ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
T.L. |
Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი
#101
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...
*** ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი. - გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო. - გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. - წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: - ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად... ....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად. მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. "ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე -------------------------------------------------------- *** ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? .....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა: ,,ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა, იწვა გალაკტიონი და ლექსებზე ფიქრობდა" ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია... სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Jun 20 2008, 07:55 PM
პოსტი
#102
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
დღიურის ჩანაწერებს უკვე აშკარად ეტყობა ფსიქიურად შეშლილი ადამიანის ხელი.
წინდების რაოდენობა, ასარეცხი წინდები, გაურეცხავი წინდები, რამდენია დაკერებული რამდენია დასაკერებელი, რომელ რიცხვამდე ეყოფა დაკერებული წინდები, თუთუნის რაოდენობა, როდემდე ეყოფა თუთუნი, სახლში წყალი ჩამოუვიდა ჭერიდან, გაჯი, კირი... მტვერს ებრძვის, აივანს ალაგებს, შეშა, ნოხები საწმენდები, ვალები, ფეხსაცმელების დაკერება, დიეტაზე ყოფნა, ფულის სესხება, გაჭირვება, გაჭირვება და კიდევ ერთხელ გაჭირვება. ამონაწერი დღიურიდან: 14. IV დავაკერე წინდები, ყველა, რაც დასაკერი იყო (24 ც) : სულ ახლა სუფთა წინდა 56 მაქვს, რაც საკმარისია თითქმის მთელი ზაფხულისთვის. განვაგრძობ დიეტაზე ყოფნას. ღამის 1 საათზე მოვიდა შალვა. მან მასესხა 3 თუმანი. ყოველდღიურად აგერ რამდენი ხანია ორ-ორ მანეთს ვხარჯავ, უკანასკნელ დღეებში კი (4-5 დღეა) მანეთნახევარს. სავსებით მყოფნის. 16. IV ფეხსაცმელები მივეცი შესაკეთებლად. მზად იქნება 19ს. ვიყიდე პური, ყველი, ნიორი, საღამოთი გაზეთები, პაპიროსი, ანტინიკოტინი, ფეხსაცმლის საფენი. სხადასხვა დროს დავლიე სამი ჭიქა სოდა. პირველად ორი კვირის შემდეგ ვისადილე (ცხელი ლობიო პიმპილით და ხახვით) ეს ბიუჯეტში არ შედიოდა. ზედმეტი ხარჯი მომივიდა. ვანის ოთახის ჭერი მგონია თანდათან შრება, მხოლოდ ნესტის სუნი ისევ დგას და ოთახები კირით ისევ დანაგვიანდა. შევასწორე ერთი ლექსი მგზავრის წერილებიდან, მგონია კარგი გამოვიდა. 17.IV დილით ადრე წავედი აბანოში (პირველად 10 თვის შემდეგ). მყავდა მექისე. გამოვიტანე სამრეცხაოდან პალტო. ორი პიჯაკი და შარვალი რომელიც გასაწმენდად მქონდა მიცემული. მაგრამ... Шаг вперед, десять шагов назад. ვიღაცამ ჩემოდანი გამიხსნა და ერთი ინდიგოს პიჯაკი მომპარა, როდესაც ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიდექი რიგში უბრალო ორმანეთიანი საფენის ჩეკის ასაღებად. კიდევ კარგი, რომ პალტო და ერთი კოსტუმიც არ წაიღეს! დავურეკე აბაშელს: წიგნი იქნებაო ერთ კვირაში. ამოუღიათ ორი ლექსი. ნაცვლად უმატებენ სერებრიაკოვის თარგმნებს. ვიყიდე ძმარი, კნოპკები (ჭიკარტები). პალტო და კოსტუმი დავკიდე და ჩამოვაფარე ზეწარი. შუადღემდე დამეხარჯა 9 მანეთი... ეს ჩემს ბიუჯეტს ყირამალა აყენებს! დაემატა საღამოთი: პური, პაპიროსები, გაზეთები." 20. IV გამოვიტანე ფეხსაცმელი, დავაკერებინე რეზინა, ჩავიცვი ტანთსაცმელი კარგად. და გავედი. შემხვდა შალვა. დიდი სიფხიზლეა საჭირო... ასეთი დღეებია. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი