მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მხევალი ნინო |
Jun 21 2008, 01:02 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
6+j.anu.j.j
ჩემო კარგო, შენი პოსტი და ეს თემა უფრო შორს არიან ერთმანეთისგან ვიდრე ცა და დედამიწა. ვერ გავიგე მაღთლმსაჯულებასთან რა კავშირი აქვს სადღეგრძელოებს. მე რაასც ვამბობ ჩემს პოსტში, ეგებ ჯერ იმაზე მიპასუხო? თუ საჭირო არ არის მართლმსაჯულება, რატომ არის ის დაშვებული, მიღებული და აუცილებელი საეკლესიო სამართლით? რატომ უშვებს ეკლესია მღვდლების გსამართლებას, მოწმეების მოყვანას, ვინმეს დასჯას? რა შედეგი დგება ამ დროს? უმჯობესი ხომ არ არის ვაპაიოდ? არა, ეს სუფრა ვერაფრით გავიგე რა შუაშია მართლმსაჯულებასთან? დაახლოებით ერთი წლის უკან, საქართველოში ცნობილმა სახეებმა (შოუ ბიზნესიდან) დანაშაულის დამალვას შეუწყვეს ხელი, ამ დანაშაულის დროს ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს. ეს სწორი იყო? ამაშია ქართული სუფრის და სადღეგრძელოს საიდუმლო? ეს არის ქართული სული? ვაჟკაცურ საქციელს ასე ხსნის? ეს ვაჟკაცობა იყო? და კიდევ ერთხელ გეკითხები, რა ხელი აქვს მათლმსაჯულებასთან სადღეგრძელოს? ჩვენი დიდი მეფეების, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმასენებლის, ტამარ მეფის დროს, საქრთველოში იყო თუ არა მართლმსაჯულება? მოდი , ემოციეურ პოსტებს ტავი დავანებთ და ცოტა რეალურად ვისმჯელოთ. მოდი ერთმანეთისაგან განვასხვავოთ დასმენა და მოწმის სახით ჩვენების მიცემა. მოდი ერთმანეთისგან განვასხვავოთ მეგობრის თუ უცნობი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხელშეწყობა, ანუ დამალვა და მისი დასმენა პოლიციაში. მინდა გითხრა რომ ჯუნგლებსაც კი აქვს კანინო, დაუწერელი, მაგრამ აქვს და ამ კანონს, მგლებიც კი ემორჩილებიან , არა თუ ადამიანები. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი