მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მხევალი ნინო |
Jun 19 2008, 10:21 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
6+j.anu.j.j
ციტატა უბრალოდ ის არის რომ ამერიკული კანონები ქართველებზე ვერ ერგება და არა მარტო ამერიკული. ჩვენ მარტო მენტალიტედით კი არ განვსხვავდებით სხვა ერებისგან. სარწმუნოებით აღრზდით ისტორიით თუნდაც ის აიღეთ რომ ქართველი ერი სულ ომშია თავის დღე და მოსწრება (თუ თამარის და სტალინის დროს არ ჩავთვლით) და აქედან გამომდინარე ქართველ ერს გენეტიკაში აქვს რომ რაღაცას უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ( მე არ ვიძახი იმას რომ თითქოს წინააღმდეგობაა და გაჭირვება არა) და სწორედ ეს არის ის კანონები რომლითაც გვინდა რომ ვიცხოვროს ქართველებმა მარა ვერ გამოდის ვერ ერგება და ამაში მგონი თქვენც მეთანხმებით თქვენი პოსტებიდან გამომდინარე მაპატიე ,მაგრამ საერთოდ ვერ გავიგე ეს რა შუაშია. პოლიციელები ამ ერის შვილები არიან და სხვათა შორის არ არიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ძალიან უბრალო ოჯახებიდან არიან. ამიტომ, როგორიც არის ჩვენი პოლიცია და საჯარო მოხელე, ისეთია ერი. ერიდან არიან გამოსულები. არ გვინდა ეხლა ისტორია, ის არაფერ შუაში არაა საერთოდ. ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, ჩვენ ვართ ერი. თუ ამ ერს რამოდენიმე რეფორმამ , დაშინებამ, ქრთამის აღების პირდაპირ ეთერში ჩვენებამ, გამკაცრებულმა კანონმა არ უშველა, ვერ უშველის ვერაფერი. ძალიან ადვილია ყველაფერი სხვას დააბრალო და დივანზე წამოწვე დამშვიდებული სიინდისით, მაგრამ ეს ასე არ არის და ამას თვალის გასწორება უნდა. ციტატა და კიდევ იმას დავამატებ რომ თუ ადამიანს არ სეგწევს იმის ძალა რომ შენ მეგობარს უჩივლო ან დაასმინო მაშინ შენ იმის უფლებაც არ გაქვს ეს სხვის მიმართ გააკეთო (პირველ რიგში ჩემს თავს ვგულისხმობ) ექვსიამო, შენი მეგობარი, ახლობელი და არც არავინ არ უნდა დაასმინო, მაგრამ ეს ამერიკული კანონი არ არის და არც ტავსმოხვეულია. არ ვიცი რამდენი წლის ხარ, მაგრამ 1937 წელი გაიხსენე. ამ დროს ქართველი ერი განახევრდა, უომრად და იცი რატომ? იმიტომ რომ ერთმანეთს ასმენდნენ და სამწუხაროდ სრულაიდ უდანაშაულოებს. დღევანდელი ,,დასმენა,, იმ დასმენისგან განსხვავდება, რადგან დღეს შეგიძლია იტანამშრომლო პლიციასთან და თვა, შენტან ერთად ვინ ქურდობდა, ყაჩაღობდა, ყიდდა ნარკოტიკს და აშ, მაშინ ანონიმური წერილიც საკმარისი იყო ვიღაცის გასაციმბირებლად. სხვათა შორის, მინდა გითხრა, ჩემი ბაბუების სიკვდილში (გაციმბირება-დახვრეტაში) მათი მკვიდრი ბიძასვილების, ტანასოფლებების, ძმაკაცების ხელი ურევია. ეს სამარცხვინო ფურცელია, მაგრამ ადამიანის ბუნება ყოფილა ასეთი და არაფერ შუაშიქ აქ ქართული სული, რომელიც თურმე იბრძვის. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
6+j.anu.j.j |
Jun 21 2008, 03:49 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 26-May 08 წევრი № 4,922 |
6+j.anu.j.j სხვათა შორის, მინდა გითხრა, ჩემი ბაბუების სიკვდილში (გაციმბირება-დახვრეტაში) მათი მკვიდრი ბიძასვილების, ტანასოფლებების, ძმაკაცების ხელი ურევია. ეს სამარცხვინო ფურცელია, მაგრამ ადამიანის ბუნება ყოფილა ასეთი და არაფერ შუაშიქ აქ ქართული სული, რომელიც თურმე იბრძვის. თურმე არა......... მართლა იბრძვის მაშინ ასწავლეთ მომავალ თაობას როგორ დაასმინონ და უჩივლონ ერთმანეთს. და კიდევ მიემატება ლამაზად ისტორიის ფურცელზე სამარცხვინო გვერდი არ მახსოვს რა გაზეთში ამოვიკითხე და აი რაც დამამახსოვრდა და შემიძლია გადმოგცეთ ვიტყვი. ერთი ქართველი წერს. ნაცნობი ყოლია ამერიკელი და საქართველოში რომ ჩამოსულა რა თქმა უნდა ქართული სუფრაც გაუცვნია და თურმე ამერიკიდან ურეკავდა კაცი და ეკითხებოდა რა სადღიგრძელო დაელია. მოკლედ სუფრა მოწონებია და რატომ ახლავე მოგახსენებთ. თქვენ ქართველების ფსიქოლოგი არ გჭირდებათო რადგან ერთმანეთს ისე ელაპარაკებით როგორც ჩვენ ფსიქოლოგებსო (ამ შემთხვევაში ის არ იძახდა რომ ამერიკაში არ იციან მეგობრობა) ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ იმის მაგიერ ვასწავლოთ მომავალ თაობას საქართველოს და მეგობრისთვის თავ განწირვა ჩვენ რას ვაკეთებთ ??????????? ერთ შემთხევასაც მოვყვები მეგობართან ხშირად მიწევდა მისვლა მანქანას ფანჯარასთან ვაჩერებდი და ჩაუკეტავს ვტოვებდი ხშირად. ნუ ერთხელაც გამოვედი ჩავჯექი და არ დაიქოქა აკუმლატორი გამქრალიყო რამოდენიმე ხნის მერე გავიგე რომ ვიღაც ყიდიდა. მოკლედ გავარკვიეთ და ჩემი მეგობრის მეზობელ ბინაში ვიღაც ახალი გადმოსულñი მდგმური აღმოჩნდა. რათქმაუნდა ავედი ჩემს მეგობართან ერთად კარზე დავაკაკუნეთ და ახალგაზრდა ქალმა გაგვიღო ბავშვი ეკავა ხელში ვიკითხეთ ის პიროვნება სახლში იყო თუ არა და შეგვიპატიჟა. შევედით და სუნი იდგა ისეთი ვერ გაჩერდებოდა კაცი ოთახიდან ხველება ისმოდა გავლისას ინსტიკტურად თვალი შევავლე და არ ეტყობოდა ქალი იყო თუ კაცი ვიღაც მოხუცი იხრჩობოდა ხველებით. აქეთ არისო გვითხრა ამ ქალმა მიგვანიშნა ოთახზე შევედით შავთეთრი ტელევიზორი გადმოსცემდა პრეზიდენტის ინტერვიუს თურმე როგორ კარგად ცხოვრობენ ხალხი საქართველოში და ეს კაცი ისე გულიანად აგინებდა თქვენი მოწონებული გამოვართვით აკუმლატორი..... და ნეტა არ გამომერთვა მერე გავიგეთ რომ ბანკიდან ჰქონია სესხი აღებული ამ კაცს და რაღაც ფაბრიკა ჰქონია მოკლედ ყველაფერი წაართვეს ამ უბედურს და ახლა მეზობლების იმედზე იყო. იმის მერე რამდენჯერაც შემხვდებოდა ჯერ ხომ შორიდანვე მერიდებოა და თუ სემთხვევით თვალებში ჩავხედავდი ვგრძნობდი რომ იტანჯებოდა თავისი საქციელით. მერე ერთმა ნაცნობმა მითხრა სადღაც დაიეყოვო დარაჯად მუშაობა და 150 ლარს უხდიანო. კიდევ კაი მე თქვენაირად არ ვფიქრობ თორემ ეხლა ერთ ისედაც დაქცეულ ოჯახს ხომ სულ გავანადგურებდი. არ გეგონოთ თითქოს მე ის აკუმლატორი უფასოდ მეპოვოს სადმე ჩემი შრომით მქონდა ნაყიდი მაააააშ. ასე რომ ჩვენ თუ გაგვიმართლა ჩვენს თავებს ნუ დავაბრალებთ რომ ჩვენ გავაკეთედ და ჩვენ შევქმენით ჩვენი ბედი არავინ არაფერზე არ არის დაზღვეული და ნუ გვეგონება რომ თითქოს ჩვენ უკეთესები ვართ სხვაზე და ნუ გავიმეტებთ ადვილად ადამიანს თუნდაც ერთი წლით საპატიმროში ნუ გავუშვებთ რადგან იქიდან 80% გამოსული სხვანაირად ფიქრობს და ფიქრს თავი რომ დავანებოთ "სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობსო"..................... მოკლედ თქვენ იცით როგორც გინდათ ისე მოიქეცით მარა სხვას ნუ ასწავლით ნურაფერს რადგან შეიძლება ცდებოდეთ და კარგის მაგიერ უარესი გააკეთოდ აბა თქვენ იცით მე აქ სემომსვლელი აღარ ვარ სულ გარგად მეყოლეთ pk ერთი ქართველი წერს. ნაცნობი ყოლია ამერიკელი და საქართველოში რომ ჩამოსულა რა თქმა უნდა ქართული სუფრაც გაუცვნია და თურმე ამერიკიდან ურეკავდა კაცი და ეკითხებოდა რა სადღიგრძელო დაელია. მოკლედ სუფრა მოწონებია და რატომ ახლავე მოგახსენებთ. თქვენ ქართველების ფსიქოლოგი არ გჭირდებათო რადგან ერთმანეთს ისე ელაპარაკებით როგორც ჩვენ ფსიქოლოგებსო (ამ შემთხვევაში ის არ იძახდა რომ ამერიკაში არ იციან მეგობრობა) ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ იმის მაგიერ ვასწავლოთ მომავალ თაობას საქართველოს და მეგობრისთვის თავ განწირვა ჩვენ რას ვაკეთებთ ??????????? ეს მარტო სუფრას არ ეხება ასეთები ვართ ჩვენ ქართველები რომელ ერმა შეიწყნარა ებრაელები ისე როგორც ჩვენ? .................... აბა კარგად |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი