ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
T.L. |
Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი
#1
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...
*** ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი. - გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო. - გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. - წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: - ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად... ....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად. მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. "ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე -------------------------------------------------------- *** ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? .....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა: ,,ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა, იწვა გალაკტიონი და ლექსებზე ფიქრობდა" ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია... სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Jun 20 2008, 12:35 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
გალაკტიონის ძმა, აბესალომი:
"შენ გძინავს... არ მინდა გაგაღვიძო და ისე მივდივარ.. მაგრამ ვაი ასეთ ხასიათს, ეხლა მე რომ ვარ. ვფიქრდები, მწარე ფიქრები არ მასვენებს. შენ თუ ასე განაგრძე, აუცილებლად დაიღუპები. გალაქტიონ, რა უნდა ქნა კაცმა, თუ რამე გითხარი, გული მოგდის, თუ ვინმემ სასარგებლოდ დაილაპარაკა და გირჩია, შენ გულისწყრომას საზღვარი არ აქვს - ჩემი მტერიაო. არა გრცხვენია ? მეც ხომ მტერი არა ვარ შენი. ვიცი, შეგიძლია თავის დაჭერა. მე დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ თავის შემაგრებას, მაგრამ არ ინდომებ და თავს იღუპავ... აი დღევანდელი შემთხვევაც. სახლის კიბეს მოვუახლოვდი. ოთხი რუსის ქალი ვიშვიშებენ და იძახიან: ой, бедный, ой бедный! სული შემეხუთა, რა ამბავია, შევეკითხე. ისინი სიბრალულით კიბისკენ იყურებიან და მეუბნებიან: ой, Галактион Табидзе! თავზარდაცემული ამოვვარდი და კიბეზე გაშხლართული დაგინახე. ჯიბიდან გასაღები ამოგიღე - შენ არც კი გაგიგია. ამ დროს მეზობელი დიასახლისი გამოვიდა, მომეხმარა და ამოგიყვანეთ... ძლივს გაგხადე და დაგაწვინე - ძილში საშინლად ხრიალებდი... გახველებდა... ვკვდებიო - იძახდი. გალაქტიონ, შეიბრალე თავი - ნუ დათვრები, იცოდე, რომ მერე შენ ჭკუაზე არა ხარ და ქვეყნის სასაცილოდ და შესაბრალისად ხდები... კიდევ ბედნიერება, რომ ნაშუადღევის ოთხი საათი იყო. ღამე რომ ყოფილიყო, კაცი არ შემოგხედავდა: გაგცარცვავდნენ, გაცივდებოდი და სამუდამოდ დაიღუპებოდი. რატომ შვრები ამას, რატომ? ნუთუ ისე დაღუპული ვართ, რომ თავს ანგარიშს ვერ აძლევ? აბა თუ ძმა ხარ, შენი ჭირიმე, გალაქტიონ, გამოიჩინე გმირობა, აჩვენე ქვეყანას, რომ შენ შეგიძლია უღვინოთაც ცხოვრება! ნუ ჩაიდებ ჯიბეში ფულს, და თუ მაინც და მაინც ვერ გაძლებ, სახლში მოიტანე და დალიე... სხვათა შორის, ჯიბეები შარვალის და პალტო გახეული გქონია და გავკერე". აბესალომს იმედი არ გაუმართლდა. ალკოჰოლის შხამს თავმიცემული მისი ძმა აპრილამდე არ გამოფხიზლებულა. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი