun 20 2008, 12:20 AM
კანუდოსელი   argani შენ განზრახ არ მá...   Jun 19 2008, 11:57 PM
argani   კანუდოსელი შენ რაáƒ...   Jun 19 2008, 11:59 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი შენ რაá...   Jun 20 2008, 12:00 AM
argani   კანუდოსელი მე მგოáƒ...   Jun 20 2008, 12:13 AM
კანუდოსელი   კანუდოსელი მე მგოá...   Jun 20 2008, 12:25 AM
argani   ზვარე არადა ასტროáƒ...   Jun 20 2008, 12:32 AM
ზვარე   ამრიგად, ეს მატინáƒ...   Jun 20 2008, 12:32 AM
კანუდოსელი   მგონი სიტყვას ბანáƒ...   Jun 20 2008, 12:37 AM
argani   ზვარე მაშ ეს რა ნიშ...   Jun 20 2008, 12:36 AM
argani   კანუდოსელი მგონი áƒ...   Jun 20 2008, 12:43 AM
კანუდოსელი   კანუდოსელი მგონი á...   Jun 20 2008, 12:46 AM
argani   კანუდოსელი ჰმ, საი...   Jun 20 2008, 12:54 AM
კანუდოსელი   ჰმ, საინტერესოა! ...   Jun 20 2008, 01:08 AM
Rozoma   argani "ათასი წელი , ვáƒ...   Jun 20 2008, 01:02 AM
argani   Rozoma რატომ გეხამუშეáƒ...   Jun 20 2008, 01:03 AM
Rozoma   argani ჩემ "დახამუშებ...   Jun 20 2008, 01:07 AM
argani   Rozoma მაშ! ვერ დაგიშá...   Jun 20 2008, 01:10 AM
Rozoma   argani მგონი საკმაოდ ცáƒ...   Jun 20 2008, 01:14 AM
argani   კანუდოსელი ესე იგáƒ...   Jun 20 2008, 01:25 AM
Rozoma   argani კიდევ ერთხელ გიá...   Jun 20 2008, 01:32 AM
argani   Rozoma და პირდაპირ გაგá...   Jun 20 2008, 01:38 AM
Rozoma   argani და შენ გითხრა ვიá...   Jun 20 2008, 01:43 AM
argani   Rozoma უფლის სეტყვას რá...   Jun 20 2008, 01:45 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th November 2026 - 03:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი