საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე |
ალექსანდრე |
Oct 4 2006, 05:58 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მოკლედ უკვე რამოდენიმე წელია რაც დავინტერესდი და ვაგროვებ სხვადასხვა გაზეთსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებსა თუ ინტერვიუებს რელიგიურ და სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მინდა თქვენც ნელ ნელა შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ ჩემი მონაპოვარი
ახლა რასაც შემოგთავაზებთ შეიძლება ბევრს ზღაპრადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნება თქვენია გინდ დაიჯერეთ გინდა არა მაშ ასე გაზეთი კვირის პალიტრა 22-28 მაისი, 2000 წელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ბევრს წერენ მათზე. სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფები თურმე სექტის მაგვარ გაერთიანებას ქმნიან და მიმდევრები საქართველოშიც ჰყოლიათ. ჩვენი რესპოდენტი სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს. თავად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იმიტომ არ არის, რომ ჰომოსექსუალისტია და ზეცოდვილი. პირადი უსაფრთხოების მიზნით, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ირჩია, - სატანისტები ერთმანეთს არ ინდობენ და თუ ჩემი საუბრის შესახებ გაიგებენ, სასტიკად გამისწორდებიანო. რაც მან გვიამბო, შემაძრწუნებელი და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს. _ ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის, ყველა მათგანმა იცის, რომ მე ''ცისფერი'' ვარ. არავის არ განვსჯი, ამიტომ ჩემთან თავს ყველა თავისუფლად გრძნობს და თავის ამბებსაც დაუფარავად ჰყვებიან. სატანისტების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისაგან გავიგე. ჩემს მეგობარს სოფელი აქვს გურიაში. ერთხელ მდინარის ნაპირზე მიმავალს უცნაური ხმა მოესმა და თავზე ადამიანის მსგავსმა არსებამ გადაუფრინა. გონს რომ მოეგო, მის წინ შავი კატა იჯდა და შესცქეროდა, თითქოს თვალებით ნუსხავდა. ფეხი მისკენ წადგა, კატა გაიქცა. ისიც დაედევნა, თითქოს რაღაც ძალა ეწეოდა კატისკენ. კატა ეკალბარდებში გაუჩინარდა. ჩემი მეგობარიც მიჰყვა და ის არსება იხილა, მდინარის პირას თავზე რომ გადაუფრინა - ქალი იყო, მანტიამოსხმული. რაღაცას ხარშავდა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში. ირგვლივ ბურუსი და მყრალი სუნი იდგა. - იქნებ ეს ყოველივე მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რასაც შენ ჰყვები, დაუჯერებელია, შენ როგორ დაიჯერე? - ბავშვობიდან მიზიდავდა იდუმალება და მისტიკა... ჩემი მეგობარი, როგორც ჩანს, ჰიპნოზის ქვეშ მოექცა. ქალმა ადუღებული სითხე დაალევინა. ჯერ ემწარა, მერე სასიამოვნო გემო დარჩა პირში. ქალმა უთხრა - ამიერიდან სატანის თანაზიარი ხარ. თავად განიშნებს, როდის მიხვიდე მასთან. გზას ეს კატა გასწავლისო. შინ დაბრუნებული ჩემი მეგობარი სახტად დარჩა - 3 დღე და ღამე იყო, რაც მის გაუჩინარებას ვგლოვობდით. მას კი ეგონა, ეზოდან ეს-ესაა გავედიო. შემდეგ შეხვდა სექტის წევრებსა და მაგისტრს, რომელსაც უთქვამს, -14 წელი გელოდიო... - ეს რას ნიშნავს? თუ ყოვლისშემძლენი არიან და ელოდნენ რატომ არ მოიძიეს? -ამდენი არ ვიცი. ჩემთვის მათი ნაამბობი არასოდეს ყოფილა დაუჯერებელი და ასე არ ჩავძიებივარ. ის კი ვიცი, რომ სატანისტები საწესებულ დღეებში იკრიბებიან და სატანის სადიდებელ რიტუალებს ატარებენ. მაგისტრს სახელად გიორგი ჰქვია. სახეზე მუდამ ნიღაბი აქვს აფარებული. შეუძლია ნებისმიერ ცოცხალ არსებად იქცეს. ლოცვისა და თავბრუსდამხვევი ტრიალის დროს საშინელი გრგვინვით გადმოდის ცეცხლის სვეტი. მის ადგილას ჩნდება შავი კატა ან რომელიმე სხვა ცხოველი. თვით სექტანტებსაც კი, ამ დროს შიშით ძარღვებში სისხლი ეყინებათ. ჩემს მეგობარს რომ კატა მისცეს, ჩვეულებრივი არ არის. შვილებს გაჩენისთანავე ჭამს.. - შენ გინახავს ის კატა? -კატა კი ვნახე, მაგრამ კნუტებს როგორ ჭამს, ეგ აღარ მინახავს -რაიმე განმასხვავებელი ნიშანი თუ აქვთ სატანისტებს და როგორ ხდებიან ამ სექტის წევრები? -სატანის ნიშნით აღბეჭდილნი თავად პოულობენ ერთმანეთს. ზოგს ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა აქვს, ზოგსაც ამაზრზენი, ბოროტი. ისე, ამ სექტაში ის ხალხი მიდის, რომელსაც სხვის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება უყვარს, ვინც ვიღაცის მართვით ერთობა. ერთი რამ მახსენდება, რაც ხალხმა უსათუოდ უნდა იცოდეს: უშვილო ცოლ ქმარი მყავს მეზობლად. ქალი დედაჩემთან იჯდა და უყვებოდა, რომ ვიღაც ექიმთან მკურნალობდა, მაგრამ შვილი მაინც არ უჩნდებოდა. ამ საუბარს მე და ჩემი სატანისტი მეგობარი უნებურად მეორე ოთახიდან ვუგდებდით ყურს. მეგობარმა ჩაიცინა და მითხრა, - კახეთში რომ მკურნალობს ქალი უშვილოებს, ჩვენიანია და სატანის დავალებას ასრულებს. მისი ჯადოთი დაორსულებული ყველა ქალი ანტიქრისტეს მიმდევარს შობს. ასწავლე შენს მეზობელს, მასთან წავიდეს. ''მკურნალ'' ქალს გეგმა აქვს შესასრულებელიო. რაღაც ციფრი დამისახელა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეს ყველაფერი 2000 წლამდე უნდა მომხდარიყო. ვკითხე, ჩვეულებრივი ბავშვები გაჩნდებიან მეთქი? მიპასუხა: სატანას სრულყოფილი ადამიანი სჭირდება და ამიტომ ყველა მისი მიმდევარი ჯანმრთელი იბადებაო. თუმცა რამდენიმე ქალს მახინჯი და უუნარო ბავშვი გასჩენია, რადგან კახეთში მკურნალობით დაორსულებულები ეკლესიაში დადიოდნენ და ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ თურმე. ალბათ ღვთის სასწაულმა დააუძლურა ეშმაკის სურვილით ჩასახულები. სწორედ ამან შემირყია სატანის ძლიერებისადმი რწმენა. - ან შენ ან მათ ღმერთის არ გეშინიათ? -მე მეშინია, მათ კი ღმერთის ხსენებაც არ უნდათ. ერთხელ ჩემთან ვიღაცას საფულე დარჩა. შინ არ ვიყავი და ვერ გავიგე, ვისი იყო. გადავწყვიტე, სატანისტებთან გამერკვია უცნობის ვინაობა. მათ შეუძლიათ სანთლის ალზე, კვამლზე დაინახონ, რაც სურთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფულეში ხატი იდო. სანამ არ ამოვიღე, ჩემმა მეგობარმა ხელი არ ახლო. მერე დიდხანს ყნოსავდა საფულეს. -ჩვეულებრივ სანთლებს ხმარობენ? -არა, საეკლესიო სანთლებს ვერ ეკარებიან. უცნაური სუნის მქონე შავი ფერის სანთლებია, საზრვარგარეთიდან ჩამოაქვთ, მგონი ვიღაც გზავნის. -სად იყრიან თავს? ცენტრი თბილისში აქვთ. თუმცა ყველა ქალაქში ჰყავთ წევრები. თუკი ვინმე მივა და სთხოვს დახმარებას, დაეხმარებიან. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ვინმეს ავნონ, მაგრამ ეს აღარ ადარდებთ. გასამრჯელოსაც იღებენ, მაგრამ ჩემგან არ აუღიათ. -როგორ, შენც სთხოვე დახმარება? -(პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა) კი. კაცი, რომელიც მიყვარს, მათი მეშვეობით დავიმორჩილე, ჯადო გავუკეთეთ. მანამდე ვეზიზღებოდი, მამცირებდა. სატანისტებმა მითხრეს, - მისი თმა მოიტანე. თმა ტვინთან ახლოს არის და მისი ფსიქიკის შეცვლა არ გაგვიჭირდებაო (საერთოდ, ამგვარი საქმიანობისთვის მათ თმა, ფრჩხილები და სისხლი სჭირდებათ). ძლივს მოვახერხე საპარიკმახეროდან თმის მოპარვა. მალე ის თვითონ მოვიდა ჩემთან . ცოლს გასცილდა. -ცოდვის შეგრძნება სულ არა გაქვს? -კი. ამიტომაც ვწყევლი ჩემი არათუ გაჩენის, არამედ ჩასახვის დღესაც კი. ეკლესიაშიც დავდივარ. -ეკლესიაში რადგან დადიხარ, ესეიგი გინდა მოგეტევოს ცოდვები, გინდა სიხარული იგრძნო? -დახმარება მჭირდება. დღეს ყველა ცოდვილია. ბევრისთვის საკუთარი ცოდვის აღიარება ძნელია - ურჩევნია სხვა განიკითხოს. მე ... ალბათ ჭეშმარიტი მოძღვარი თუ მიხსნის ამ განსაცდელისაგან. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
xornabujeli |
Jun 21 2008, 04:06 PM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
როგორია ადამიანი მდგომარეობა ლოცვის დროს,რა ხდება ამ დროს, და რა მდგომარეობაში იმყოფება მისი თავის ტვინი,ამ ყველაფერზე გაიგებთ, როცა ამ სტატიას წაიკითხავთ:
ადამიანის განსაკუთრებული მდგომარეობა ლოცვის დროს სანკტ-პეტერბურგის ვ.ბ. ბეხტერევის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ხანგრძლივი ცდების შედეგად აღმოაჩინა, რომ ადამიანი ლოცვის დროს განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება. ჟურნალმა „რუსკი დომ“ დაბეჭდა ინტერვიუ ამ აღმოჩენის ერთ-ერთ ავტორთან - ვ.ბ. სლეზინთან. გთავაზობთ მის თარგმანს. - ვალერი ბორისის ძევ, რამ გიბიძგათ ამ ფენომენის აღმოჩენისაკენ? - დიდი ხანია, რაც ფუნქციონალური ნევროლოგირუი მოშლილობებისა და ნევროზების მკურნალობის პრაქტიკაში გამოიყენება თვითჰიპნოზის მეთოდი, ანუ, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, მედიტაცია. სპეციალისტების აზრით, ამ მეთოდს შედარებით კარგი შედეგი მოაქვს. გადავწყვიტეთ, ლაბორატორიაში გამოგვეკვლია მედიტაციის დროს თავის ტვინის ქერქში მიმდინარე პროცესები. აღმოჩნდა, რომ მედიტაციისას თავის ტვინის ქერქში ირთვება აგზნების მექანიზმი; უცებ ჩვენ დაგვებადა კითხვა: რა ხდება თავის ტვინის ქერქში, როცა ადამიანი ლოცულობს? იოგთა სხვადასხვა სკოლის ზოგიერთი მიმდევარი ამტკიცებს, რომ მედიტაცია იგივე ლოცვაა, ურთიერთობა ღმერთთან. ექსპერიმენტის სიზუსტისათვის ჩვენ მოვიწვიეთ ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი და ლოცვის დროს ჩავიწერეთ ენციფალოგრამა. მართლმადიდებელი მღვდელმსახურის ლოცვისას ელექტროენციფალოგრამა აჩვენებდა თავის ტვინის ქერქის სრულ გამოთიშვას, სრული ცნობიერების ფონზე. ადამიანი იჯდა და ლოცულობდა, მაგრამ მას სრულებით არ ჰქონდა თავის ტვინის მუშაობის დამადსტურებელი ელექტრონული იმპულსი. ე.ი. ჩვენ ვაკვირდებოდით თავის ტვინის ქერქის სრული გამოთიშვის მდგომარეობას, რომლის დროსაც ცნობიერება ნათელია... ამ ფენომენს ვუწოდეთ ადამიანის მეოთხე მდგომარეობა. ჩვენს აღმოჩენამდე მეცნიერება იცნობდა ადამიანის ცნობიერების სამ მდგომარეობას: სიფხიზლე, ნელი ძილი და ჩქარი ძილი, რომლებიც ერთმანეთისაგან თავის ტვინის ქერქში ელექტრონული იმპულსების ხასიათით განსხვავდებიან. ახლა ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი მდგომარეობა - თავის ტვინის აქტივობის სრული გამოთიშვა სრული ცნობიერების ფონზე. - ვალერი ბორისის ძევ, ჩვენ გვქონდა საშუალება შევხვედროდით ერთ უჩვეულო ქალს, ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძრის მრევლს, რომელმაც გვიამბო თავისი ცხოვრების საოცარი ისტორია: კვდებოდა საავადმყოფოში კიბოს დაავადებით, ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, ქალს კი არ ასვენებდა ფიქრი საკუთარი შვილების ბედზე. ის დღედაღამ ევედრებოდა ღმერთს, რომ გადაერჩინა შვილების საკეთილდღეოდ და მოხდა სასწაული: ქალი გამოკეთდა და გამოჯანსაღდა, აღზარდა შვილები და განუწყვეტლივ მადლობს ღმერთს. როგორ ფიქრობთ, რაშია ლოცვის სამკურნალო თვისების საიდუმლო? მორწმუნისათვის ეს გასაგებია - ღმერთმა შეისმინა და განკურნა, მაგრამ მატერიალისტი მეცნიერისათვის? - როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენეს, ჩქარი ძილის და სიფხიზლის დროს ელექტროენციფალოგრამა მსგავსია. აღმოვაჩინეთ, რომ თავის ტვინის ქერქის სრული გამოთიშვა ხდება როგორც ნელი ძილის, ისე ლოცვის დროს. გამოდის, რომ ლოცვითი მდგომარეობა ისეთივე თვისობრივი და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის, როგორც მანამდე ცნობილი სამი. ადამიანის ცხოვრებაში შეინიშნება ცნობიერების ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასხვა. არსებობს შეკავებისა და გათიშვის სისტემები... როცა ადამიანის ცხოვრებაში მისივე ნებით გამოირიცხება თავის ტვინის მეოთხე მდგომარეობა, იწყება გარკვეული უარყოფითი პროცესები. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ განსაკუთრებით სასულიერო პირთათვის, ეკლესიურ მოღვაწეთათვის, ბერ-მონაზვნებისათვის დამახასიათებელია სულიერი სიმშვიდე (სულის მშვიდობიანი მდგომარეობა). - დიახ, ღვთისმსახურების დროს მღვდელი ხშირად წარმოსთქვამს ხმამაღლა: „მშვიდობა თქვენდა!“ ანუ გვისურვებს სულიერ სიმშვიდეს... - ჩანს, რომ ლოცვითი მდგომარეობის გარეშე სულიერი სიმშვიდის მოპოვება ძნელია. სწორედ ამაშია ლოცვის სამკურნალო თვისება. - ყველანაირ ლოცვას თუ ახლავს თავის ტვინის ქერქის ასეთი მდგომარეობა? გქონიათ თუ არა შესაძლებლობა, გამოგეკვლიათ თავის ტვინის მდგომარეობა სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა ლოცვის დროს? - ჩვენ ჩავიწერეთ კათოლიკე მღვდლის ელექტროენციფალოგრამა. აქ არ შეიმჩნეოდა თავის ტვინის ქერქის სრული გათიშვა, თუმცა ამის ნიშნები მაინც აღინიშნა. მანვე აღიარა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები უფრო კარგი მლოცველები არიან, რომ მათ ბერ-მონაზვნებში უფრო შემონახულია იესოს ლოცვის უწყვეტი პრაქტიკა. მოვიწვიეთ მუსულმანი მღვდელმსახურები, პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები, მაგრამ ისინი არ გამოეხმაურნენ ჩვენს წინადადებას. ნამდვილი ლოცვის დროს ხდება სინამდვილისაგან მოწყვეტა, რაც იწვევს პათოლოგიური კავშირების ნგრევას. ამქვეყნიურობიდან, პათოლოგიური მდგომარეობიდან გამოსვლა ადამიანს ხელს უწყობს გამოჯანმრთელებაში. მეოთხე მდგომარეობა - ეს არის გზა ჰარმონიისაკენ. ჩვენი გამოკვლევების მეშვეობით აღმოვაჩინეთ ისიც, რომ როკ-მუსიკას ადამიანი გამოჰყავს ჰარმონიული მდგომარებიდან და იწვევს თავის ტვინის ქერქში ეპილეფსიური გულყრების მსგავს ელექტრულ იმპულსებს. - შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე მდგომარეობა ეწინააღმდეგება თანამედროვე მასობრივი კულტურის დამანგრეველ ძალას? - ადამიანის ცხოვრებაში ოთხივე ფიზიოლოგიური მდგომარეობა უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს. ერთ-ერთის არარსებობდა არღვევს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, რასაც მივყავართ მის გადაგვარებამდე, ავადმყოფობამდე. ამიტომაც ვბედავ იმის მტკიცებას, რომ მეოთხე მდგომარეობა საშუალებას აძლევს, ეხმარება ადამიანს ადამიანად დარჩენაში. თარგმნა იზა კუხიანიძემ ჟურნალი „საფარველი“ № 1, ზუგდიდი, 2003 წ. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი