![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
აქ ხალხი აშკარად არ ხუმრობს, მართლაც მომეწონა ზოგიერთო ფორუმის სურათები, აშკარაა, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი თანაფორუმელები არ არიან პროფესიონალები, მაგრამ არც ისე "მოყვარულები" რომ არ ეთქმით ეგ აშკარაა, მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, იქნებ უბრალო სიტყვებით გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილებები, ავხსნათ ზოგიერთი მთავარი ტერმინი, მთავარი თეორიები, და მცირე პრაქტიკული რჩევებიც დავდოთ
![]() აბა გისმენთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეს ფოტოსაიტ "ბოკედან" აღებული ინფორმაციაა ( ნიკას მიერ დაწერილი) მგონი იქ ყველას არ შეუძლია წაკითხვა და მეც აგერ ყველაზე საინტერესო ნაწილს გაჩვენებთ, ეს ძალიან ყურადღებითაა წასაკითხი, შემდეგში ასევე დავდებ სხვა სტატიებსაც, თქვენც ასევე, ოღონდ შეეცადეთ, უბრალოდ კი ნუ დაყრით, არამედ მოკლედ მოიყვანეთ ციტატები, ისე რომ წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს ადამიანს
![]() დაყოვნება-დიაფრაგმა-მგრძნობელობა ეს სამი პარამეტრი ერთმანეთთან პირდაპირაა დაკავშირებული. ჯერ გავიაროთ თითოეული ცალ-ცალკე დაყოვნება: ეს არის ის დრო. რომლის განმავლობაშიც ხდება სინათლის სხივით ფირის ან მატრიცის (ან სხვა ფოტომასალის) დაშუქება. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე დასხივებული სინათლის რაოდენობა პრორორციულია დაყოვნების. ანუ 2 წამიანი დაყოვნებისას ფოტომასალაზე 2-ჯერ მეტი სინათლე მოხვდება ვიდრე 1 წამიანი. 1 წამზე მოკლე დაყოვნებები 1-ის წესით წილადის სახით უნდა აღინიშნებოდეს, ანუ 1/2, 1/4 და ა.შ. მაგრამ ვინაიდან ფოტოგრაფიაში გაცილებით ხშირად გამოიყენება 1 წამზე მოკლე დაყოვნებები, ასეთი დაყოვნებების აღსანიშნავად წილადი არ გამოიყენება და პირდაპირ 2, 4, 8, 15, 30, 60 და ა.შ. იწერება ხოლმე ხოლო 1 წამს და უფრო გრძელ დაყოვნებეს ასე აღნიშნავენ 1”, 2”, 4” და ა.შ. ძველ ფოტოაპარატებზეც დაყოვნებების არჩევანი იმ პრინციპით იყო აწყობილი რომ ყოველი მომდევნო დაყოვნება წინასგან 2-ჯერ განსხვავდებოდა. თანამედროვე აპარატებს უკვე შეუძლიათ 1/2-ჯერ ან სულაც 1/3 ბიჯით დაყოვნებების დაყენება. გარდა ამისა თანამედროვე ციფრულ და ზოგ ელექტო მართვის მქონე ფირიან აპარატებში ელექნრონული ჩამკეტის (ზატვორ) გამოყენება საშუალებას იძლევა საკმაოდ გრძელი დაყოვნებებიც (15 ან სულაც 30 წამი) გამოვიყენოთ. შედარებისთვის კომუნისტების პერიოდში საკმაოდ პოპულარულ “ზენიტების” ტიპის აპარატებს ჰქონდათ დაყოვნებების შემდეგი რიგი: 30, 60, 125, 250, 500 რაც პრინციპში ამოცანების უმრავლესობისთვის სავსებით საკმარისია. ხოლო გრძელი დაყოვნებების განსახორციელებლად გამოიყენებოდა ე.წ. “ვ” ანუ ხელით დაყოვნება, როცა ღილაკზე დაჭერიდან გაშვებამდე ჩვენ თვითონ შეგვეძლო დაყოვნებების არჩევა (იგივე ჩვეულებრივი წამზომით). 2002 წელს გამოშვებულ ჩემ Canon Powershot G2-ს კი დაყოვნებების შემდეგი რიგი აქვს: 15’’, 13”, 10”, 8” … 500, 640, 800 ხოლო ბევრ თანამედროვე აპარატს დაყოვნება 2000-იც აქვს. დიაფრაგმა: დიაფრაგმას ჩვენ ამ პარამეტრს შეცდომით ვეძახით. სინამდვილეში მას ფარდობითი ხვრელი ჰქვია. თანაც დაყოვნების მსგავსათ აქაც შეფარდებაა ანუ 2.8 დიაფრაგმა სინამდვილეში 1/2.8 ფარდობით ხვრელია. რაც უფრო დიდია ფარდობითი ხვრელი (ანუ ნაკლებია “დიაფრაგმა” რადგან ის წილადის მნიშვნელში ზის) მით მეტი შუქი გავა ობიექტივში. ვინაიდან გასული შუქის რაოდენობა ობიექტივის ხვრელის ფართობის პროპორციულია ამიტომ შუქის 2-ჯერ შეცვლისთვის დიაფრაგმა 1.41-ჯერ ანუ ფესვი 2-ჯერ უნდა შეიცვალოს (იმედია არ მოგაწყინეთ მათემატიკა-ფიზიკით). ისევ კომუნისტების დროინდელ ობიექტივებს რომ დავუბრუნდეთ მათ დიაფრაგმების სკალაზე ერთმანეთისგან 1.41-ჯერ განსხვავებული სიდიდეები ჰქონდათ (თუმცა დაყოვნებებისგან განსხვავებით ხშირად შეგვეძლო შუალედური მაჩვენებლის არჩევაც). მაგ. “ზენიტის” აპარატზე გმოიყენებოდა “ჰელოის 44” ობიექტივი რომელსაც დიაფრაგმების შემდეგი რიგი ჰქონდა. 2, 2.8, 4, 5.6, 8, 11, 16 მაგრამ ჩვენ შეგვეძლო ასევე აგვერჩია ამ რიცხვებს შორის შუა მდგომარეობებიც (ისინი სკალაზე არ იყვნენ დატანებული მაგრამ დიაფრაგმის მართვის რგოლი მათი არჩევის საშუალებას იძლეოდა). ახალ აპარატებში აქ უკვე დაყოვკების მსგავსად შემოვიდა 1 ან 2 შუა მდგომარეობის დიაფრაგმა. მაგ ისევ ჩემ Canon Powershot G2-ს აქვს შემდეგი დიაფრაგმები: 2.0, 2.2 2.5 2.8 და ა.შ. ფირის მგრძნობელობა: ფირის (ან ციფრული მატრიცის) მგრძნობელობც შესაბამისად 2-ჯერ განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში კომუნისტები თავისი გზით წავიდნენ და მათ სხვა მსოფლიოსგან ცოტა განსხვავებული მგრზნობელობის ფირები ჰქონდათ: 32. 65. 130. 250, 500 “გოსტ”-ის ერთეული. თუმცა ახლა უმრავლესობა ჩვენთაგანი უკვე ვიყენებთ უცხოურ ფირებს რომლების მგრძნობელობაც 100, 200, 400 ან სულაც 800 IშO-ა. გარდა ამისა გერმანიაში გამოიყენება თავისი სკალა რომელიც DIN-ებითაა. 3 DIN-ით მეტი მგრძნობელობის ფირი 2-ჯერ უფრო მგრზნობიარეა. 21 DIN-ი 100 ISO-ს შეესაბამება. 24 DIN-ი 200-ს და ა.შ. მაშ ასე ჩვენ უკვე გვაქვს ეს სამი პარამეტრი და ახლა ისინი ერთმანეთს დავუკავშიროთ. მარტივად რომ ვთქვათ ისინი ერთმანეთზე პროპროციულადაა (დიაფრაგმის გარდა) დაკავშირებული. მაგალითად სწორი ექსპოზიციისთვის მივიღეთ შემდეგი პარამეტრები (ექსპონომეტრია სულ ცალკე თემაა) დაყოვნება 60, დიაფრაგმა 4.0 და გვაქვს 200 ISO მგრძნობელობის ფირი. შესაბამისად ვთქვათ იგივე ფირზე იგივე განათების შედეგს მოგვცემს 125 დაყოვნება და 2.8 დიაფრაგმა (დიაფრაგმა 1.41 ბიჯით იცვლება) ან 30 დაყოვნება და 5.6 დიაფრაგმა. შეგვიძლია გამოვიყენოთ შუალედური მაჩვენებლებიც თუ ამის საშუალებას აპარატი იძლევა ანუ მაგ. დიაფრაგმა 4.5 და დაყოვნება 50 და ა.შ. ფირის მგრძნობელობის შეცვლაც ასე მოქმედებს. 100-იანი ფირის შემთხვევაში დაყოვნება 30 უნდა გავხადოთ იგივე 4.0 დიაფრაგმისთვის ან პირიქით 60 დაყოვნება და 2.8 დიაფრაგმაა საჭირო. მთავარი ისაა რომ სწორად ექსპონირებული კადრი ასე შერჩეული დიაფრაგმა-დაყოვნება-ფირის მგრძნობელობის სხვადასხვა კომბინაციისთვისაა შესაძლებელი. მაგალითად თუ პორტრეტს ვიღებთ სასურველია დიაფრაგმა ბოლომდე გავხსნათ. ანუ ვთქვათ ჩვენს შემთხვევაში 200-იანი ფირისთვის ეს იქნება 2.0 (ცხადია თუ ობიექტივი ასეთი დიაფრაგმის დაყენების საშუალებას იძლევა) მაშინ დაყოვნება იქნება 250. პეიზაჟების გადაღებისას პირიქით საჭიროა ხოლმე დიდი სიმkვეთრის სიღრმე და შესაბამისად დიაფრაგმის დახურვა 8.0 ან 11.0 -მდეც კი (ზოგჯერ 16 მდე). შესაბამისად იგივე 200-იან fფირზე და იგივე განათებაზე (რეალურად ბუნებაზე უფრო მეტი განათებაა და დაყოვნება უფრო მოკლე იქნება) ფირზე 8.0 დიაფრაგმისას გვექნება დაყოვნება 15. ეს დაყოვნება უკვე პრაქტიკულად არ იძლევა საშუალებას სურათი ხელიდან გადავიღოთ და შტატივის გამოყენებას საჭიროებს (შეგახსენებთ რომ 35 მილიმეტრიან ექვივალენტში გამოსახული ფოკუსური მანძილი სმქონე ობიექტივისთვის ხელით გადაღება შეიძლება ამ ფოკუსური მანძილის ტოლი ან უფრო მოკლე (ციფრულ გამოხატვაში დიდი) დაყოვნებით, სხვა შემტხვევაში უკვე შტატივის გამოყენებაა სასურველი). ასევე ზოგჯერ წყლის გადაღებისას ჩვენ გვინდა მისი გმოსახულება გაიდღაბნოს. გამოსავალია გრძელი დაყოვნება ვთქვათ 8. ამ დროს ბოლო მაგალითისავით დიაფრაგმა დაიხურება მარა უკვე 11-მდე. სამაგიეროდ სპორტის ან მოძრავი ობიექტების გადაღებისას ყველაფერი პირიქითაა. გვინდა მოკლე დაყოვნება 500 ან კიდე უფრო მოკლე. მაგრამ ვთქვათ 200 იანი მგრძნობელობის ფირის შემთხვევაში ჩვენ 2.0 დიაფრაგმაზე მარტო 250 დაყოვნებას მივაღწევთ (საუბარის ისევ იგივე განათების პირობებში). ანუ 500 დაყოვნებისთვის დაგვჭირდება 1.4 დიაფრაგმის მქონე ობიექტივი რომლის ფასიც ხშირად $1000-ს აჭარბებს. გამოსავალია უფრო მგრზნობიარე ფირის გამოყენება. 400 ან 800 ISO-ს მქონე ფირი 2.0 დიაფრაგმაზე მოგვცემს საშუალებას შესაბამისად 500 და 1000 დაყოვნება გამოვიყენოთ. ამიტომ ფირისარჩევის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდანვე გავიაზროთ თუ რანაირ პირობებში მოგვიწევს ფოტოების გადაღება. გავითვალისწინოთ წინა გამოცდილება. ან სულაც ექსპონომეტრით მოვახდინოთ მიახლობით იგივე პირობებიშ შუქის გაზომვა და მხოლოდ წინასწარ ყველაფრის გამოთვლა, რათა შემდეგ გული არ დაგვწყდეს, თუ სურათის ისე გადაღებას ვერ მოვახერხებთ როგორც ეს გვინდოდა. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 11:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი