მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#301
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jun 19 2008, 10:46 PM
პოსტი
#302
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ძაბული კონსტანტინე გამსახურდია მე სათუთი ვარ, როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის, ჩუმი და სათნო, ვით ქურციკი ორიოდ კვირის, ჩემს ნაზ ოცნებას ერიდება ფრთებისა გაშლის, და ჩემს ნაზ სულში ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის. ლექსებს ბევრს არ წერდა, მარა თუ დაწერდა, მართლაც დაწერდა! ციტატა ალეგორია დათა გულუა მადლობა, არ მქონდა წაკითხული... ბა კიდე, კიდე ბევრი ლამაზი შედარებები გვწყურია იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
T I K O |
Jun 20 2008, 12:57 AM
პოსტი
#303
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ლექსებს ბევრს არ წერდა, მარა თუ დაწერდა, მართლაც დაწერდა! ესეც რომ არ გავაოფო და თან თემაც გავაგრძელო... ისევ კონსტანტინე "რად მგლოვიარობს შენი ყელი ღმერთდალეული ბადაღშის ღაწვი ბნელის ჩრდილით ვინ შეგიმოსა, ოდეს მთოვარე გველს უპყრია იჭვით სნეული, მწუხარე ცრემლებს დაუსეტყვავთ ბაღჩის მიმოზა. როს მთვარე მკრთალობს იბინდება ვარსკვლავთკრებული გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის, აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის მე კიდევ პაჟი შენს აჩრდილზე შეყვარებული....." -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი