![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
კარგი გამარჯობა კეთილო,
დღეს ეს ვიკმაროთ, საკმაოდ გვიანია უკვე. თუმცა არა მგონია ჩემი ბომბარდირება შეწყდეს ციტატებით ![]() თუ ჩემგან თქვენს მიმართ ციტატებით ბომბარდირებას გულისხმობთ, ცდებით ბატონო. რაც შეეხება დანარჩენს, თქვენ კვლავინდებურად სხვა მიმართულებით მიგყავთ საუბარი, რაზეც უკვე შევჩერდი. გთხოვთ კიდევ ერთხელ იხილოთ თემაში დასმული შეკითხვა. როგორი ბუნება მიიღო ქრისტემ? ჩვენნაირი დაცემული/დაზუანებული თუ დაუცემელ/დაუზიანებელი მე ვაცხადებდი და ვაცხადებ, ქრისტემ მიითო ჩვენნაირი დაცემული ბუნება! - ეთანხმებით ამას? 1) ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (ჰრომ. 8,3). იოანე ოქროპირი: А если сказано, что (Бог) послал Сына в подобии плоти, то не думай на основании этого, что плоть Христа была иная: так как (апостол) сказал - греха, то и прибавил слово - подобие. Христос имел не грешную плоть, а подобную нашей грешной, но безгрешную и по природе одинаковую с нами. ხოლო თუ ნათქვამია, რომ (ღმერთმა) მოავლინა ძე მსგავსად ხორცისა, ნუ იფიქრებ ამის საფუძველზე, რომ ქრისტეს ხორცი სხვანაირია: რადგან (მოციქულმა) თქვა - ცოდვისა, ამისთვის მიამატა სიტყვა - მსგავსად. ქრისტეს ჰქონდა არა ცოდვილი ხორცი, არამედ ჩვენის მსგავსი, ოღონდ უცოდველი და ბუნებით ჩვენნაირი. დიახ! ჩვენნაირი დაცემული ბუნება! ...და კიდევ ერთხელ გთხოვთ უმორჩილესად, ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს და ნუ გადაგყავთ თემა ''ქრისტეს ცოდვაზე'', მერამდენედ გთხოვთ მიმითითოთ ადგილი სადაც ვახსენებ ქრისტეს მიერ ცოდვის აღებაზე. თქვენ შეგნებულად არ აქცევთ ყურადღებას არათუ მარტო ამ თემის პირველ პოსტში გამოკვეთილ ამ ფრაზას... გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე ...არამედ ჩემს მიერ გაკეთებულ შენიშვნებდაც აი კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ არ აქცევთ ყურადღებას ოპონენტის აზრს და ამბობთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ თქვათ: ციტატა აქ ჯერ ვერ გავარკვიეთ თქვენგან, მაცხოვრის ნება დაზიანებულია და ბოროტისკენ მიდრეკილება თუ აქვს, გონება დაბნელებული, ხორციელი ზრახვები ჰქონდა, შინაგანი ვნებების ჭიდილი და ა.შ., თუ არა? და თუ არ ქონდა, აბა ცოდვის მდგომარეობაში როგორ იშვა? აქ კიდევ ისაა საინტერესო, როგორ ცდილობთ დისტანცირებას თეოდორე მოფსუეტელისგან, ვითომ არ იყოს ცნობილი მისი რა სწავლებებია დაგმობილი საუბარი მიდის კვლავ დაზიანებულ ნებაზე.... ![]() ![]() ![]() განა აზრი აქვს ერთი და იგივეს გამეორებას?! გამგები გაიგებს და ეს კი სავსებით საკმარისია. უფალო შეგვიწყალე! -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
Sotiris |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
კარგი გამარჯობა კეთილო, თუ ჩემგან თქვენს მიმართ ციტატებით ბომბარდირებას გულისხმობთ, ცდებით ბატონო. რაც შეეხება დანარჩენს, თქვენ კვლავინდებურად სხვა მიმართულებით მიგყავთ საუბარი, რაზეც უკვე შევჩერდი. ზურა, ვგონებ საუბარი სწორი მიმართულებით მიმყავს. ადამის დაცემის შედეგებზე თუ ვლაპარაკობთ, მაშინ მისი შედეგია, რომ ცოდვის მდგომარეობაში ვიბადებით, ნება რომ დაზიანდა და ბოროტისკენ მიდრეკილება გაგვიჩნდა, გონება დაგვიბნელდა, ღმრთის ხატი შეირყვნა ჩვენში, გულისთქმები მოგვეძალა და ა.შ. თქვენ კი პირველმამისეულ ცოდვას რას უთანაბრებთ, ბოლო-ბოლო ვერ გავიგე, მგონი შიმშილს, წყურვილს და ა.შ., რაც უაზრობაა. ჩვენი ბუნების დაცემულობის შედეგია ყველა ის ზემოხსენებული, აბზაცის დასაწყისში რომ მომყავს. ისე ახლა გადავხედე ოსიპოვის სწავლებას განკაცების შესახებ და სამწუხაროდ შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ გატოტილ-გაფოთლილი არამართლმადიდებლური სწავლების ხის აღმოსაფრხველად ფორუმი არაა საუკეთესო ადგილი. ზოგადად კი "შეწყვიტოს სიახლემ სიძველის ხელყოფა". პ.ს. ის, რომ დედების მიერ შვილების შობა ტკივილთანაა დაკავშირებული, სწორედ პირველმამისეული ცოდვის შედეგია, ღმრთის სიტყვით მოიწია ეს სასჯელი ევაზე. ჰოდა ახლა როგორ მოხდა, რომ ღმრთისმშობელმა ტკივილის გარეშე შვა ქრისტე? ქრისტე როგორ აღმოჩნდა პირველმამისეული ცოდვის მატარებელი? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი