ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
KAIROS |
Jun 16 2008, 04:13 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად , და მოკლედ რა ჩამოთვლის... იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ. მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად? მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Giorgi- |
Jun 20 2008, 10:36 AM
პოსტი
#2
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანონისტი
Ismail მოკლედ დღეს დილით სამსახურში მოვდიოდი და სიბრძნის სიყვარულთან(ფილარმონიასთან) მსტოვრების თვითმავალი (პატრულის მანქანა) გამომეკიდა, საბუთები მომთხოვეს და უსადენო თვითმრეკზე (მობილურზე) ლაპარაკის გამო ჯარიმა გამომიწერეს, თან გამაფრთხილეს 1 თვის ჟამში (ვადაში) ნებისმიერ ფულსანახში (ბანკში) გადაიხადეო. რა უნდა მექნა? წამოვედი გაბრაზებული და ჩემთვის ვფიქრობდი: ეგ არის თქვენი ხალხთმმართველობა (დემოკრატია) ?, ამისთვის ვიდექი თავყრილობაზე (მიტინგზე) ვარდების გადატრიალების (რევოლუციის) დროს? ამისთვის მივეცი ხმა ქვეყნის თავკაცს (პრეზიდენტს)? რომ ვიღაც ღლაპმა მსტოვრებმა (პატრულმა) დამაჯარიმოს? არადა ცასმკიდელი (პარაშუტისტი) ვიყავი ომამდე. ყველაფერი იმ მოშლილი დენცქვიტას (შტეფსელის) ბრალია. უსადენო თვითმრეკი (მობილური) ტყუილად ყოფილა შეერთებული, მკვებავი (ბატარეა) არ დაუტენია და მეც ვამოწმებდი გზაში. არა, რა, ძმაო, უნდა გადადგეს ეს მთავრობა. ატყავებენ ხალხს, თვითონ ჰაერშემფრქვევბით (ვერტმფრენებით) დადიან და კიდევ მე მაჯარიმებენ... არადა ჩემთვის მოვდიოდი, წყნარად. ტალღგადამცემი (რადიო) მქონდა ჩართული და ყელფანდურაზე (ვიოლინოზე) შესრულებულ მეჯლისს (კონცერტს) ვუსმენდი. უი, რომელი ჟამი (საათი) ყოფილა უკვე? წავედი, წავედი, თორემ აზრძირადან (თემიდან) გადახვევის გამო შამწყრომები (მოდერატორები) გამიწყრებიან დავით! მოდერატორებს შამწყრომები დავარქვათ? იმ გაგებით არა, ფერეიდნელი ქართველები რომ ხმარობენ, არამედ რომ უწყრება რა რა გვეშველება |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი